საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
5 ივნისს ბათუმში დასრულდა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი საჭადრაკო ბლიცში, სადაც ქართველები კვლავ მოწინავე ხუთეულს მიღმა დარჩნენ, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ წსრაფ ჭადრაკში.
ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა რუსეთის წარმომადგენელმა ვალენტინა გუნინამ, რომელმაც 15 ტურში 13 ქულა მოაგროვა და ვადამდე დაიბევა პირველობა, პლიუს 10 ათასი დოლარი 41-ათასიანი საპრიზო ფონდიდან.
მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ უკრაინელი ნატალია ჟუკოვა და სლოვენიელი ანა მუზიჩუკი, რომელთაც თანაბარი რაოდენობის ქულა (10,5) დააგროვეს და უკეთესი დამატებითი მაჩვენებლის მიხედვით ვერცხლის მედალი უკრაინელს შეხვდა.
მხოლოდ მეხუთე ადგილი ერგო რამდენიმე დღის წინ სწრაფ ჭადრაკში გამარჯვებულს, ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კვლავ ნანა ძაგნიძემ აჩვენა, რომელმაც 9,5 ქულა მოაგროვა და მეექვსე ადგილზე გავიდა. სწრაფ ჭადრაკში იგი მეშვიდე იყო.
9-9 ქულით შესაბამისად 9-ე, 11-ე და 12-ე ადგილებზე გავიდნენ მაია ჩიბურდანიძე, მაია ლომინეიშვილი და სალომე მელია.
სულ 50 მონაწილეს შორის 17 ქართველი იყო:
6. ნანა ძაგნიძე (9,5), 9. მაია ჩიბურდანიძე (9), 11. მაია ლომინეიშვილი (9), 12. სალომე მელია (9), 14. ნინო ბაციაშვილი (8,5), 16. ბელა ხოტენაშვილი (8,5), 23. მერი არაბიძე (8), 30. ნინო ხურციძე (7), 31. მაკა ფურცელაძე (7), 33. სოფიო გვეტაძე (7), 35. მირანდა მიქაძე (7), 38. სოფიო ხუხაშვილი (6,5), 42. ინგა ჭარხალაშვილი (6), 44. ლელა ჯავახიშვილი 6), 45. ნათია ჯანჯღავა (5,5), 48. ნინო გურიელი (3,5), 50. ნონა გაფრინდაშვილი (3,5)
სამინისტროს პრესსამსახური