სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თსუ-ს მესამე ადგილი ფუტსალში

თარიღი: 2012 ივლისი 23

ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებზე მესამე ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა.

ქართველებმა საწყის ეტაპზე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც 10:3 აჯობეს პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტს.

ნახევარფინალში თსუ-ს ფუტსალელები დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ რუსეთის ციმბირის უნივერსიტეტის გუნდთან, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 7:5 აჯობეს მასპირძელი კორდობას უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე 6:5 დაემარცხებინათ.

ტურნირის ფინალში ციმბირის უნივერსიტეტმა 3:1 მოუგო პორტუგალიის მინიოს უნივერსიტეტს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 ივნისი 18
18 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 7-კაცა რაგბში ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებული სეუ-ს უნივერსიტეტის გუნდი სტუმრობდა. მორაგბეებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ლექსო გუგავამ უმასპინძლეს. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მორაგბეთა 7-კაცა გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის  გამარჯვებული გახდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 ივნისი 17
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მორაგბეთა 7-კაცა გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 ივნისი 17
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მორაგბეთა 7-კაცა გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2013 აპრილი 22
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კომპანია "ბილაინის" ორგანიზებით მიმდინარე ფუტსალის სტუდენტურ ლიგა თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა.