სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ ტელეფონი: 2 23 02 03

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ლადო ვარძელაშვილი ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტს - ალბერტო გალტიერის შეხვდა

თარიღი: 2011 ნოემბერი 03



3 ნოემბერს, საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტი - ალბერტო გალტიერი და ასოციაციის გენერალური მდივანი - მატიას პეკოვნიკი ეწვივნენ. სტუმრები, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ - ნიკოლოზ ამაშუკელთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს - გია ნაცვლიშვილს შეხვდნენ, ამის შემდეგ აუდიენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრ - ვლადიმერ ვარძელაშვილთან გამართეს.

მოგვიანებით კი, ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელები საქართველოს პარლამენტში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს - გიორგი ასანიძეს შეხვდნენ. ასანიძესთან სტუმრობამდე კი ალბერტო გალტიერი და მატიას პეკოვნიკმა ყოფილი არმიის სპორტული კლუბი მოინახულეს, სადაც თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისათვის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. უცხოელ სტუმრებს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია მასპინძლობს.

ლადო ვარძელაშვილი:" მადლობა სტუმრებს ჩამობრძანებისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი ვიზიტია. ჩვენს ქვეყანაში სპორტს დიდი ყურადღება ეთმობა, მუდმივად ტარდება სტუდენტური უნივერსიადები და მონაწილეთა რიცხვიც საგრძნობლად გაზრდილია. ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო თემაზე, მათშორის განვიხილეთ საქართველოში რომელიმე საერთაშორისო ტურნირის ჩატარების საკითხი.

2015 წლის ევროპის ოლიმპიურ თამაშებამდე ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაცია 16 საერთაშორისო ტურნირს ჩაატარებს და ერთ-ერთ შეჯიბრებას შეიძლება თბილისმა უმასპინძლოს, რაც ყველა თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საქართველოში ათასობით სტუდენტი და გულშემატკივარი ჩამოვა".

ნიკა ამაშუკელი:" ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტი - ალბერტო გალტიერი და ასოციაციის გენერალური მდივანი - მატიას პეკოვნიკი ჩამოვიდნენ და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს.

ყოველწლიურად ვატარებთ სტუდენტურ უნივერსიადებს, რომელშიც ათასობით სტუდენტი მონაწილეობს. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია რომ საქართველოში რომელიმე სპორტის სახეობაში ევროპის უნივერსიადა ჩატარდეს, საკითხი ჯერ განხილვის სტადიაშია და იმედი მაქვს, რომ  დადებითად გადაწყდება".

ალბერტო გალტიერი:" დიდი მადლობა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გვქონდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან. ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. საქართველოში საუნივესიტეტო სპორტში სულ უფრო ბევრი სტუდენტი ერთვება, რაც მისასალმებელია. ახლა განვიხილავთ თბილისში რომელიმე საერთაშორისო ტურნირის ჩატარების საკითხს და ვნახოთ რა გამოვა".

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური
 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 აპრილი 22
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კომპანია "ბილაინის" ორგანიზებით მიმდინარე ფუტსალის სტუდენტურ ლიგა თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 აპრილი 17
23 თებერვლიდან მიმდინარეობს საქართველოს სტუდენტური ლიგა ფუტსალში, რომელშიც 30 უამღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობს. 
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 თებერვალი 07
2 თებერვალს ბაკურიანში,  სტუდენტური სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის I ეტაპი გაიმართა . ტურნირი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 იანვარი 25
25 იანვარს კომპანია "ბილაინმა" და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გააფორმეს.