სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბორჯომში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

თარიღი: 2017 მაისი 24


23 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მდინარე მტკვარზე მოეწყო ჯომარდობის ევროპის  ჩემპიონატის წინა საჩვენებელი დაშვება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ევროპირველობა ჩითახევში 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სპეციალურად ჩემპიონატისთვის ჩითახევში შეიქმნა ინფრასტრუქტურა: დამონტაჟდა საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, რომელიც ცენტრალურ მაგისტარლს დააკავშირებს ჯომარდობის ბანაკთან, მდინარის გასწვრივ აშენდა გაბიონები წყლისგან დასაცავად, მოეწყო საკემპინგე სივრცე სველი წერტილებით, მაყურებელთა ტრიბუნები და ღია კაფე. 

ევროპირველობისთვის სამზადისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გაეცნო. მინისტრმა  ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ  ჯო ვილის ჯონსთან და საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქაცარავასთან ერთად განიხილა როგორც ბოლო საორგანიზაციო, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.

ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება. 

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში  იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport.

ევროპის ჩემპიონატის  პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com ის არხზე - https://www.youtube.com/watch?v=g5tfObHCjgY&feature=youtu.be, ასევე ინტერნეტ ტელევიზია Gogatv-ის მეშვეობით.

ევროპირველობა ჩატარდება 6 კაციანი ნავებით - რაფტებით  4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები - 19-წლამდე, 23-წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები. ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში - სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

საშეჯიბრო დღეებია - 24, 25, 26 და 27 მაისი.

ღონისძიების საპატიო სტუმრების და სამსაჯო კოლეგიის შიდა გადაყვანას უზრუველყოფს  გენერალური სპონსორი - ტურისტული კომპანია ჯეოვაილდექსი. ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშრისო სადაზღვევო კომპანია „კამარას" მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ქაცარავა

ტელ: 599069960

ელ-ფოსტა: dato.katsarava@gmail.com

საზოგადოებასთან ურთირთობის მენეჯერი - სოფო ხაჭაპურიძე

ტელ: 574773030

ელ-ფოსტა: Sofiakhachapuridze@gmail.com

ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის ტექნიკური დირექტორი - მალხაზ თავაძე

ტელ: 599552451

ელ-ფოსტა: makhotavadze@gmail.com



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 20
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დღეს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრები და ხელმძღვანელები ესტუმრნენ. მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან სტუმრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები შეაჯამეს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 19
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებით  დასრულდა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 18
16 სექტემბერს, სტეფანწმიდაში მესამედ გაიმართა RED BULL GERGETIT, ექსტრემალური ესტაფეტური შეჯიბრი. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 11-მა გუნდმა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 16
„საქართველო-კანადისა და ასევე საქართველო-ამერიკის მეგობართა კლუბის", საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, 16 სექტემბერს, ყაზბეგის რაიონის ალპურ ზონაში მდებარე მყინვარზე "მყინვარწვერი" 11-კაციანი ექსპედიცია გაემზავრა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 15
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკლავჭიდელთა შორის, საქართველოს შშმპ ნაკრების წევრებმა სხვადასხვა მიმართულებების ჯამში 24 მედალი - 15 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო და გუნდური მე-2 ადგილი მოიპოვეს.