სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თბილისი უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

თარიღი: 2017 მაისი 15



თბილისის ოლიმპიური სასახლე 14-20 მაისს უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება.

ევროპის ჩემპიონატში 28 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია 16 მაისს, 19:00 საათზეა დაგეგმილი. 14-15 მაისს ტურნირი სახეობა ვინჩუნჩში ჩატარდა, 17-დან 20 მაისის ჩათვლით კი სპორტსმენები ტრადიციულ უშუში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

შეჯიბრების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ჩემპიონატი ტარდება საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.



ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად, საქართველოში იმყოფებიან ევროპის უშუ-კუნფუს ფედერაციის პრეზიდენტი - რაიმონდ უილიამ სმიტი და საერთაშორისო უშუს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - გლებ მუზრუკოვი.

ევროპის და საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნებს, 15 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა, სადაც ტურნირის ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, ასევე უშუს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე, თბილისის მერიის განათლებისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძე და საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი ესწრებოდნენ.

"პროექტ "check in Georgia"-ს ფარგლებში კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს ვმასპინძლობთ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი უშუში საქართველოში პირველად ტარდება. ეს, რა თქმა უნდა დიდი საჩუქარია საქართველოს უშუს ფედერაციის და ჩვენი სპორტსმენებისთვის, ასევე უშუს მოყვარულებისთვის.

უამრავ ადამიანს მიეცემა საშუალება მობრძანდნენ ოლიმპიურ სასახლეში და უშუს ჩემპიონატს დაესწრონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შანსს ყველა გულშემატკივარი გამოიყენებს. მსურს ჩვენს სპორტსმენებს წარმატება ვუსურვო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს უშუს საერთაშორისო ოჯახში, როგორც ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზების, ასევე  საუკეთესოი შედეგების თვალსაზრისით." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მნიშვნელოვანია , რომ ჩემპიონატი ხორციელდება პროექტის - „Check in Georgia" ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობასთან დაკავშირებით ჩინეთის საელჩომ უშუს ეროვნულ ფედერაციას ორი ძვირადღირებული საშეჯიბრო ხალიჩა გადასცა.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 27
23 ივნისს, პოლონეთის ქალაქმა კროტოსუნმა უმასპინძლა ევროპის თასის გათამაშებას სუმოისტთა შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს უფროსი ასაკის სუმოისტებმა. საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში 4 სპორტსმენით იასპარეზა და 2 მედალი მოიპოვა. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 27
29 ივნისს, საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაემგზავრება, სადაც 1-2 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრება ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და სპორტის ამ სახეობაში, ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება.   
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 16
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უშუს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრები დღეს ქართული სპორტის მუზეუმში მიიღო.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 09
10 ივნისს მერანის სტადიონზე (გაბრიელ სალოსის 161) ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 25
პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გამართულ შშმპ მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებმა 27 მედალი - 16 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვეს.