სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდა მოჭადრაკეები ვიეტნამში გაემგზავრნენ

თარიღი: 2008 ოქტომბერი 19






















17 ოქტომბერს ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკეები ვიეტნამის ქალაქ ვანგ-თაუში გაემგზავრნენ, სადაც 19-31 ოქტომბერს მსოფლიოს პირადი ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება 8,10,12,14,16 და 18 წლამდელ მოჭადრაკეებს შორის. ჩემპიონატში განაცხადი 70 ქვეყნის 842 მოჭადრაკეს აქვს გაკეთებული.ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება შემდეგი დროის კონტროლით - 90 წუთი 40 სვლაზე და 30 წუთი პარტიის ბოლომდე 30 წამიანი დამატებით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანალოგიურ ჩემპიონატზე, რომელიც თურქეთში ჩატარდა  ჩემპიონები გახდნენ ქეთი წაწალაშვილი და ნაზი პაიკიძე, რომლებიც წელსაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან.

საქართველოს ღირსებას ახალგაზრდულ ჭადრაკში ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში დაიცავენ:

18 წლამდე               
საქართველოს ჩემპიონები მერი ჟორჟოლიანი და ლუკა პაიჭაძე

16 წლამდე              
მსოფლიოს და ევროპის  ჩემპიონები თანატოლებში ნაზი პაიკიძე, ქეთი წაწალაშვილი, ევროპის  ჩემპიონატების პრიზიორები ლევან ბრეგაძე და ნათია ჯალაბაძე

14 წლამდე  
მსოფლიოს და ევროპის  ჩემპიონები მერი არაბიძე, მარიამ დანელია, საქართველოს ჩემპიონი ნოდარ ლორთქიფანიძე

12 წლამდე                 
საქართველოს ჩემპიონები ანა შამათავა და გიგლა ბენიძე
სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.