სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 იანვარი 25
25 იანვარს კომპანია "ბილაინმა" და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გააფორმეს.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 დეკემბერი 28
28 დეკემბერს, კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული  კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის გათამაშება დასრულდა, რომლის გენერალური სპონსორი კომპანია „ბილაინი" იყო.  ტურნირის გამარჯვებული სტუ გახდა, ვინც ფინალურ შეხვედრაში თსუ  83:59 მოუგო. მესამე ადგილისთვის მატჩში სამედიცინო უნივერსიტეტმა სეუ 75:71 დაამარცხა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 დეკემბერი 26
კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის გათამაშება, რომლის გენერალური სპონსორია კომპანია „ბილაინი". ტურნირში მონაწილეობდა 10 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი, წრიული სისტემით ჩატარებული მატჩების შემდეგ კი გამოვლინდა 8 საუკეთესო, რომლებმაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალებიდან გააგრძელეს და ფინალისტების ვინაობა გაარკვიეს.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 დეკემბერი 04
4 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარაბზში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტობისთვის კენჭს 2 კანდიდატი - თემურ დოლიძე და ლექსო გუგავა იყრიდნენ. არჩევნების დაწყებამდე თემურ დოლიძემ კანდიდატურა მოხსნა, გუგავას კი დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 სექტემბერი 29
კუს ტბაზე დასრულდა სტუდენტური ტურნირი პლაჟის ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის. ფინალური შეხვედრები 28 სექტემბერს გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 სექტემბერი 28
22 სექტემბერს კუს ტბაზე დაიწყო სტუდენტური ტურნირი პლაჟის ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის. შეჯიბრის ორგანიზატორია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ფრენბურთის ფედერაციასთან ერთად თბილისის მერიის მხარდაჭერით.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 აგვისტო 21
21 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, სადაც ხმის მიცემის მქონე სუბიექტებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს - გურამ კინწურაშვილს, რომელიც საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 ივლისი 23
ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებზე მესამე ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 ივლისი 23
ესპანეთის ქალაქ კორდობაში მიმდინარე ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებზე ჩემპიონობა მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელბურთო გუნდმა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 ივლისი 20
ესპანეთის ქალაქ კორდობაში მიმდინარე ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებზე წარმატებულად გამოდიან ქართული გუნდები.