სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბაჩოს თასი 2017: სპორტულ ჟურნალისტთა ფესტივალს ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს

თარიღი: 2017 ივლისი 06



7 ივლისს, 10:30 საათიდან ოლიმპიური სასახლე სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციულ ფესტივალს - ბაჩოს თასი 2017 - უმასპინძლებს. შეჯიბრებები ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება.

სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული ფესტივალი მეექვსედ ჩატარდება. ის 2010 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა სპორტული ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის სახელს ატარებს. ღონისძიება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით ტარდება, მხარდამჭერები კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ფეხბურთის და კალათბურთის ფედერაციები არიან.

წლევანდელი ფესტივალის სპორტული პროგრამა ვაჟთა შორის საფეხბურთო და საკალათბურთო (3X3) ტურნირებს მოიცავს, ასევე გოგონათა საფეხბურთო მატჩს. ბაჩოს თასი 2017-ის ეგიდით გაიმართება ამხანაგური შეხვედრა მინიფეხბურთში ქართველ და 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს შორის. ფესტივალის გამარჯვებულებს და პრიზიორებს ბაჩო სვანიძის სახელობის თასები და მედლები გადაეცემათ. საფეხბურთო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე წელს გარდაცვლილი ტელეკომენტატორის ალეკო ჯიბლაძის სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

სპორტული პროგრამის დასრულების შემდეგ, 20 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიური პრემიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

2014 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ბაჩოს სვანიძის შესახებ წიგნი გამოსცა - „ღიმილის ბიჭი". კრებულში თავმოყრილია ბაჩოს მეგობრების მოგონებები და სხვადასხვა დროს გაზეთ „სარბიელში" გამოქვეყნებული ბაჩო სვანიძის ინტერვიუები მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებთან: ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან, სახელოვან ჩოგბურთელებთან კრის ევერტთან და გაბრიელა საბატინისთან, მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებთან ტანა უმაგასთან, ჯორჯ გრეგანთან, ენდი მერთენსთან, დენ ლუგერთან, ფრენბურთელ ეკატერინა გამოვასთან და იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან მარიო პესკანტესთან.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 11
საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ლეგენდარულ მთამსვლელს, მსოფლიოს ყველა უმაღლესი მწვერვალის დამლაშქრავს, იტალიელ რეინჰოლდ მესნერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ვერის პარკში მდებარე ალპინისტთა კლუბში შეხვდა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 03
1-2 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ჩატარდა შინკიოკუშინკაი კარატეში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიგო: ვერცხლი და ბრინჯაო.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 27
23 ივნისს, პოლონეთის ქალაქმა კროტოსუნმა უმასპინძლა ევროპის თასის გათამაშებას სუმოისტთა შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს უფროსი ასაკის სუმოისტებმა. საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში 4 სპორტსმენით იასპარეზა და 2 მედალი მოიპოვა. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 27
29 ივნისს, საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაემგზავრება, სადაც 1-2 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრება ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და სპორტის ამ სახეობაში, ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება.   
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 16
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უშუს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრები დღეს ქართული სპორტის მუზეუმში მიიღო.