სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მსოფლიოს ჩემპიონი ფორმულაში ბრუნდება

თარიღი: 2011 ნოემბერი 29

კიმი რაიკონენი 2012 წლიდან ფორმულა ერთში დაბრუნებას გეგმავს. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ავტოშეჯიბრის 2007 სეზონის ჩემპიონმა ბოლო ორი წელი რალიში გაატარა და 32 წლის ასაკში გადაწყვიტა ფორმულაში დაბრუნება. გადაწყვეტილია, რომ ფინელი მრბოლი მიუჯდება “რენოს” საჭეს, რომელიც მომავალი წლიდან “ლოტუს-რენოს” სახელით გამოვა.

“რენოს” წლეულს დიდი პრობლემები შეუქმნა პოლონელი მრბოლის რობერტ კუბიცას დაშავებამ და მის ნაცვლად არაერთი პილოტი მოსინჯა, მათ შორის ლეგენდარული აირტონ სენას დიშვილი ბრუნო სენა, თუმც ბოლომდე ვერცერთმა ვერ გაუმართლა. გუნდმა 18 რბოლაში ორჯერ მოახერხა სამეულში მოხვედრა, ჯამში სეზონში მხოლოდ 73 ქულა მოაგროვა და მეხუთე ადგილზე გავიდა ლიდერებთან დიდი ჩამორჩენით.

რაიკონენი ფორმულაში 2001-09 წლებში გამოდიოდა, წარმატებებს “მაკლარენსა” და “ფერარიში” მიაღწია, რომელთა შემადგენლობაშიც ერთხელ ჩემპიონი გახდა, ორჯერ მეორე იყო, ერთხელ კი სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. სულ კარიერაში მოგებული აქვს 18 დიდი პრიზი და ამ მაჩვენებლით მოქმედი პილეტობედან მხოლო მიხაელ შუმახერს, Fერნანდო ალონსოს დასებასტიან ფეტელს ჩამორჩება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2013 ივნისი 06
6 ივნისს, საქართველოს კარატისთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტების შეკითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უპასუხეს, რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2013 ივნისი 05
1-2 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში კარატეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კარატისტთა ნაკრები (კონტაქტური კარატეს, შინკიოკუშინკაის ვერსიით), ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 3 მედალი მოიპოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით წარსდგა, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში, არ მომხდარა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2013 ივნისი 03
მეკლდეურობაში საქართველოს ჩემპიონატს უფროსი ასაკის სპორტსმენთა და მოსწავლეთა შორის 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ლენტეხმა და ჭიათურამ უმასპინძლა. ასპარეზობები რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში, რთულ და სწრაფ ცოცვაში გაიმართა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2013 მაისი 31
1-3 ივნისს საქართველოს სპორტული ორიენტირების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტულ ორიენტირებაში ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე მონაწილე მიიღებს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2013 მაისი 31
საქართველოს ეროვნული ნაკრები კარატეში, მთავარ მწვრთნელ ირაკლი დოლაბერიძის ხელმძღვანელობთ 1-2 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.