სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭადრაკის სასახლეში ნანა ალექსანდრიას წიგნის -

თარიღი: 2010 თებერვალი 22

11 თებერვალს 12:00 საათზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, საჭადრაკო ოლიმპიადის 9 ოქროს მედლის მფლობელის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, თანამედროვეობის თვალსაჩინო მოჭადრაკის და საჭადრაკო მოღვაწის, უგვირგვინო დედოფლად აღიარებული - ნანა ალექსანდრიას წიგნის - "150 საინტერესო პარტია და ეპიზოდი" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში ნაჩვენებია მისი სპორტული კარიერის ყველა ეტაპი, დაწყებული პიონერთა სასახლის საჭადრაკო სექციიდან. წიგნში შესულია ალექსანდრიას 150 საინტერესო პარტია და საჭადრაკო ცხოვრების სამახსოვრო მრავალი ფრაგმენტი.


ნანა ალექსანდრიამ, როგორც დიდმა საჭადრაკო მოღვაწემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქალთა ჭადრაკის წარმატებებსა და მიღწევებში. მისი მოღვაწეობის შედეგია ქალთა საჭადრაკო ოსკარის შემოღება, გოგონათა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატების დაარსება, ევროპის ქალთა საკლუბო თასის შემოღება, ქალთა გუნდის ჩართვა ვაჟთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებში. მისი რეკომენდაციების საფუძველზე საერთაშორისო ტურნირებში შემოღებულია ქალთა პრიზები...და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ნანა ალექსანდრიას 60 წლის იუბილე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ მისი წიგნის გამოცემითაც აღნიშნა. რომელიც, ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მოჭადრაკეებისათვის.

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.