სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თბილისი სპორტულ ნარდში მსოფლიო თასს და მედია-ტურნირს უმასპინძლებს

თარიღი: 2017 აპრილი 19



10 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები გაიმართება სპორტულ ნარდში. 10-14 მაისს სასტუმროში „თბილისი მარიოტი" მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდება სპორტულ ნარდში, 15-19 მაისს კი სასტუმრო  „წყალტუბო პლაზა"  საერთაშორისო  მედია-ტურნირს უმასპინძლებს.

ტურნირებს ორგანიზებას უწევს საქართველოს ნარდის კლუბი, ნარდის მსოფლიო ფედერაციასა და  საქართველოს ეროვნულ ფედერაციასთან ერთად. მსოფლიო თასის გათამაშების გენერალური სპონსორია კომპანია „აჭარაბეთი".

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია მედია-ტურნირის გამართვას ორგანიზებას უწევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც მონაწილეთა მგზავრობის, სასტუმროში განთავსების საკითხებსა  და ასევე კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობას უზრუნველყოფს, ტურნირების მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

მოახლოებულ ტურნირებთან დაკავშირებით, 19 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ტურნირის ორგანიზატორი გოდერძი ბუკია და ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი კახაბერ ნაჭყებია შეხვდნენ.

მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ქვეყნის  200-ზე მეტი წარმომადგენელი, ხოლო მედია-ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 40-მდე ჟურნალისტი. ორივე ტურნირზე ასპარეზობები გაიმართება ორ კატეგორიად - პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის.

მსოფლიო თასის გათამაშებაზე  გათვალისწინებულია  ასევე სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებთა შეჯიბრებები. ტურნირებზე დაწესებულია როგორც საპრიზო ფონდი, ასევე წამახალისებელი ჯილდოები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სპორტული ნარდის განვითარება და პოპულარიზაცია ჯერ კიდევ 2007 წელს,  ქართველმა ბიზნესმენმა და მეცენატმა გოდერძი ბუკიამ დაიწყო.

10 წლის მანძილზე შეძენილი  გამოცდილების, დიდი ძალისხმევისა  და ნარდის მოყვარულთა წრეებში მოპოვებული ავტორიტეტის შედეგად, დღეს საქართველო სამი მნიშვნელოვანი ტურნირის ორგანიზატორია. ესენია - გოგი ბუკიას  ღია მემორიალი,  საერთაშორისო მედიატურნირი  და მსოფლიო თასის გათამაშება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და  რეიტინგული ტურნირია მსოფლიოში,  მონტეკარლოს მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად.

აღნიშნული ღონისძიებები სპორტული ნარდის განვითარებასთან ერთად იმთავითვე ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, მისი კულტურის, ფოლკლორის, ტრადიციების გაცნობას, რაც წარმატებით ხორციელდება საინტერესოდ შედგენილი პროგრამების წყალობით.

ასევე გამოსარჩევია, რომ გასულ წელს მსოფლიოს რამდენიმე პოპულარულ ჟურნალ-გაზეთსა და ტელევიზიაში  15-ზე მეტი სტატია და გადაცემა მომზადდა საქართველოს შესახებ.

შალვა გოგოლაძე: „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა მოხარულია, რომ უკვე მეორედ საქართველოში ტარდება მსოფლიო თასის გათამაშება სპორტულ ნარდში. სასიხარულოა, რომ გასულ წელს მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირის შემდეგ, უკვე მეორედ მოგვეცა მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლება, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სანაკრებო დონეზე. ნარდის ფედერაციას ჩვენი მხრიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, სპორტსმენებს კი წარმატებას ვუსურვებ."

გიორგი ჩოგოვაძე:
"საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორე წელია გახლავთ თანაორგანიზატორი სპორტულ ნარდში საერთაშორისო მედია-ტურნირისა, რომელიც მაისის თვეში საქართველოში ჩატარდება. მედია-ტურნირი ისეთი ცნობილი გამოცემების ჟურნალისტებით იქნება დაკომპლექტებული, როგორებიც არიან - „გარდიანი", „ლოს ანჯელეს თაიმსი", „ნიუ იორკ დეილი" და ასე შემდეგ. აღნიშნული მედია-ტურნირი წყალტუბოში ჩატარდება და ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დაათვალიერონ. საერთო ჯამში, მედია-ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 40-მდე ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას."

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 26
იტალიის მონცას ლეგენდარულ ავტოდრომზე იასპარეზა და ჩემპიონი გახდა ქართული დროშის ქვეშ მოასპარეზე "არტლაინი", რომელმაც ლამბორგინის ევროპის სუპერტროფეოს პირველობა მოიპოვა, გუნდებს შორის და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.   
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 24
საქართველოს ნაკრების წევრი კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილი (61 კგ) WKN-ის ვერსიით ფულკონტაქტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა 12-რაუნდიან ფინალურ ბრძოლაში ფრანგი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ჯონათან პასტორინი დაამარცხა.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 24
22-23 აპრილს დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში გაიმართა სუმოს ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენმა.   
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 12
8-9 აპრილს, დანიის ქალაქ როსკილდში, კონტაქტურ კარატეში, ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.   
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 აპრილი 03
TCR International Series-ის 2017 წლის ჩემპიონატი 2 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიხსნა.