სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ჩემპიონი ამერიკულ ფეხბურთში თბილისის CRUSADERS გახდა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 04



1 ოქტომბერს, რუსთვის რაგბის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს თბილისის CRUSADERS vs რუსთავის STEELERS შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ სტუმრების სასარგებლოდ 18:12 დასრულდა და შესაბამისად ჩემპიონის ტიტული თბილისის CRUSADERS ერგო.

დასახელდნენ თამაშის საუკეთესო მოთამაშეებიც

ფინალის საუკეთესო მოთამაშე Papuna Songulia (Tbilisi Crusaders)
დაცვის საუკეთესო მოთამაშე SaBa GoGata (Tbilisi Crusaders)
შეტევის საუკეთესო მოთამაშე Beka Kvernadze (Rustavi Steelers)

საქართველოს ჩემპიონატი ამერიკულ ფეხბურთში, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით პირველად გაიმართა, ჩემპიონატში მონაწილეობა სულ ოთხმა გუნდმა მიიღო (თბილისის "Crusaders", რუსთავის "Steelers", თბილისის "ჯვაროსნები", მცხეთის "იბერია").







სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 14
6-12 ნოემბერს ემეიშანში (ჩინეთი) ჩატარდა მსოფლიოს მე-7 კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი, სადაც 57 ქვეყნის 927 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 09
ჩინეთის ქალაქ ემეიშანში დაწყებული კუნგ-ფუს (ტრადიციული უშუ) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო!
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 25
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ჰიმალაიდან დაბრუნებულ მთამსვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი" გაიმართა. შეჯიბრებაში 7 ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ირანის, ყაზახეთისა და საქართველოს 60-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებიც კაცებში 4 წონით, ხოლო ქალებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.    
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
საქართველოს უშუ სანდას ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო მე-14 უშუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქალაქ ყაზანში, სადაც ნაკრების წევრმა მანუჩარ კვაშილავამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.