სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ზამთრის უნივერსიადა 21-22 თებერვალს ბაკურიანში ჩატარდება

თარიღი: 2014 თებერვალი 19



საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კომპანიების "ბილაინისა" (გენერალური სპონსორი) და "კაუკაზუსის" მხარდაჭერით, 21-22 თებერვალს დაბა ბაკურიანში ჩატარდება ზამთრის „უნივერსიადა-2014" საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის.

შეჯიბრის პროგრამაშია: თხილამურები - კროსი (ვაჟები, გოგონები), თხილამურები - თავისუფალი დაშვეა (ვაჟები), სნოუბორდი - კროსი (ვაჟები), სნოუბორდი - თავისუფალი დაშვება (ვაჟები).

აღნიშნული ტურნირისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია 19 თებერვალს 12:00 საათზე  სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლექსო გუგავამ და ასევე სნოუბორდისა და ფრისტაილის ფედერაციების წარმომადგენლებმა გამართეს.

ზამთრის უნივერსიადაში საქართველოს 20 უმაღლესი სასწავლებლის 100-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 სექტემბერი 18
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში მიღება გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 ივლისი 19
ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 4 აგვისტოს დაიწყება, გამარჯვებულები კი 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 29
ბაკურიანში, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით „ზამთრის უნივერსიადა 2016"  ჩატარდა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი ერთმანეთს სკი-კროსში, სნოუბორდ-კროსში და წელს პირველად - პარალელურ გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 19
23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2015 მაისი 29
საქართველოს საუნივერსიტეტო ფუტსალის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული სეუს გუნდი გახდა.