სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქალები მე-6 ადგილზე გადავიდნენ

თარიღი: 2008 ნოემბერი 22
38-ე საჭადრაკო ოლიმპიადზე მე-8 ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა კვლავ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა მოლდოვა 4:0 დაამარცხეს, 12 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს. მამაკაცები კი ათეულს კიდევ უფრო დაშორდნენ, მათ ინგლისთან 1.5:2,5 წააგეს. 22 ნოემბერს, მე-9 ტურში ქალები სლოვენიას დაუპირისპირდებიან, კაცები კი ახალ ზელანდიას შეხვდებიან.

8 ტურის შემდეგ ქალებს 14 ქულით სთავეში ჩინეთის ნაკრები უდგას, 13 ქულა აქვთ აშშ-ს, უკრაინას, სერბეთსა და პოლონეთს, ხოლო 12 საქართველოს, სომხეთს, სლოვენიასა და რუმინეთს. მამაკაცებს შორის ლიდერი 15 ქულით სომხეთის გუნდია, 14 ქულა აქვს ისრაელს, 13 რუსეთსა და უკრაინას, საქართველოს აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ 10 ქულაა.

ოლიმპიადაზე სულ 3 ტური დარჩა სათამაშო. ტურნირი 25 ნოემბერს დასრულდება, საქართველოს დელეგაცია კი თბილისში 27 ნოემბერს გამთენიისას მიუნჰენი-თბილისის რეისით ჩამოფრინდება.
სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.