საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ჩემპიონატის 10-ე ტურში ბაადურ ჯობავამ შავი ფიგურებით დაამარცხა უშუალო კონკურენტი ლუკა პაიჭაძე და ერთი ტურით ადრე დაიბევა ტურნირზე პირველი ადგილი.
პაიჭაძესთან ერთად ამ ტურში დამარცხდა ჯობავას კიდევ ერთი მდევარი კოსტანტინე შანავაც, რომელსაც საქართველოს ნაკრების წევრმა მერაბ გაგუნაშვილმა მოუგო.
ჯობავამ ბოლო ტურის წინ 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მდევრებს თეორიული შანსიც აღარ დაუტოვა. დასკვნით მატჩს იგი დავით არუთინიანთან თეთრი ფიგურებით გამართავს უკვე ჩემპიონის სტატუსით. 14-ათასიანი საპრიზო ფონდიდან იგი პირველი ადგილისთვის 4500 ლარს მიიღებს.
11-ე ტურში ასევე საინტერესო იქნება მერაბ გაგუნაშვილისა და დავით ზარქუას შორის პარტია, რომელებიც ახლა მეორე-მესამე ადგილებზე არიან. თეთრი ფიგურებით ზარქუა ითამაშებს.
საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატი
10-ე ტური. 23 მაისი
დავიდ არუთინიანი 0:1 დავით ლომსაძე
გიგა ყუფარაძე 0.5:0.5 ივერი ჭიღლაძე
ლევან ფანცულაია -:+ ირაკლი ბერაძე
ზურაბ ჯავახაძე 0:1 დავით ზარქუა
მერაბ გაგუნაშვილი 1:0 კონსტანტინე შანავა
ლუკა პაიჭაძე 0:1 ბაადურ ჯობავა
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯობავა - 9.0
2-3. გაგუნაშვილი, ზარქუა - 7.0
4-5. პაიჭაძე, შანავა - 6.5
6. ბერაძე - 5.0
7-8. არუთინიანი, ლომსაძე - 4.5
9-10. ჯავახაძე, ყუფარაძე - 4.0
11. ფანცულაია - 1.5
12. ჭიღლაძე - 0.5
სამინისტროს პრესსამსახური