სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ევროპის ჩემპიონატზე 23 ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს

თარიღი: 2008 აპრილი 21

21 აპრილს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ევროპის მეცხრე ჩემპიონატი იწყება. ვაჟებში 332 მონაწილეა, ქალებში კი - 165. ქართველთაგან ევროპის ჩემპიონატზე სულ 23 მოჭადრაკე ჩავიდა; აქედან 11 ვაჟია, 12 - ქალი.

შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონი ლევან ფანცულაია გახდა, მეორეზე გიორგი მარგველაშვილი გავიდა; მეამეზე კი მიხეილ მჭედლიშვილია. ქართული ტრიოდან საუკეთესო რეიტინგი მჭედლიშვილს აქვს - 2635, რაც სასტარტო სიაში 29-ე ადგილის ტოლია; ლევან ფანცულაიას ქულათა მარაგი 2617-ს უდრის; ლევანი განთესვით 51-ეა.

გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი 2455-ს უდრის.  სამეული საქართელოს ჭადრაკის ფედერაციამ სრულად დააფინანსა, ხოლო სხვებმა თავისი ხარჯით ისურვეს ჩასვლა. ესენი რიან: კონსტანტინე შანავა (2519; 169); მალხაზ სულაშვილი (2491; 194); დავით ჯოჯუა (2463; 207); დავით მაღალაშვილი (2462; 208); თორნიკე სანიკიძე (2458; 212); ბაჩანა მორჩიაშვილი (2421; 235); დავით ლომსაძე (2394; 254); ივერი ჭიღლაძე (2384; 261).

ქალთა შორის არიან: ლელა ჯავახიშვილი - 2466 (11); ნანა ძაგნიძე - 2443 (16); სალომე მელია - 2413 (26); მაია ლომინეიშვილი - 2400 (30). 2452 ქულა აქვს ქეთევან არახამია-გრანტს, რომელიც შოტლანდიაში გათხოვების მიუხედავად წლევანდლამდე საქართველოს სახელით გამოდიოდა, ამიერიდან კი შოტლანდიის ღირსებას იცავს.

საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის სამი პრიზიორი არიან  ძაგნიძე, მელია და სოფიკო ხუხაშვილი (2371). ესენიც ფედერაციის ხელშეწყობით მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე; პლუს ლელა ჯავახიშვილი, რომელმაც როგორც ახალი თაობის ლიდერმა და ქართველთა შორის მეორე რეიტინგის მფლობელმა, მიიღო გარკვეული დივიდენდები. თავიანთი ხარჯებით პლოვდივს ეწვივნენ: მაია ლომინეიშვილი (2400); სოფიო გვეტაძე (2350; 53); ნაზი პაიკიძე (2347; 54); ნინო ბაციაშვილი (2304; 76); სოფიო ნიკოლაძე (2249; 105); ანა გავაშელი (2191; 128); მარიამ დანელია (2129; 139).

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად ჩატარდება. მოსაფიქრებლად პირველ 40 სვლაზე 90 წუთია გამოყოფილი; შემდეგ 30 წუთი ემატება ორივე მხარეს: სტარტიდანვე ყოველ სვლაზე 30 წამი ემატება დროს.



































მაია ლომინეიშვილი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.