სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

უშუს ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

თარიღი: 2017 მაისი 17



თბილისის ოლიმპიური სასახლე 14-20 მაისს უშუს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება.

ევროპის ჩემპიონატში 28 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია 16 მაისს გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. 14-15 მაისს ტურნირი სახეობა ვინჩუნჩში ჩატარდა, 17-დან 20 მაისის ჩათვლით კი სპორტსმენები ტრადიციულ უშუში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

შეჯიბრების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ჩემპიონატი ტარდება საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.

მნიშვნელოვანია , რომ ჩემპიონატი ხორციელდება პროექტის - „Check in Georgia" ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობასთან დაკავშირებით ჩინეთის საელჩომ უშუს ეროვნულ ფედერაციას ორი ძვირადღირებული საშეჯიბრო ხალიჩა გადასცა.



იხილეთ ევროპის ჩემპიონატის პროგრამა


14 მაისი -09:00 სთ. დიდი დარბაზი -ვინჩუნის საჩვენებელი სტილებში შეჯიბრი.
14 მაისი -09:00 სთ. პატარა დარბაზი -ვინჩუნის კონტაქტური შეჯიბრი.
15 მაისი -09:00 სთ. დიდი დარბაზი -ვინჩუნის სტილის საჩვენებელი იარაღიან სტილებში
15 მაისი -09:00 სთ. პატარა დარბაზი -ტუიშოუს სტილის კონტაქტური ორთაბრძოლები
16 მაისი- 09:00 -12:00 სთ. სააქტო დარბაზი - 09:00 კონგრესი.
16 მაისი-19:00 სთ. დიდი დარბაზი. ოფიციალური გახსნა.
17,18,19,20 -09:00 სთ. მაისი დიდი დარბაზი. შეჯიბრი ტრადიციულ იარაღიან და უიარაღო უშუ კუნგფუს სტილებში.
17,18,19,20-09:00 სთ. მაისი პატარა დარბაზი. შეჯიბრი კონტაქტური ორთაბრძოლა უშუ ცინდაში.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 20
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დღეს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრები და ხელმძღვანელები ესტუმრნენ. მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან სტუმრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები შეაჯამეს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 19
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებით  დასრულდა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 18
16 სექტემბერს, სტეფანწმიდაში მესამედ გაიმართა RED BULL GERGETIT, ექსტრემალური ესტაფეტური შეჯიბრი. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 11-მა გუნდმა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 16
„საქართველო-კანადისა და ასევე საქართველო-ამერიკის მეგობართა კლუბის", საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, 16 სექტემბერს, ყაზბეგის რაიონის ალპურ ზონაში მდებარე მყინვარზე "მყინვარწვერი" 11-კაციანი ექსპედიცია გაემზავრა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 15
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკლავჭიდელთა შორის, საქართველოს შშმპ ნაკრების წევრებმა სხვადასხვა მიმართულებების ჯამში 24 მედალი - 15 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო და გუნდური მე-2 ადგილი მოიპოვეს.