სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჯავახიშვილს მეხუთე ადგილი ერგო

თარიღი: 2008 მარტი 22

 

 

 

 

 

 

 

 

 

თურქულ სტამბოლში დასრულდა ქალ მოჭადრაკეთა სუპერტურნირი, სადაც დიდოსტატი ლელა ჯავახიშვილი გამოდიოდა, ლელამ ცხრა შესაძლებელიდან 4,5 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა. ქართველ მოჭადრაკეს საპრიზო ფონდიდან  1 200 დოლარი ერგო. 

ჭადრაკის სასახლეში ვაჟ მოჭადრაკეთა 67-ე ჩემპიონატის მესამე წრე დაიწყო. მესამე წრეში რვა მოჭადრაკე აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. პირველ ტურში ოთხივე პარტია ყაიმით დასრულდა. დიდოსტატმა მიხეილ მჭედლიშვილმა ვერ აჯობა ხვიჩა სუპატაშვილს, დავით ჯოჯუა ლევან ფანცულაიას დაუზავდა, დავით მაღალაშვილი – კოტე შანავას, ხოლო გიორგი მარგველაშვილი – დავით არუთინიანს. მეორე ტურში თეთრი ფიგურებით ის მოჭადრაკეები ითამაშებენ, რომლებმაც  წყვილებში შავებით იბრძოლეს.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.