სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მეკლდეურობაში გრიგოლ გულბანის ხსოვნის ტურნირი გაიმართა

თარიღი: 2011 მაისი 09

9 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მეკლდეურობის ხელოვნურ დარბაზში, ცნობილი მთამსვლელის გრიგოლ გულბანის 90 წლისადმი მიძღვნილი შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც რეიტინგის მიხედვით მოწინავე სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.

გრიგოლ გულბანს სპორტული კარიერის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს მოპოვებული და საინტერესოა, რომ ის ერთადერთი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, რომლის წევრებსაც ტრავმაც კი არასოდეს არ მიუღიათ.

ტურნირში დედაქალაქის გუნდებთან ერთად მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, აჭარის და იმერეთის რაიონიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. პირველობაში ერთმანეთს გოგონები და ვაჟები შეეჯიბრნენ.

მეკლდეურობის ფედერაციამ გამარჯვებულებს მედლები, სერთიფიკატები და თასები გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ გულბანი ცნობილი სპორტული ტელეჟურნალისტის, ტელკეომპნია "რეალ ტივის"  სპორტული წამყვანის - გიორგი გულბანის ბაბუა გახლდათ.

ტურნირის მიმდინარეობას, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - ბესიკ ბენდელიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ასანიძე ესწრებოდნენ.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 29
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 24
2018 წლის 21 იანვარს 14.00 საათზე, ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის საერთო კრება/ყრილობა. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 14
6-12 ნოემბერს ემეიშანში (ჩინეთი) ჩატარდა მსოფლიოს მე-7 კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი, სადაც 57 ქვეყნის 927 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 09
ჩინეთის ქალაქ ემეიშანში დაწყებული კუნგ-ფუს (ტრადიციული უშუ) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო!
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 25
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ჰიმალაიდან დაბრუნებულ მთამსვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლა.