სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მოჭადრაკეებმა ევროპული ვერცხლი დეპარტამენტში შეაფასეს

თარიღი: 2009 ნოემბერი 02

 

 

 

 

 

 

 

 

 


საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა - 16 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკეებმა 9 ტურში 7 გამარჯვება და 2 ყაიმი მოაგროვეს და პირვეალდგილოსან რუსეთს მხოლოდ ინდივიდუალური მაჩვენებლებით ჩამორჩნენ.

სერბეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებს სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარე დავით ნამგალაური, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ქალთა ნაკრების კაპიტანი ნინო გურიელი, ნანა ალექსანდრია და ნაკრების მოთამაშეები ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი და ბელა ხოტენაშვილი შეხვდნენ.

გია გიორგაძე:“დიდი მადლობა სპორტის დეპარტამენტს და დავით ნამგალაურს მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, გავამართლეთ ჩვენზე გაცემული ავანსები. მჯერა მხარდაჭერა გაგრძელდება და  მომავალშიც  წარმატებით გამოსვლას მოვახერხებთ. წლევანდელი მომქანცველი წლის მერე სასიხარული იყო, ჩვენი გოგონების ვერცხლის მედალი. ეს მართლაც ბრწყინვალე შედეგია. სერბეთში ნაკრებს ვერ დაეხმარა გუნდის ლიდერი მაია ჩიბურდანიძე, რომელმაც უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა.

შევაფასებ ბიჭების თამაშსაც, მათ ამ ეტპზე მაქსიმუმი აჩვენეს. დამარცხდნენ ლიდერებთან რუსეთთან, უკრაინასთან და აზერბაიჯანთან. ეს ნაკრებები სერბეთში პრიზიორები გახდნენე.  მინდა გამოვყო ბაადურ ჯობავა, რომელიც უდავო ლიდერია როგორც ნაკრების, ისე სართოდ საქართველოს კაც მოჭადრაკეთა შორის. ბაადურმა პირველ დაფაზე შესანიშნავად ითამაშა“.

ნინო გურიელი:“ მადლობა მხარდაჭერისთვის დავით ნამგალაურს. ვულოვაც ყველას ამ წარმატებას. ისიც ვიცი, რომ ოქროს მედალს სულ სხვა დატვირთვა აქვს. დავამარცხეთ რუსეთის ნაკრები, რომელიც უშუალო კონკურენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გულს იმით ვიმშვიდებ, რომ რუსეთის დამარცხება შევძელით. ცხოვრებაში პირველად არ ავდექი რუსეთის ჰიმნზე. სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანია როდესაც კონკურნტს უგებ, წაგება საერთოდ არ გაქვს და მაინც ვერ ხდები ჩემპიონი.

არ დაგვავიწყდეს, რომ არ გვყავდა მაია ჩიბურდანიძე. სამაგიეროდ გამოვცადეთ ახალგაზრდა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილი, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა. მომავალ წელს ჩვენ ოლიმპიადაზე ტიტულის დაცვა მოგვიწევს და მჯერა ამის გაკეთება შეგვიძლია.  ჩემი პოზიციაა, რომ ან კარგად უნდა გამოვიდეთ, ან საერთოდ არ წავიდეთ ოლიმპიადაზე. მით უმეტეს ოლიმპიადა რუსეთში ტარდება“.

ნანა ალექსანდრია:“ვულოცავ ჩვენ ნაკრებს. შესანიშნავი შედეგია. მით უმეტეს, არ გვყავდა დრეზდენის ოლიმპიადის გმირი მაია ჩიბურდანიძე. არც მეგონა თუ ასეთი სინჯის მედალი გვექნებოდა. ვფიქრობდი, რომ მედლებისთვის ბრძოლა შეგვეძლო. ჩემპიონატის წინ ვთქვი, რომ ყველაზე უფრო ნანა ძაგნიძეს გაუჭირდებოდა, რადგან ის პირველ დაფაზე თამაშობდა და გაორმაგებული პასუხისმგებლობა ჰქონდა. ძალიან კარგად ითამაშა ლელა ჯავახიშვილმა და მეორე დაფაზე ოქროს მედალი მოიგო, რაც მშვენიერია. მეორე დაფაზე ოქროს მოგება იოლი ნამდვილად არ არის“.

დავით ნამგალაური:“მოგილოცავთ წარმატებას და ვერცხლის მედლებს. მუდმივი კავშირი გვქონდა ფედერაციასთან და როცა გავიგეთ თქვენი წარმატება ძალიან გაგვიხარდა. იმის გათვალისწინებით, რომ მაია ჩიბურდანიძე არ თამაშობდა მეორე ადგილის მოპოვება მშვენიერი შედეგია. ამასთან, გაგვახარეთ რუსეთთან გამარჯვებითაც და ამითიც ვიმშვიდებთ გულს. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ფედერაციის ხელმძღვანელობას კარგი მუშაობისთვის. უახლოეს მომავალში გაირვევა მოჭადრაკეთა პრემიების საკითხიც. მთავრობაში შეტანილია საკითხი განსახილველად და მალე ყველაფერი გვეცოდინება“.



 

 

 

 

 

 

























ბადრი კეთილაძის ფოტოები

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.