საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს სტუდენტურმა ნაკრებმა ფუტსალში ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე ევროპის ფუტსალის სტუდენტური ჩემპიონატი ინგლისის "ბათის" უნივერსიტეტის გუნდის 4:1 დამარცხებით გახსნა.
18 ივლისს გამართულ ჯგუფური ეტაპის სადებიუტო მატჩში ქართველმა სტუდენტებმა მეტოქეს დამაჯერებლად სძლიეს. ინგლისელთა კარის აღება კახაბერ გოგოხიამ, ლაშა სიგუნავამ, კახაბერ მაისაიამ და გიორგი ტიკურიშვილმა შეძლეს.
ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო შეხვედრას საქართველოს სტუდენტური ნაკრები 19 ივლისს ესპანეთის "მალაგას" საუნივერსიტეტო გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
ევროპის სტუდენტურ ჩემპიონატზე ტამპერეში კაცთა 24 და გოგონათა 12 გუნდი იღებს მონაწილეობას. შეხვედრებს ტამპერეს საგამოფენო და სპორტული კომპლექსი მასპინძლობს.
ჩემპიონატის ფორმატის თანახმად, ჯგუფების (8 სამგუნდიანი ჯგუფი) გამარჯვებულები პირდაპირ გადიან მერვედფინალში, პლეი-ოფის დანარჩენი 8 ადგილისათვის კი ჯგუფების მე-2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები იბრძოლებენ. მერვედფინალიდან ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება.
საქართველოს 19-კაციანი დელეგაცია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის - ნიკოლოზ ამაშუკელის ხელმძღვანელობით ტამპერეში 16 ივლისს ჩაფრინდა, გუნდს ტამპერეში ასევე ახლავს მსაჯი - შოთა ქუხილავა. ევროპის სტუდენტური ჩემპიონატი ტამპერეში ოფიციალურად 17 ივლისს საგანგებო გახსნის ცერემონიალით გაიხსნა, საქართველოს სტუდენტური ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს.
ევროპის მე-8 სტუდენტური ჩემპიონატი ფუტსალში
ტამპერე, ფინეთი, 17-25 ივლისი
18 ივლისი
საქართველო - ბათი (ინგლისი) 4:1
გოლები: კახაბერ გოგოხია, ლაშა სიგუნავა, კახაბერ მაისაია, გიორგი ტიკურიშვილი)
19 ივლისი
საქართველო - მალაგა (ესპანეთი)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მოედნის მოთამაშეები: კახაბერ გოგოხია, შოთა თოფურია, ბესიკ ოსეფაშვილი, გიორგი ტიკურიშვილი, ლაშა სიგუნავა, კახაბერ მაისაია, ლევან ჩიხრაძე, გივი ბაშელეიშვილი, მურთაზ კაკაბაძე, შოთა ჭანუყვაძე (კაპ).
მეკარეები: ემზარ გოგიშვილი, დავით კეპაშვილი
მთ. მწვრთნელი: ნიკოლოზ ჩალაძე
ექიმი: არსენ კვანტალიანი
ტექნიკური დირექტორი - თემურ დოლიძე
დელეგაციის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ამაშუკელი
იხილეთ ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი - http://www.eucfutsal2011.com/index.php
ავტორის ფოტოები
გიორგი ჭანიშვილი ტამპერედან