სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

RED BULL GERGETIT 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თარიღი: 2017 სექტემბერი 18



16 სექტემბერს, სტეფანწმიდაში მესამედ გაიმართა RED BULL GERGETIT, ექსტრემალური ესტაფეტური შეჯიბრი. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 11-მა გუნდმა.

2017 წლის შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი BIKE HOUSE გახდა. ოთხივე დისციპლინის დასაძლევად  გუნდს მხოლოდ 01:58:51 დასჭირდა.

მეორე და მესამე ადგილზე VITAMIN WELL GEORGIA და MAD BULL SANTE გავიდნენ. მეორე ადგილოსანი გუნდი გამარჯვებულს მხოლოდ სამი წუთით ჩამორჩა. მესამედ ადგილზე გასული გუნდის შედეგი კი 02:07:42 იყო.

(სრული შედეგები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში )

საუკეთესო შედეგი აჩვენეს გამარჯვებული გუნდის მორბენალმა, გიორგი შეკრელიძემ და სამთო ველომრბოლელმა, ლაშა წიკლაურმა. RED BULL GERGETIT 2017  წლის შეჯიბრში სპორტსმენები  საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჰოლანდიიდან, რუსეთიდან მონაწილეობდნენ.








გამარჯვებული გუნდი ოთხივე ეტაპის შედეგის დაჯამების შედეგად გამოვლინდა. დროის დათვლას და გამარჯვებულის გამოვლენას უზრუნველყოფდა გერმანული კომპანია DATACAPO.

ესტაფეტამ სტარტი სოფელ ყანობში აიღო და გერგეთის სამების მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. სამი გამარჯვებული გუნდი 3000, 2000, 1000 ლარით დაჯილდოვდა. 500-500 ლარი გადაეცათ ოთხივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენებს.

Red Bull GerGetIt ერთადერთი ექსტრემალური გუნდური ესტაფეტაა საქართველოში, რომელიც   სპორტის ოთხ სახეობას აერთიანებს: კაიაკი, მეკლდეურობა, სამთო ველორბოლა და სამთო სირბილი.

Red Bull GerGetIt საერთაშორისო პროექტი Red Bull Dolomitenmann-ის ქართული ანალოგია, იმ განსხვავებით, რომ  ქართულ შეჯიბრში დამატებულია კლდეზე ცოცვა. Red Bull Dolomitenmann ავსტრიის ალპებში ყოველწლიურად  იმართება  და დასავლეთ ევროპაში ყველაზე რთული ესტაფეტური შეჯიბრის სახელით არის ცნობილი.

Red Bull GerGetIt ტარდება Red Bull-ის ორგანიზებითა და ინიციატივით;

პროექტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" და სასტუმრო „Rooms Hotels".















Red Bull GerGetIt  2017-ის პრესსამსსახური

მიმაგრებული დოკუმენტები :
იხილეთ სრული შედეგები

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი" გაიმართა. შეჯიბრებაში 7 ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ირანის, ყაზახეთისა და საქართველოს 60-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებიც კაცებში 4 წონით, ხოლო ქალებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.    
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
საქართველოს უშუ სანდას ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო მე-14 უშუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქალაქ ყაზანში, სადაც ნაკრების წევრმა მანუჩარ კვაშილავამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
1 ოქტომბერს, რუსთვის რაგბის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 20
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დღეს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრები და ხელმძღვანელები ესტუმრნენ. მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან სტუმრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები შეაჯამეს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 19
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებით  დასრულდა.