სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქართველმა გოგონებმა ვერცხლი გაინაღდეს და ოქროსთვის იბრძვიან

თარიღი: 2009 ოქტომბერი 30

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



სერბულ ნოვი სადში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მერვე ტურში ბულგარეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა და ვერცხლის მედლებიც გაინაღდა. ბოლო მეცხრე ტურში, 30 ოქტომბერს  ქართველი მოჭადრაკეები რუმინელებს ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში ყურადღება რუსეთ-სომხეთის ნაკრებების მატჩისკენ უნდა ჰქონდეთ მიპყრობილი, რადგან რუსების წაფორხილება საქართველოს ოქროს მედლებს მოუტანს.

გოგონებს სხვა შემცილებელი ნამდვილად არ ჰყავთ. ჩვენი ნაკრები ტურნირზე  ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია  და უშუალო კონკურენტ რუსეთსაც აჯობა, მაგრამ დამატებითი მაჩენებლების წყალობით მაინც რუსეთი ლიდერობს. გადამწყვეტი ტურის წინ ორივე ნაკრებს 14 ქულა აქვს. ქართველები კონკურენტის ხელისმოცარვას უნდა ელოდნონ, რაც გამორიცხული სულაც არაა, რადგან რუსეთის მეტოქე მესამე ადგილზე მყოფი სომხეთია.

საქართველოს ნაკრების მეტოქე კი რუმინეთი იქნება, რომელიც მერვე პოზიციაზეა. სამწუხაროდ, ვაჟებმა ბოლო ტურებში მოისუსტეს, მერვე ტურში ისრაელთან 1:3 წაგების შემდეგ კი ცხრა ქულით მე-15 ადგილზე  არიან.  მათი მომდევნო მეტოქე ნორვეგიაა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ნოვი სადი (სერბეთი). მე-8 ტური
კაცები
საქართველოისრაელი                   1.5:2.5

ბაადურ ჯობავა  - ემილ სუტოვსკი      0.5:0.5
მიკაელ როიზი - ლევან ფანცულაია     0.5:0.5
მერაბ გაგუნაშვილი - ევგენი პოსტნი 0.5:0.5
ბორის ავრუხი - თორნიკე სანიკიძე         1:0

სატურნირო მდგომარეობა

13 – რუსეთი, აზერბაიჯანი.
11 – უკრაინა, სომხეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ისრაელი.
10 – გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, შვეიცარია.
9 – უნგრეთი, საფრანგეთი, სერბეთი 1, საქართველო, საბერძნეთი, ჩეხეთი.
8 – ინგლისი, მაკედონია, დანია, ნორვეგია.
7 – სლოვენია, ბულგარეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფინეთი, ლიტვა, იტალია, ავსტრია.
6 – ჩერნოგორია, სერბეთი 2, ბელგია, უელსი.
5 – თურქეთი, ლუქსემბურგი.
4 – ისლანდია.
2 – შოტლანდია.
1- მონაკო.

ქალები
საქართველობულგარეთი                       3:1

ნანა ძაგნიძე - ანტუანეტა სტეფანოვა         0.5:0:5
ადრიანა ნიკოლოვა - ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5
სოფიკო ხუხაშვილი - ივა ვიდენოვა               1:0
ელიცა რაევა - ბელა ხოტენაშვილი                 0:1

სატურნირო მდგომარეობა

14 – რუსეთი, საქართველო.
11 – სომხეთი, უკრაინა.
10 – სლოვენია, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, რუმინეთი.
9 – საფრანგეთი, საბერძნეთი, ესპანეთი.
8 – პოლონეთი, უნგრეთი, იტალია, გერმანია, ისრაელი, ბულგარეთი.
7 – ჰოლანდია, ხორვატია, სერბეთი, ავსტრია.
6 – ინგლისი, ჩერნოგორია.
5 – თურქეთი.
4 – მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
3 – ფინეთი, ნორვეგია.

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.