სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

9 ოქრო, 11 ვერცხლი და 10 ბრინჯაო – ქართველი მკლავჭიდელების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

თარიღი: 2017 სექტემბერი 19



უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებით  დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მკლავჭიდელების ანგარიშზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების ჯამში 30 მედალია - 9 ოქროს, 11 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს.

შეჯიბრებაში მონაწილეობას 18 წლამდელთა, 21 წლამდელთა და უფროსი ასაკის სპორტსმენები იღებდნენ.

18-წლამდელებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, 21-წლამდელებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო, ხოლო ეროვნული ნაკრების წევრებმა 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

აღსანიშნავია, რომ უფროსებს შორის გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებს შორის

მარცხენა მკლავი

იმედა ჭინჭარაული (60კგ) - ოქრო
ბეთქილ ონიანი (75კგ) - ოქრო
ლევან საგინაშვილი (+110კგ) - ოქრო
ლევან პოღოსიანი (55კგ) - ვერცხლი
ზურაბ თავბერიძე (80კგ) - ვერცხლი
გიორგი როსტომაშვილი (110კგ) - ვერცხლი
ელჩინ ბინატოვი (85კგ) - ბრინჯაო



არჯვენა მკლავი

ლევან პოღოსიანი (55კგ) - ოქრო
დავით სამუშია (75კგ) - ოქრო
გიორგი თვალიაშვილი (85კგ) - ვერცხლი
გენადი კვიკვინია (+110კგ) - ვერცხლი

ქალები


ირინა დრიაევა (65კგ) - ბრინჯაო

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 14
6-12 ნოემბერს ემეიშანში (ჩინეთი) ჩატარდა მსოფლიოს მე-7 კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი, სადაც 57 ქვეყნის 927 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 09
ჩინეთის ქალაქ ემეიშანში დაწყებული კუნგ-ფუს (ტრადიციული უშუ) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო!
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 25
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ჰიმალაიდან დაბრუნებულ მთამსვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი" გაიმართა. შეჯიბრებაში 7 ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ირანის, ყაზახეთისა და საქართველოს 60-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებიც კაცებში 4 წონით, ხოლო ქალებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.    
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
საქართველოს უშუ სანდას ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო მე-14 უშუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქალაქ ყაზანში, სადაც ნაკრების წევრმა მანუჩარ კვაშილავამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.