ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ლეგენდარულ მთამსვლელს, მსოფლიოს ყველა უმაღლესი მწვერვალის დამლაშქრავს, იტალიელ რეინჰოლდ მესნერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე ვერის პარკში მდებარე ალპინისტთა კლუბში შეხვდნენ
ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპარლამენტის ყოფილ წევრთან ერთად ქართული მთამსვლელობის ისტორიის ამსახველი ფოტომასალა დაათვალიერა, შემდეგ კი ქვეყნის სამთო კურორტების პოტენციალსა და განვითარებაზე ისაუბრა.
„მთამსვლელობის ისტორიაში რეინჰოლდ მესნერი უდავოდ გამორჩეულია და სამართლიანად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალპინისტად. მას მსოფლიოს თითქმის ყველა მაღალმთიანი რეგიონი მოვლილი აქვს, უდიდესი გამოცდილების პატრონია და აქედან გამომდინარე, მისი აზრი ჩვენი ქვეყნის შესახებ ძალიან საინტერესოა", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტაარიელ ხეჩიკაშვილმა.
„საქართველოს საქმიანი ვიზიტით ვეწვიე - ჩემს მასპინძლებთან ერთად თქვენი ქვეყნის სამთო კურორტებს ვათვალიერებ და საკუთარ შეხედულებებს გიზიარებთ. ერთი რამის თქმა ახლავე შემიძლია: საქართველოს სამთო კურორტების განვითარების ძალიან კარგი შანსი აქვს, რაც მთავარია, ბუნებრივი პირობებია საუკეთესო. ვფიქრობ, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სამთო-ტურისტული ქვეყანა გახდება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც", - განაცხადა რაინჰოლდ მესნერმა. მოგვიანებით მან მთამსვლელობაზე ისაუბრა, არაერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა, უხვად დაარიგა ავტოგრაფები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
სახელგანთქმული ალპინისტი საქართველოს მთის კურორტების პოტენციალის გასაცნობად ესტუმრა. რეინჰოლდ მესნერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში უმასპინძლა და ტურიზმის მიმართულებით პოზიტიურ დინამიკაზე, ასევე სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. მომდევნო დღეებში იტალიელი სტუმარი სვანეთს, თუშეთს და ყაზბეგს მოინახულებს.
1986 წელს რეინჰოლდ მესნერმა (ჰანს კამერლანდერთან) ერთად მწვერვალი ლჰოცზე (8516მ) დალაშქრა და პირველი მთამსვლელი გახდა, რომელმაც დედამიწის თოთხმეტივე 8-ათასიანი დაიპყრო. პირველი 8-ათასიანი - ნანგა პარბატი (8125მ) - მან 1970 წელს დაიპყრო.
დედამიწის უმაღლეს მწვერვალებზე ასვლის გარდა იტალიელმა ალპინისტმა სახელი გაითქვა არნახული ლაშქრობებით: 1989-1990 წლებში მან ანტარქტიკა გადაკვეთა (2800კმ), 2004 წელს კი მსოფლიოს უდიდესი, გობის (მონღოლეთი) უდაბნო (2000კმ).
2006 წლის 11 ივნისს იტალიის ჩრდილოეთით, სამხრეთ ტიროლის მხარეში რეინჰოლდ მესნერის სახელობის მთამსვლელობის მუზეუმი გაიხსნა. ბოლო წლებში ლეგენდარული სპორტსმენი მუზეუმის საქმიანობითაა დაკავებული.
სამინისტროს პრესსამსახური