სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტად ლექსო გუგავა აირჩიეს

თარიღი: 2012 დეკემბერი 04



4 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარაბზში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტობისთვის კენჭს 2 კანდიდატი - თემურ დოლიძე და ლექსო გუგავა იყრიდნენ.

არჩევნების დაწყებამდე თემურ დოლიძემ კანდიდატურა მოხსნა, გუგავას კი დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ვიცე-პრეზიდენტებად დამტკიცდნენ - შოთა ბაქრაძე და ზურაბ ხეცაძე, გენერალურ მდივნად კი ნიკა მიქაუტაძე.

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას 2007-2012 წლებში ნიკოლოზ ამაშუკელი ხელმძღვანელობდა, 2012 წლის 21 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად - გურამ კინწურაშვილი აირჩიეს, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.


ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 სექტემბერი 18
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში მიღება გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2017 ივლისი 19
ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 4 აგვისტოს დაიწყება, გამარჯვებულები კი 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 29
ბაკურიანში, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით „ზამთრის უნივერსიადა 2016"  ჩატარდა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი ერთმანეთს სკი-კროსში, სნოუბორდ-კროსში და წელს პირველად - პარალელურ გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2016 თებერვალი 19
23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘'ზამთრის უნივერსიადა 2016''.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2015 მაისი 29
საქართველოს საუნივერსიტეტო ფუტსალის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული სეუს გუნდი გახდა.