სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

14 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო - მკლავჭიდელთა ტრიუმფალური გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე

თარიღი: 2014 სექტემბერი 24



საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები დიდი წარმატებით დაბრუნდნენ ლიტვის დედაქალ ვილნიუსში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან, სადაც 45 ქვეყანა მონაწილეობდა.

ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 26 მედალი მოიპოვეს -  14 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. აქედან დიდებს შორის საქართველოს მონაგარი 5 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა, 21 და 18 წლამდელებმა კი 9 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო აიღეს.

მკლავჭიდელთა წარმატებებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია უფროსებს შორის ლევან საგინაშვილის მიერ მოპოვებული 2 ოქროს მედალი მძიმე წონაში, როგორც მარჯენა, ასევე მარცხენა ხელში, 40 წლის ვეტერანის - გელა არაბულის (60 კგ) ჩემპიონობა და იმედა ჭინჭარაულის (55 კგ) ტრიუმფალური გამოსვლა, რომელიც მარცხენა მკლავით დიდებს შორისაც გახდა ჩემპიონი და 21-წლამდელთა შორისაც.



ქართველ მკლავჭიდელთა მონაგარი მსოფლიო ჩემპიონატზე. ლიტვა, ვილნიუსი, 14-20 სექტემბერი


18-წლამდელები

მარცხენა მკლავი: თორნიკე გიგაური (-70 კგ, ოქრო), ნიკო ბაჯალაძე (+80 კგ, ოქრო);
მარჯვენა მკლავი: ალექსი ზავრაშვილი (-60 კგ, ოქრო), თორნიკე გიგაური (-70 კგ, ბრინჯაო);

21-წლამდელები

მარცხენა მკლავი
: იმედა ჭინჭარაული (-55 კგ, ოქრო), გიორგი ჯაშიაშვილი (-55 კგ, ბრინჯაო), გურამ აბულაშვილი (-65 კგ, ვერცხლი), მერაბ კაკაბაძე (-75 კგ, ოქრო), ვაკო მელაძე (-80 კგ, ოქრო), ელჩინ ბინატოვი (-85 კგ, ბრინჯაო), დათო თენეიშვილი (+90 კგ, ბრინჯაო)
მარჯვენა მკლავი: გიორგი ჯაშიაშვილი (-55 კგ, ოქრო), იმედა ჭინჭარაული (-55 კგ, ვერცხლი), ლევან პოღოსიანი (-60 კგ, ბრინჯაო), გურამ აბულაშვილი (-65 კგ, ოქრო), ზაზა ოქროცვარიძე (-75 კგ, ვერცხლი), ვაკო მელაძე (-80 კგ, ოქრო), ელჩინ ბინატოვი (-85 კგ, ბრინჯაო);

უფროსები

მარცხენა მკლავი:
იმედა ჭინჭარაული (-55 კგ, ოქრო), ვილენ გაბრავა (-60 კგ, ვერცხლი), რაჩო გახარია (-100 კგ, ბრინჯაო), ლევან საგინაშვილი (მძიმე, ოქრო);
მარჯვენა მკლავი: ალექსი ფრეწუაშვილი (-55 კგ, ოქრო), გელა არაბული (-60 კგ, ოქრო), ჯამბულ ვიბლიანი (-65 კგ, ვერცხლი), ლევან საგინაშვილი (მძიმე, ოქრო).

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 სექტემბერი 18
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში მიღება გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 ივლისი 19
ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 4 აგვისტოს დაიწყება, გამარჯვებულები კი 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 29
ბაკურიანში, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით „ზამთრის უნივერსიადა 2016"  ჩატარდა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი ერთმანეთს სკი-კროსში, სნოუბორდ-კროსში და წელს პირველად - პარალელურ გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 19
23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2015 მაისი 29
საქართველოს საუნივერსიტეტო ფუტსალის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული სეუს გუნდი გახდა.