სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფუტსალის სტუდენტური ლიგის გამარჯვებული სტუ გახდა

თარიღი: 2014 მაისი 20



ფუტსალში სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი 19 მაისს გამოვლინდა.

სპორტკომპლექს არენა 2-ში გამართულ ფინალურ შეხვედრაში, ჩემპიონის ტიტულისათვის "თსუ" და "სტუ" იბრძოდნენ, დაძაბული მატჩში გამარჯვება "სტუს" დარჩა, რომელმაც მეტოქე 2:1 დაამარცხა, მე-3 ადგილზე "სეუ" გავიდა.

ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლექსო გუგავამ დააჯილდოეს.

ფუტსალის სტუდენტურ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში 12, ხოლო პირველ ლიგაში 16 გუნდი მონაწილეობდა.

სტუდენტური ჩემპიონატი, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, კომპანია "ბილაინის" ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა.







სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 სექტემბერი 18
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში მიღება გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 ივლისი 19
ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 4 აგვისტოს დაიწყება, გამარჯვებულები კი 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 29
ბაკურიანში, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით „ზამთრის უნივერსიადა 2016"  ჩატარდა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი ერთმანეთს სკი-კროსში, სნოუბორდ-კროსში და წელს პირველად - პარალელურ გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 19
23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2015 მაისი 29
საქართველოს საუნივერსიტეტო ფუტსალის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული სეუს გუნდი გახდა.