სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ ტელეფონი: 2 23 02 03

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ხელბურთელები ფინალში, ფუტზალელები ნახევარფინალში

თარიღი: 2012 ივლისი 20



ესპანეთის ქალაქ კორდობაში მიმდინარე ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებზე წარმატებულად გამოდიან ქართული გუნდები. ტურნირზე, რომელიც განსაკუთრებულად მასშტაბური გამოდგა, საქართველოს ხელბურთში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი, ფუტზალში კი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები წარმოადგენენ.

ხელბურთელებმა ქვეჯგუფში ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვეს და ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება ვადაზე ადრე გაინაღდეს. მე-4 გადამწყვეტ ტურში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელებმა პრინციპულ შეხვედრაში ესპანური "მალაგა" 39:36 დაამარცხეს, 20 ივლისს ქართველი ხელბურთელები ჯგუფის აუტსაიდერ - ჰოლანდიის "ნაიმეგენს" ხვდებიან, რომლებმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგეს.

ტურირის ფინალში, რომელიც ხვალ, 21 ივლისს გაიმართება ქართველ ხელბურთელთა გუნდის მეტოქე A ჯგუფის გამარჯვებული ესპანური ან ხორვატული გუნდი იქნება.

წარმატებულად თამაშობენ ქართველი ფუტსალელებიც. ქვეჯგუფში მასპინძელი "კორდობას" 6:5 დამარცხების შემდეგ, მართალია თსუ-ს გუნდმა ფინურ "იავასკილას" უნივერსიტეტთან 0:1 დათმო. მაგრამე მე-3 ტურში ქართველმა ფუტსალელებმა ლიტვის უნივერსიტეტი 12:2 გაანადგურეს და მეოთხედფინალში ბურთების უკეთესი შეფარდებით, ქვეჯგუფში მე-2 ადგილიდან გავიდნენ.

ტურნირის მეოთხედფინალში ქართველებმა ასევე იოლად - 10:3 სძლიეს პოლონურ ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის გუნდს, 20 ივლისს გასამართ ნახევარფინალში კი სტუდენთა მეტოქე რუსეთის, ციმბირის უნივერსიტეტის გუნდი იქნება.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 აპრილი 22
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კომპანია "ბილაინის" ორგანიზებით მიმდინარე ფუტსალის სტუდენტურ ლიგა თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 აპრილი 17
23 თებერვლიდან მიმდინარეობს საქართველოს სტუდენტური ლიგა ფუტსალში, რომელშიც 30 უამღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობს. 
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 თებერვალი 07
2 თებერვალს ბაკურიანში,  სტუდენტური სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის I ეტაპი გაიმართა . ტურნირი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 იანვარი 25
25 იანვარს კომპანია "ბილაინმა" და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გააფორმეს.