სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2008 აპრილი 28
პროფესიონალმა მოკრივემ, მძიმეწონოსანმა მამუკა ჯიქურაშვილმა თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში სარეიტინგო ბრძოლა გამართა. აქამდე დაუმარცხებელი ჯიქურაშვილი კუბელმა სამგზის მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ოდლანიერ სოლისმა წააქცია.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2008 აპრილი 24
24 აპრილს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ფედერაციის ინიციატივით ანტინარკოტიკული აქცია – “იცხოვრე ჯანსაღად” ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში მოეწყო.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2008 აპრილი 24
გამოქვეყნდა სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი, რომელსაც იაპონელები ბანძუკეს უწოდებენ. მაისის სუპერტურნირიდან სუმოს ელიტურ დივიზიონ მაკუუჩიში ისტორიაში პირველად ორი ქართველი ფალავანი იჭიდავებს - ლევან ცაგურია (კოკაი) და ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი).
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2008 აპრილი 23
28 აპრილიდან 2 მაისამდე თბილისი სამბისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. "სპორტის სასახლის" ხალიჩაზე მინიმუმ 23 ქვეყნის გუნდი გავა. მომავალი შეჯიბრის საორგანიზაციო საკითხებისა და შეგირდების მზადყოფნის შესახებ სასაუბროდ საქართველოს სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს ოლეგ იაძეს მივმართეთ.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2008 აპრილი 06
შაბათს, 5 აპრილს კუს ტბაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ფედერაციასთან ერთად სპორტულ აქცია გამართა ნარკომანიის წინააღმდეგ დევიზით - იცხოვრე ჯანსაღად და დავეხმაროთ ერთმანეთს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2008 აპრილი 04
შაბათს, 5 აპრილს კუს ტბაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ფედერაციასთან ერთად სპორტულ აქციას ატარებს ნარკომანიის წინააღმდეგ დევიზით - იცხოვრე ჯანსაღად და დავეხმაროთ ერთმანეთს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2008 აპრილი 02
30 მარტს გუდაურში ფესტივალ “ნიამორის” ეგიდით, რიგით მესამე ტურნირი გაიმართა ჟურნალისტებს შორის სამთო-სათხილამური სპორტში. ფესტივალის ამ ტრადიციულ შეჯიბრზე 45-მა მონაწილემ მოიყარა თავი მას-მედიის სხვადასხვა გუნდებიდან.  გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი “რუსთავი2”-მა მოიპოვა და სპორტის დეპარტამენტის მიერ დაწესებული გარდამავალი თასიც მათ მფლობელობაში მოექცა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2008 მარტი 29
30 მარტს, 12 საათზე გუდაურში დაიწყება ფესტივალ "ნიამორის” რიგით მესმე ტურნირი ჟურნალისტებს შორის სამთო-სათხილამური სპორტში. ეს არის ფესტივალის ტრადიციული შეჯიბრება, რომელიც საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობების, სათხილამურო სპორტისა და ფესტივალის პოპულარიზაციას ემსახურება. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2008 მარტი 24
26 წლის ქართველი გოლიათი ლევან ცაგურია, რომელსაც სპორტული სამყარო კოკაის სახელით იცნობს, ძალიან ახლოს იყოს იმპერატორის თასის მოგებასთან. კოკაიმ ოსაკას ბაშო მისთვის რეკორდული, 12-3 (12 მოგება, 3 მარცხი) ბალანსით დაასრულა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2008 მარტი 22
კარიერაში მეოთხედ ქართველმა გოლიათმა ლევან ცაგურიამ (კოკაიმ) ბაშოზე მეათე გამარჯვების მოპოვება შეძლო, თუმცა ამჯერად მას რეკორდის გაუმჯობესებაც შეუძლია და სუმოს ისტორიაში უპრეცენდენტო ფაქტის მოხდენაც - ოსაკას ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე მას იმპერატორის თასის მოპოვების შანსი აქვს.