სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

თარიღი: 2009 ოქტომბერი 31

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებული ევროპის გუნდური ჩემპიონატი მარცხის გარეშე განვლო, თუმცა, ეს მხოლოდ ვერცხლის მედლების მოსაპოვებლად აღმოჩნდა საკმარისი.ტურნირის დასკვნით ტურში ქართველებმა რუმინეთს 2.5:1.5 სძლიეს და 9 შეხვედრაში 7 გამარჯვება და 2 ყაიმი მოუგროვდათ.

ჩვენი გუნდის დარად, 16 ქულა აღმოაჩნდა რუსეთის ნაკრებს, რომელმაც ერთადერთი დაპირისპირება სწორედ ჩვენს გუნდთან დათმო, 8 მატჩი კი მოიგო და დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე გავიდა.ევროპის ჩემპიონატზე ნინო გურიელის კაპიტნობით მოთამაშე საქართველოს ნაკრების ღირსებას ხუთი მოჭადრაკე იცავდა, რომელთა მონაგარიც ასეთი გახლდათ: ნანა ძაგნიძე (4 ქულა 8 პარტიაში), ლელა ჯავახიშვილი (5.5-7), სოფიკო ხუხაშვილი (5-7), ნინო ხურციძე (3-6), ბელა ხოტენაშვილი (6.5-8).

აღსანიშნავია, რომ ნაკრების დებიუტანტმა ხოტენაშვილმა 8 ტურში მოგროვებული 6.5 ქულით არაერთ სახელოვან მოჭადრაკეს აჯობა და საერთო ჩათვლაში, რუსეთის გუნდის ლიდერ ნადეჟდა კოსინცევას შემდეგ, მეორე გახლდათ. ამ უკანასკნელმა 9 ტურში 8 ქულა მიითვალა და ფენომენალური შედეგი აჩვენა.

თავი ვერაფრით გამოიჩინა საქართველოს ვაჟთა გუნდმა, რომელიც 4 ტურის თავზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობით პირველ პოზიციაზე გახლდათ, დარჩენილ ხუთ ტურში კი ვერცერთი (!) გამარჯვება ვერ მოიპოვა.დასვნით შეხვედრაში ქართველები რეიტინგში გაცილებით დაბლა მდგარ ნორვეგიას დაუზავდნენ და საბოლოოდ, 10 ქულით მე-13 საფეხურზე აღმოჩნდნენ.

ვაჟთა ნაკრების კაპიტანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე გახლდათ, მოთამაშეთა მონაგარი კი ასეთი იყო: ბაადურ ჯობავა (5-9), მიხეილ მჭედლიშვილი (2.5-6), ლევან ფანცულაია (4-7), მერაბ გაგუნაშვილი (3.5-7), თორნიკე სანიკიძე (4-7). ვაჟთა ჩემპიონატში ოქროს მედლები აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც რუსებს ბოლო ტურში გადაასწრო. ბრინჯაო კი, ქალთა ტურნირის მსგავსად, უკრაინის გუნდმა დაისაკუთრა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ნოვი სადი (სერბეთი). ბოლო ტური

კაცები

საქართველონორვეგია 2:2

ბაადურ ჯობავა  – იონ ლუდვიგ ჰამერი 0.5:0.5
ლეიფ ერლენდ იოჰანესენი – მიხეილ მჭედლიშვილი  0.5:0.5
მერაბ გაგუნაშვილი – ფროდე ელსნესი  0:1
იოაჰიმ ტომასენი – თორნიკე სანიკიძე  0:1

რუსეთი – ესპანეთი 2:2
ჰოლანდია – აზერბაიჯანი 1.5:2.5
ისრაელი – უკრაინა 1:3
შვეიცარია – სომხეთი 1.5:2.5
გერმანია – რუმინეთი 2.5:1.5
ჩეხეთი – პოლონეთი 1.5:2.5
სერბეთი 1 – საფრანგეთი 2.5:1.5
უნგრეთი – საბერძნეთი 2.5:1.5
ინგლისი – მაკედონია 3.5:0.5
ხორვატია – დანია 2:2
ბულგარეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 2.5:1.5
სლოვენია – იტალია 2.5:1.5
ფინეთი – ლიტვა 2.5:1.5
ავსტრია – ჩერნოგორია 3:1
უელსი – ბელგია 0:4
სერბეთი 2 – შოტლანდია 4:0
ლუქსემბურგი – ისლანდია 1:3
თურქეთი – მონაკო 3:1

საბოლოო მდგომარეობა

15 – აზერბაიჯანი
14 – რუსეთი
13 – უკრაინა, სომხეთი
12 – გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი
11 – უნგრეთი, ჰოლანდია, სერბეთი 1, ისრაელი
10 – ინგლისი, საქართველო, რუმინეთი, შვეიცარია
9 – სლოვენია, საფრანგეთი, ბულგარეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ავსტრია, დანია, ჩეხეთი, ნორვეგია
8 – სერბეთი 2, ხორვატია, ბელგია, მაკედონია
7 – ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, ლიტვა, იტალია
6 – ჩერნოგორია, ისლანდია, უელსი
5 – ლუქსემბურგი
2 – შოტლანდია
1 – მონაკო.

ქალები

რუმინეთისაქართველო 1.5:2.5

ელენა-ლუმინტა კოსმა  – ნანა ძაგნიძე 0:1
სოფიკო ხუხაშვილი – კორინა-იზაბელა პეპტანი 0.5:0.5
კარმენ ვოიკუ – ნინო ხურციძე 1:0
ბელა ხოტენაშვილი  – ალინა მოტოცი  1:0

რუსეთი – სომხეთი 2.5:1.5
ჩეხეთი – უკრაინა 2:2
სერბეთი – ისრაელი 1:3
სლოვენია – აზერბაიჯანი 1.5:2.5
საბერძნეთი – საფრანგეთი 1:3
ესპანეთი – პოლონეთი 0.5:3.5
გერმანია – იტალია 2.5:1.5
ბულგარეთი – უნგრეთი 0.5:3.5
ავსტრია – ხორვატია 2:2
ფინეთი – ჰოლანდია 0.5:3.5
ინგლისი – თურქეთი 3:1
ჩერნოგორია – ნორვეგია 2:2
მაკედონია – ბოსნია-ჰერცეგოვინა 1:3 

საბოლოო მდგომარეობა

16 – რუსეთი, საქართველო
12 – უკრაინა, აზერბაიჯანი
11 – სომხეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი
10 – პოლონეთი, სლოვენია, უნგრეთი, რუმინეთი, გერმანია, ისრაელი
9 – ჰოლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი
8 – ინგლისი, იტალია, ხორვატია, ავსტრია, ბულგარეთი
7 – ჩერნოგორია, სერბეთი
6 – ბოსნია-ჰერცეგოვინა
5 – თურქეთი
4 – მაკედონია, ნორვეგია
3 – ფინეთი

www.worldsport.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.