სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მკლავჭიდი: სამინისტროში მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები შეაჯამეს

თარიღი: 2017 სექტემბერი 20



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დღეს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრები და ხელმძღვანელები ესტუმრნენ. მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან სტუმრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები შეაჯამეს.

მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა მსოფლიო პირველობას უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა. ეროვნულმა, 21 და 18-წლამდელთა ნაკრებმა გუნდებმა 30 მედალი მოიგეს: 9 ოქრო, 11 ვერცხლი და 10 ბრინჯაო, მათ შორის 18-წლამდელებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ხოლო 21-წლამდელებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. პარამკლავჭიდელთა აქტივში 24 მედალია: 15 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ განაცხადა: „ვულოცავ ჩვენს მკლავჭიდელებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას. ბიჭებმა საერთო ჯამში სამოცამდე მედალი მოიგეს, რაც ძალიან კარგი შედეგია. ვისურვებდი, რომ სპორტის სხვა სახეობებში ასეთივე ბარაქიანად დაგვესრულებინოს მსოფლიოსა და ევროპის პირველობები. მიუხედავად იმისა, რომ მკლავჭიდი ოლიმპიური სახეობა არაა, სახელმწიფოს ინიციატივით მსოფლიო პირველობაზე წარმატებული სპორტსმენები მაინც მიიღებენ პრემიას. ამ ნაბიჯით სახელმწიფო ნათლად ადასტურებს, რომ სპორტი პრიორიტეტია და ქვეყანა ზრუნავს სპორტსმენთა წარმატებაზე. ასეთი გამარჯვებები კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოებაში სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას".

მკლავჭიდის და პარამკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტებმა სოსო ჯაჭვლიანმა და ერეკლე გურჩიანმა მადლობა გადაუხადეს სამინისტროს საწვრთნელ პროცესში ხელშეწყობისთვის, ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რევაზ ლუტიძემ კი მინისტრის მოადგილეს და სამინისტროს წარმომადგენლებს მკლავჭიდელთა უახლოესი გეგმები გააცნო.

მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები უფროსთა შორის:
ვაჟები
მარჯვენა

ჩემპიონი:
ლევან პოღოსიანი (55კგ), დავით სამუშია (75კგ)
II ადგილი: გიორგი თვალიაშვილი (85კგ), გენადი კვიკვინია (+110კგ)
მარცხენა
ჩემპიონი:
იმედა ჭინჭარაული (60კგ), ბეთქილ ონიანი (75კგ), ლევან საგინაშვილი (+100კგ)
II ადგილი: ლევან პოღოსიანი (55კგ), ზურაბ თავბერიძე (80კგ), გიორგი როსტომაშვილი (110კგ)
III ადგილი: ელჩინ ბინატოვი (85კგ)

გოგონები
მარჯვენა
III
ადგილი: ირინა დრიაევა (65კგ)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი" გაიმართა. შეჯიბრებაში 7 ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ირანის, ყაზახეთისა და საქართველოს 60-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებიც კაცებში 4 წონით, ხოლო ქალებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.    
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
საქართველოს უშუ სანდას ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო მე-14 უშუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქალაქ ყაზანში, სადაც ნაკრების წევრმა მანუჩარ კვაშილავამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
1 ოქტომბერს, რუსთვის რაგბის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 19
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებით  დასრულდა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 18
16 სექტემბერს, სტეფანწმიდაში მესამედ გაიმართა RED BULL GERGETIT, ექსტრემალური ესტაფეტური შეჯიბრი. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 11-მა გუნდმა.