სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სპორტის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

თარიღი: 2017 სექტემბერი 18





საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში მიღება გაიმართა.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი გურამ ძაგანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მიესალმნენ.

2017-2018 წლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო ჯამში ხუთასამდე სტუდენტი მიიღებს განათლებას, მათ შორის 160 პირველკურსელია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ საზეიმო მიღებისას განაცხადა: „მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო, პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, პირველკურსელებს კი გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის კარის შეღებას! ეს უნივერსიტეტი სამართლიანად ამაყობს სახელოვანი ისტორიით: სასწავლებელი არაერთმა საქვეყნოდ ცნობილმა სპორტსმენმა დაამთავრა, მათ შორის სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვიქტორ სანეევმა და ორგზის ოლიმპიურმა ოქროსმედალოსანმა ლევან თედიაშვილმა, ოლიმპიური თამაშების ოცამდე გამარჯვებულმა... ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მინდა თქვენც წარმატებები და საუკეთესო წლების გატარება გისურვოთ! სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს უნივერსიტეტის წინსვლისთვის, თუმცა აქაურობის წარმატების საუკეთესო საზომი მაინც განათლებული და წარმატებული სტუდენტები არიან. გისურვებთ თქვენი ცოდნით შორს გაგეტანოთ ჩვენი ქვეყნის სახელი და გესახელებინოთ თქვენი სასწავლებელი"!

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ძაგანიამ აღნიშნა, რომ გაისად, როცა სასწავლებლის 80 წლის იუბილე აღინიშნება, დიდი მიღება მოეწყობა, სადაც სასწავლებლის ისტორია შეჯამდება. ითქვა ისიც, რომ სასწავლებლის მესვეურები უცხოეთის სპორტული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების მოწვევასაც აპირებენ.

საზეიმო მიღების დასასრულს შალვა გოგოლაძემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უმაღლესი წოდებით, სპორტის რაინდის ტიტულითა და მედლით დააჯილდოვა უნივერსიტეტის უხუცესი კურსდამთავრებული, ამავე სასწავლებლის მასწავლებელი განვლილი 70 წლის განმავლობაში, 93 წლის ოთარ ვახანია.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 ივლისი 19
ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 4 აგვისტოს დაიწყება, გამარჯვებულები კი 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 29
ბაკურიანში, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით „ზამთრის უნივერსიადა 2016"  ჩატარდა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი ერთმანეთს სკი-კროსში, სნოუბორდ-კროსში და წელს პირველად - პარალელურ გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 19
23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2015 მაისი 29
საქართველოს საუნივერსიტეტო ფუტსალის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული სეუს გუნდი გახდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2015 მაისი 28
29 მაისს 15:00 საათზე სპორტკომპლექს არენა2-ში ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო უმაღლესი ლიგის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართება.