სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

შშმ მკლავჭიდელთა 24 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

თარიღი: 2017 სექტემბერი 15



უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკლავჭიდელთა შორის, საქართველოს შშმპ ნაკრების წევრებმა სხვადასხვა მიმართულებების ჯამში 24 მედალი - 15 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო და გუნდური მე-2 ადგილი მოიპოვეს.

ბუდაპეშტში საქართველოს დელეგაციას შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანი ხელმძღვანელობდა. მსოფლიოს ჩემპიონატში 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

იხილეთ შედეგები

ოქროს  მედალოსნები


2 ოქრო - გიორგი ვასაძე (80 კგ) ორივე მკლავი, მხედველობადაქვეითებული
2 ოქრო - გიორგი ჯაშიაშვილი (60 კგ) ორივე მკლავი, სმენადაქვეითებული
2 ოქრო - მარინე ფუტკარაძე (70 კგ) ორივე მკლავი, სმენადაქვეითებული
2 ოქრო - კობა მამათავრიშვილი (80 კგ) ორივე მკლავი, სმენადაქვეითებული
2 ოქრო - გელა არაბული (70 კგ) ორივე მკლავი, მხედველობადაქვეითებული
2 ოქრო - ივანე კბილაშვილი (100 კგ) ორივე მკლავი, მხედველობადაქვეითებული
შოთა ომარაშვილი  (60 კგ)  მარჯვენა მკლავი, დგომი
არსენა შოშიაშვილი (90 კგ) მარჯვენა მკლავი, დგომი
ზვიად სულიკაშვილი (60 კგ) მარცხენა მკლავი, მხედველობა დაქვეითებული

ვერცხლის პრიზიორები

თემურ დადიანი (55 კგ) მარცხენა მკლავი, ჯდომი
დავით ირემაძე (60 კგ) მარჯვენა  მკლავი, სმენადაქვეითებული
გრიგოლ ზურებიანი (80 კგ) მარცხენა მკლავი, მხედველობადაქვეითებული

ბრინჯაოს პრიზიორები

2 ბრინჯაო - ბესიკ ლეკიაშვილი (+ 90 კგ) ორივე მკლავი, დგომი
ზვიად ბუცხრიკიძე (70 კგ) მარცხენა მკლავი, დგომი
ნინო საბაშვილი (65 კგ) მარცხენა მკლავი, ჯდომი
გიორგი ფურცელაძე (70 კგ) მარჯვენა მკლავი, სმენადაქვეითებული
ვახტანგ ახობაძე (60 კგ) მარჯვენა მკლავი, დგომი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 29
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 24
2018 წლის 21 იანვარს 14.00 საათზე, ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის საერთო კრება/ყრილობა. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 14
6-12 ნოემბერს ემეიშანში (ჩინეთი) ჩატარდა მსოფლიოს მე-7 კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი, სადაც 57 ქვეყნის 927 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 09
ჩინეთის ქალაქ ემეიშანში დაწყებული კუნგ-ფუს (ტრადიციული უშუ) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო!
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 25
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ჰიმალაიდან დაბრუნებულ მთამსვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლა.