სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიო პირველობაზე გამოვა

თარიღი: 2017 ივნისი 27

29 ივნისს, საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაემგზავრება, სადაც 1-2 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრება ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და სპორტის ამ სახეობაში, ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება. მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ლიცენზია მოპოვებულ სპორტსმენებს შეუძლიათ. 

საქართველოს ნაკრების სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 სპორტსმენი წარდგება. ამ კარატისტებმა ლიცენზიები უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ევროპის ჩემპიონატების შედეგებიდან გამომდინარე მოიპოვეს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა  მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი, თბილისში კომპანია „ჩემპიონთა აკადემიის" საწვრთნელ ბაზაზე გაირა.

ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე 3 ივლისს მსოფლიო კარატეს ორგანიზაციის კონგრესიც გაიმართება, სადაც საქართველოს დელეგაციის ოფიციალური პირებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დელეგაციის ხელმღვანელი, სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლბერიძე, რომელიც ევროპის კარატეს ორგანიზაციის აღმასკომის წევრია.

დაინტერესებულ გულშემატკივარს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახვის შესაძლებლობა მოცემულ ლინკზე შეეძლება - www.worldkarate2017.com

1-2 ივლისი. ასტანა. მსოფლიოს ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში
საქართველოს ნაკრები

ანდრეი ზინჩენკო - 65კგ
მიხეილ წიკლაური -75კგ
თენგიზ ბასტოიანი -75კგ
ლევან ვერულიძე - 85კგ

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 11
საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ლეგენდარულ მთამსვლელს, მსოფლიოს ყველა უმაღლესი მწვერვალის დამლაშქრავს, იტალიელ რეინჰოლდ მესნერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ვერის პარკში მდებარე ალპინისტთა კლუბში შეხვდა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 06
7 ივლისს, 10:30 საათიდან ოლიმპიური სასახლე სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციულ ფესტივალს - ბაჩოს თასი 2017 - უმასპინძლებს. შეჯიბრებები ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 03
1-2 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ჩატარდა შინკიოკუშინკაი კარატეში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიგო: ვერცხლი და ბრინჯაო.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 27
23 ივნისს, პოლონეთის ქალაქმა კროტოსუნმა უმასპინძლა ევროპის თასის გათამაშებას სუმოისტთა შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს უფროსი ასაკის სუმოისტებმა. საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში 4 სპორტსმენით იასპარეზა და 2 მედალი მოიპოვა. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 16
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უშუს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრები დღეს ქართული სპორტის მუზეუმში მიიღო.