სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მინისტრმა ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე წარმატება მიულოცა

თარიღი: 2017 ნოემბერი 08



საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დასრულებულ მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გათამაშდა. ქართველმა ქალებმა 9 შეხვედრიდან 7 მოიგეს და 14 ქულით ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.

დასკვნით ტურში ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრების დამარცხება შეძლო - 3.5:0.5, რამაც ჩვენს გუნდს საბოლო ჯამში მეორე საპრიზო ადგილი მოუტანა. პირველი ადგილი 17 ქულით რუსეთის ქალთა ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე  13 ქულით უკრაინის გუნდი გავიდა.

საქართველოს ნაკრების წევრებმა პირად დაფებზეც წარმატებით ითამაშეს: ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ ინდივიდუალურ დაფებზე ოქროს მედლები მოიპოვეს, ლელა ჯავახიშვილმა კი ვერცხლის მედალი.

საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.





სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის დასკვნითი, მეოთხე პარტიაც ყაიმით დასრულდა. თუმცა, მთელი პარტია შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე ლევონ არონიანის  დომინირებით მიმდინარეობდა.