სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდა მოჭადრაკეები მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

თარიღი: 2009 ნოემბერი 09

















 



11 ნოემბრიდან თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტს აიღებს და 23 ნოემბრამდე გასტანს  მსოფლიოს ასაკობრივი (8,10,12,14,16,18 წწ.) ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა  შორის. პირველობა შვეიცარიული სისტემით - 9 ტურად ჩატარდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოდან მონაწილეობას სულ 32 მოჭადრაკე მიიღებს.

მათ შორის არიან მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში - ნაზი პაიკიძე, სოფიკო გურამიშვილი, ქეთი წაწალაშვილი, მერი არაბიძე, მარიამ დანელია დავით ბენიძე. დელეგაციას  დავით გურგენიძე უხელმძღვანელებს, მწვრთნელები კი ლაშა ჯანჯღავა და გიორგი მაჭარაშვილი არიან.

ანტალიაში გამგზავრების წინ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჭადრაკის სასახლეში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენმციაზე ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ   ასაკობრივი ნაკრების წევრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატები უსურვა.











































ბადრი კეთილაძის ფოტოები
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური




სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ნოემბერი 07
ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა!  
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2017 სექტემბერი 27
თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს დინ ლიჟენს.