სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ნიკოლოზ რურუა მოჭადრაკეებს სრულ თანადგომას დაპირდა

თარიღი: 2009 ნოემბერი 06





















 
6 ნოემბერს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - ნიკოლოზ რურუა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლების მომპოვებელ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებსა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ - გია გიორგაძეს სამინისტროში შეხვდა. მინისტრმა მოჭადრაკეებს წარმატება მიულოცა და სამომავლოდ სრულ თანადგომას დაპირდა.

მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგა. ნიკოლოზ რურუამ მოჭადრაკეთა მხრიდან იმ ძირითადი საკითხების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, რაც სამომავლოდ ყველაზე მეტად აქტუალური იქნება. გუნდის კაპიტანმა ნინო გურიელმა კიდევ ერთხელ ახსენა 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართება. გურიელის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე მხოლოდ გამარჯვებისათვის უნდა იბრძოლოს და საამისოდ მოჭადრაკეებს მაქსიმალური პირობები უნდა შეექმნათ.

შეხვედრის მიწურულს მინისტრმა ნანა ძაგნიძეს, ლელა ჯავახიშვილს, სოფიკო ხუხაშვილს, ბელა ხოტენაშვილს, ნინო ხურციძეს, ნაკრების კაპიტან - ნინო გურიელსა და გია გიორგაძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და სამომავლო წარმატებები უსურვა.  

ნიკოლოზ რურუა: "საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს მივულოცავ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ვერცხლის მედლებს. ქართულ ჭადრაკი კვლავ ინარჩუნებს იმ მაღალ პოზიციას, რომელიც ჩვენ აქამდეც სტაბილურად გვეკავა, რაც მართლაც რომ სასიამოვნო და მისასალმებელია. მოჭადრაკეებს სამომავლოდ სრულ თანადგომას ვპირდებით.  უახლოეს პერიოდში ჩვენ ჭადრაკის ფედერაციას კვლავ შევხვდებით და კიდევ უფრო დეტალურად გავივლით იმ საკითხებს, რაც მოჭადრაკეებისათის დღეისათვის ყველაზე უფრო აქტუალურია."


იხილეთ სრული ფოტოგალერეა


სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური


სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.