სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფუტსალის სტუდენტური ლიგის გამარჯვებული სეუს გუნდი გახდა

თარიღი: 2015 მაისი 29



საქართველოს საუნივერსიტეტო ფუტსალის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული სეუს გუნდი გახდა.

29 მაისს სპორტკომპლექს არენა2-ში გამართული ფინალურ შეხვედრა სეუსა და ილიას უნივერსიტეტის გუნდებს შორის ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სეუმ 3:1 გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (იხილეთ ფოტოგალერეა).

მესამე საპრიზო ადგილი თსუ-მ მოიპოვა, რომელმაც სტუ 4:1 დაამარცხა. გამარჯვებული და ჩემპიონი გუნდები თასებით, მედლებითა და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფინალურ შეხვედრას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები - აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე დაესწრნენ, ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ლექსო გუგავამ და ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემ დააჯილდოეს.

ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო უმაღლესი ლიგის გათამაშება, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით და კომპანია "მაგთიკომის" ხელშეწყობით ჩატარდა, "სპორტკომპლექს" არენა2-ში 19 მარტიდან მიმდინარეობდა, მონაწილეობას კი სულ 12 გუნდი იღებდა.

ჩემპიონატის ბომბარდირი 15 გატანილი გოლით გიორგი კვანტალიანი (ილიას უნივერსიტეტი) გახდა, საუკეთესო მოთამაშედ კი გია ნიკვაშვილი (სეუ) დასახელდა.

29 მაისი

მატჩი III ადგილისათვის 


ს.ტ.უ. - თ.ს.უ. 1:4

ფინალი

ილიას უნივერსიტეტი - ს.ე.უ. 2:2 (პენალტების სერია 1:3)



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 სექტემბერი 18
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში მიღება გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 ივლისი 19
ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 4 აგვისტოს დაიწყება, გამარჯვებულები კი 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 29
ბაკურიანში, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით „ზამთრის უნივერსიადა 2016"  ჩატარდა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი ერთმანეთს სკი-კროსში, სნოუბორდ-კროსში და წელს პირველად - პარალელურ გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 19
23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2015 მაისი 28
29 მაისს 15:00 საათზე სპორტკომპლექს არენა2-ში ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო უმაღლესი ლიგის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართება.