სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თბილისს Eko-ს სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ გონჩარენკო სტუმრობს

თარიღი: 2016 მაისი 05

13-14 მაისს თბილისის ახალი სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპირველობა საუკეთესოებს უფროსებში და ახალგაზრდებში გამოავლენს. თბილისურ ევროპის ჩემპიონატზე 20-ზე მეტი ქვეყნის 327 სპორტსმენი გამოვა. ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად, საქართველოს დედაქალაქს ევროპის კარატეს ორგანიზაციის ( Eko) სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ გონჩარენკო სტუმრობს, რომელიც ამავდროულად უკრაინის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტია და ევროპის ჩემპიონატის მთავარი მსაჯი იქნება.

გონჩარენკოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე მასპინძლობს, რომელიც ევროპირველობის სპორტული დირექტორია. სტუმარმა ინსპექტირების მიზნით დაათვალიერა სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი", სადაც დელეგაციის და სპორტსმენების ნაწილი იცხოვრებს და ოფიციალურ ნაწილსაც გაუმასპინძლდება - კენჭისყრას, აწონვას, აკრედიტაციების გაცემას, სემინარებს.

გონჩარენკომ ასევე დაათვალიერა ახალი სპორტის სასახლე და ჩემპიონ-პრიზიორებისთვის განკუთვნილი თასები, მედლები და სპეციალური პრიზები. სტუმარი ნანახით კმაყოფილი დარჩა და ქართულ მხარეს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. 17:00 საათზე ალექსანდრ გონჩარენო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეწვევა და მინისტრის მოადგილეს შალვა გოგლაძეს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული გეგმით ემზადება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დასკვნით შეკრებაზე გადავა. მსგავსი მაღალი დონის ტურნირი საქართველოში არ ჩატარებულა, შესაბამისად ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტიც და საქართველოს ნაკრებიც ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადება, რათა შეჯიბრებამ უმაღლეს დონეზე ჩაიაროს, ჩვენმა კარატისტებმა კი თბილისში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ.

შეგახსენებთ, შარშან ვარშავაში გამართულ ევროპის პირველობაზე ისტორიული ფაქტი მოხდა, 70 კილოში ქართული ფინალი შედგა - გამოცდილმა ლაშა ხაჭაპურიძემ, ახალგაზრდა ანდრეი ზინჩენკოს მოუგო. ხაჭაპურიძე და ზინჩენკო წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მოგების უმთავრესი ფავორიტები არიან.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 29
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 24
2018 წლის 21 იანვარს 14.00 საათზე, ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის საერთო კრება/ყრილობა. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 14
6-12 ნოემბერს ემეიშანში (ჩინეთი) ჩატარდა მსოფლიოს მე-7 კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი, სადაც 57 ქვეყნის 927 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 09
ჩინეთის ქალაქ ემეიშანში დაწყებული კუნგ-ფუს (ტრადიციული უშუ) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო!
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 25
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ჰიმალაიდან დაბრუნებულ მთამსვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლა.