სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კავკასიის თასი საქართველოში დარჩა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 09

1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი" გაიმართა. შეჯიბრებაში 7 ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ირანის, ყაზახეთისა და საქართველოს 60-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებიც კაცებში 4 წონით, ხოლო ქალებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.

„კავკასიის თასი" 1998 წლიდან ტრადიციულად თბილისში ტარდება და მასში ძირითადად კავკასიის რეგიონის ქვეყნები ასპარეზობდნენ, მაგრამ საერთაშორისო ტურნირმა საკმაოდ მიიზიდა მონაწილეთა მსურველები და უკვე რამდენიმე წელია მასში ევროპისა და აზიის წარმომადგენლებიც გამოდიან.

გასული წლების შედეგების მიხედვით, ბოლო ორი წლის შეჯიბრების გამარჯვებული, შესაბამისად ლიტვის და შემდგომ აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები იყვნენ. ამჯერად კი საერთაშორისო ტურნირის გუდურ შეჯიბრებაში, 3-ოქროს, 3-ვერცხლისა და 4-ბრინჯაოს მედლით, გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ნაკრები გახდა, რომელსაც მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ სპეციალურად დამზადებული ტრადიციული კავკასიის თასის ქანდაკება გადაეცა.

 

შედეგები

კაცები, -65კგ.

1. ანდრეი ზინჩენკო (საქართველო)

2. ვალეჰ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი)

3. ნიამიდინ ალიევი (აზერბაიჯანი); არარატ ოვსეპიანი (სომხეთი)

-75კგ.

1. ელტაჯ გუმბატოვი (აზერბაიჯანი) 

2. შალვა აღრაძე (საქართველო)       

3. ედგარ უსტიანი (საქართველო); ნაილ გულიევი (აზერბაიჯანი)

-85კგ.

1. ლაშა ოზბეთელაშვილი საქართველო)    
2. გიორგი ჭიპაშვილი (საქართველო)                                                                                                                                       
3. ოთარ ესიტაშვილი (საქართველო); ლევან ვერულიძე (საქარტველო)

+85კგ.

1. ლაშა ყამარაული (საქართველო)

2. ლევან მჭედლიშვილი (საქარტველო)

3. ეტიბალ აგარალოღლუ (აზერბაიჯანი); რუფატ ბაბაევი (აზერბაიჯანი)

ქალები, აბსოლუტური წონითი კატეგორია

1. სვეტლანა ლაგნო (უკრაინა)

2. რაფაელა ცაკირი (საბერძნეთი)

3. თამარ ბიბილეიშვილი (საქარტველო); სოლმაზ ზეინალი (აზერბაიჯანი)

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
საქართველოს უშუ სანდას ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო მე-14 უშუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქალაქ ყაზანში, სადაც ნაკრების წევრმა მანუჩარ კვაშილავამ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 04
1 ოქტომბერს, რუსთვის რაგბის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 20
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დღეს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრები და ხელმძღვანელები ესტუმრნენ. მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან სტუმრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები შეაჯამეს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 19
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებით  დასრულდა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 18
16 სექტემბერს, სტეფანწმიდაში მესამედ გაიმართა RED BULL GERGETIT, ექსტრემალური ესტაფეტური შეჯიბრი. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 11-მა გუნდმა.