სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

პარამკლავჭიდელთა 27 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

თარიღი: 2017 მაისი 25



პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გამართულ შშმპ მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებმა 27 მედალი - 16 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვეს.

ამ შედეგით, ქართველმა პარამკლავჭიდელებმა გუნდური მე-2 ადგილი დაიკავეს რუსეთის ნაკრების შემდეგ. საქართველოს შშმპ მკლავჭიდელთა დელეგაციას შშმპ მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანი ხელმძღვანელობდა, ნაკრების წევრები კი მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ხვედელიძემ მოამზადა.

ევროპის ჩემპიონატზე შშმპ მკლავჭიდელთა შორის, 30 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრები სექტემბერში ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

იხილეთ შედეგები
 
1.არსენა შოშიაშვილი - 1 ოქრო, მარჯვენა მკლავი, 90 კგ, დგომში
2.შოთა ომარაშვილი - 2 ოქრო, მარჯვენა მარცხენა მკლავი, 60 კგ, დგომში
3.თენგიზ გაზდელიანი - 1 ვერცხლი, მარჯვენა მკლავი, 1 ბრინჯაო მარცხენა მკლავი,+100 კგ, დგომში
4.მარინა ფუტკარაძე - 2 ოქრო, მარჯვენა და მარცხენა მკლავი, 60 კგ, სმენადაქვეითებულებში
5.თემურ დადიანი - 1 ბრინჯაო მარცხენა მკლავი 55 კგ მჯდომარე 6.გიორგი ჯაშიაშვილი - 2 ოქრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი 60 კგ სმენადაქვეითებულებში
7.ივანე კბილაშვილი-2 ოქრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი,მხედველობადაქვეითებულებში 100 კგ.
8.კობა მამამთავრიშვილი - 2 ოქრო, მარჯვენა და მარცხენა მკლავი, სმენადაქვეითებულებში 80 კგ.
9.ზვიად სულიკაშვილი - 1 ოქრო, მარცხენა მკლავი, მხედველობადაქვეითებულებში 60 კგ.
10.ლაშა ბეგიაშვილი - 1 ბრინჯაო, მარჯვენა მკლავი, დგომი, 70 კგ
11.გელა არაბული - 2 ოქრო, მარჯვენა და მარცხენა მკლავი, მხედველობადაქვეითებულებში 70 კგ.
12.ზურაბ ბუცხრიკიძე -1 ვერცხლი მარჯვენა მკლავი, 1 ბრინჯაო მარცხენა მკლავი, დგომი, 70 კგ.
13.ვახტანგ ახობაძე - 1 ვერცხლი, მარჯვენა მკლავი, 60 კგ.
14.ბესიკ ლეკიაშვილი - 1 ვერცხლი, მარჯვენა მკლავი, დგომი, 90 კგ.
15.გიორგი ვასაძე - 2 ოქრო, მარჯვენა და მარცხენა მკლავი, მხედველობადაქვეითებულებში ,80 კგ.
16.ნინო საბაშვილი - 2 ბრინჯაო, მარჯვენა და მარცხენა მკლავი, ჯდომში, 60 კგ.
17.დავით ირემაძე - 1 ვერცხლი, მარჯვენა მკლავი, მხედველობადაქვეითებულებში.

სამინისტროს პრესსამსახური



სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 14
6-12 ნოემბერს ემეიშანში (ჩინეთი) ჩატარდა მსოფლიოს მე-7 კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი, სადაც 57 ქვეყნის 927 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 09
ჩინეთის ქალაქ ემეიშანში დაწყებული კუნგ-ფუს (ტრადიციული უშუ) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო!
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 25
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ჰიმალაიდან დაბრუნებულ მთამსვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი" გაიმართა. შეჯიბრებაში 7 ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ირანის, ყაზახეთისა და საქართველოს 60-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებიც კაცებში 4 წონით, ხოლო ქალებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.    
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
საქართველოს უშუ სანდას ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო მე-14 უშუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქალაქ ყაზანში, სადაც ნაკრების წევრმა მანუჩარ კვაშილავამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.