სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფუტსალის სტუდენტური ლიგის ფინალში ილიას უნივერსიტეტი და სეუ ითამაშებენ

თარიღი: 2015 მაისი 28



29 მაისს 15:00 საათზე სპორტკომპლექს არენა2-ში ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო უმაღლესი ლიგის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართება.

საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონის ტიტულისათვის ილიას უნივერსიტეტის და სეუს გუნდები იბრძოლებენ.

ფინალური მატჩის წინ, 28 მაისს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლექსო გუგავამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ილიას უნივერსიტეტისა და სეუს გუნდების მთავარ მწვრთნელებთან - ელიას ანდრესთან და ამირან ცხომარიასთან, ასევე ფეხბურთელებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

მხარეებმა საკუთარი შანსები 50/50-ზე შეაფსეს და გულშემატკივარს აქტიური ქომაგობისაკენ მოუწოდეს. საუნივერსიტეტო ჩემპიონატი 19 მარტიდან მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 12 გუნდი იღებდა.



უმაღლესი ლიგის ნახევარფინალის შედეგები

ს.ტ.უ. - ილიას უნივერსიტეტი 2:3
ს.ე.უ. - თ.ს.უ. 1:0

29 მაისი, სპორტკომპლექსი არენა 2

13:00 პლეი-აუტი თავისუფალი უნ. - სამედიცინო უნ.

14:00: მატჩი III ადგილისათვის  ს.ტ.უ. - თ.ს.უ.

15:00 ფინალი ილიას უნივერსიტეტი - ს.ე.უ.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 ივლისი 19
ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 4 აგვისტოს დაიწყება, გამარჯვებულები კი 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 29
ბაკურიანში, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით „ზამთრის უნივერსიადა 2016"  ჩატარდა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი ერთმანეთს სკი-კროსში, სნოუბორდ-კროსში და წელს პირველად - პარალელურ გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 19
23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2015 მაისი 29
საქართველოს საუნივერსიტეტო ფუტსალის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული სეუს გუნდი გახდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2014 სექტემბერი 25
საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები დიდი წარმატებით დაბრუნდნენ ლიტვის დედაქალ ვილნიუსში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან, სადაც 45 ქვეყანა მონაწილეობდა.