სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2008 მაისი 27
26 მაისს ვაკეში „ლოკომოტივის“ სტადიონის სათადარიგო მოედანზე საუნივერსიტეტო შვიდკაცა რაგბის გადამწყვეტი მატჩები გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ილია ჭავჭავაძის  უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ. დაძაბულ შეხვედრაში  ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა  ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი იმარჯვეს - 24:21. (ფოტოგალერეა)
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2008 მაისი 20
19 მაისს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში უნივერსიადის ფინალური მატჩი გაიმართა ფრენბურთში. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს “სდასუ” და “თსუ” შეხვდნენ, მატჩი “სდასუს” გამარჯვებით დასრულდა – 3:1. ასე რომ, ფრენბურთში უნივერსიადის გამარჯვებული  საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი გახდა. (ფოტოგალერეა)
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2008 აპრილი 17
16 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა, სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურს, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ ნიკა ამაშუკელს და 20-მდე სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2008 აპრილი 10
რამდენიმე წლიანი  შესვენების შემდეგ განახლებული საქართველოს საუნივერსიტეტო სტუდენტური ლიგის ჩემპიონი ხელბურთში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი - "სტუ" გახდა. ლიგის ფინალში "სტუ"-მ აგრარული უნივერსიტეტის კლუბი "მამული" 41:16 დაამარცხა და ჩემპიონობა ასე მოიპოვა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2008 მარტი 22
22 მარტს  საბილიარდო კლუბ "აკურაში"  დასრულდა საქართველოს პირველი სტუდენტური ჩემპიონატი ბილიარდში. ბიჭებს შორის ჩემპიონი   "სტუ"-ს სტუდენტი რატი წერეთელი გახდა, გოგონებში კი ყველას "თეატრალური ინსტიტუტის" სტუდენტმა თათა დოლიძემ აჯობა.
გვერდი 14 სულ 14