სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
         
07
14
22
30
           
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 31
29-30 ოქტომბერს თბილისმა 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის თასის ეტაპს უმასპინძლა. ტურნირში 7 ქვეყნის 28 სპორტსმენი გამოვიდა და გამარჯვებულები დისციპლინა ხმალში გამოავლინა. ტურნირის ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა, ვინც ფინალში იტალიელ გაბრიელე ფოსკინის 15:9 აჯობა. ბექა ბაზაძეს კი ბრინჯაოს მედალი ერგო.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 31
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ორი იმერული კლუბი - „ზესტაფონი" და „ტორპედო"~ დაუპირისპირდნენ. იღბლიანი აღმოჩნდა „ზესტაფონის" ყოფილი თავკაცის გია გეგუჩაძის დაბრუნება ამ ქალაქში. მისმა ახლანდელმა გუნდმა „ტორპედომ" მეორე ტაიმში დავით დიღმელაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა მასპინძელი.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 31
საკალათბურთო სუპერლიგაში 29 ოქტომბერს მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა. მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს "ოლიმპმა", "არმიამ, "სოხუმმა", "თსსუ"-მ და "სტუ"-მ. აღსანიშნავია, რომ ტურის ხუთივემ მატჩს თბილისის "სპორტის სასახლემ" უმასპინძლა და ხუთივე მატჩის ტრანსლაცია ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" ეთერში გადაიცა. ტელეკომპანია სამომავლოდ სუპერლიგის ყველა შეხვედრის ტრანსლირებას გეგმავს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 31
საქართველოს ნაკრების ფორვარდის ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარ ბოლონიამ" იტალიის სერია A-ში "ვანოლი ბრაგა კრემონას" დაძაბულ მატჩში 80:78 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 28 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 31
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელთა ნაკრები 27:6 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. პატარა „ბორჯღალოსნები" 1 ნოემბერს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და თუ პირველი მატჩის მსგავსად პრემიალური ქულით მოიგებენ, ანუ მეტოქეს 4 ლელოს დაუდებენ მაშინ ევროპირველობის საგზურის მფლობელები გახდებიან.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 31
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე „მცირე ფინალის" გამარჯვებულ ,,არმიას" 5 ნოემბერს გასამართ ფინალურ მატჩში ქუთაისის ,,აია" დაუპირისპირდება, რომელმაც 29 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე მოქმედი ჩემპიონი თბილისის ,,ლოკომოტივი" 27:7 დაამარცხა და ფინალში მეორე ცდაზე გავიდა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით დასრულდა.
კატეგორია : კონკურსები თარიღი : 2011 ოქტომბერი 29
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს - სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს, ფონდის რეესტრში გატარებული ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად შემდეგ პრიორიტეტებზე:
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2011 ოქტომბერი 28
28 ოქტომბერს, თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილთან და მის მოადგილე - გიორგი გალდავასთან ერთად მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში არსებულ სისხლის ბანკში სისხლი ჩააბარეს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2011 ოქტომბერი 28
28 ოქტომბერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ძიუდოს დამაარსებლის - ძიგარო კანოს დაბადების დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით ძიუდოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს გამოეხმაურა საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, რომლის ორგანიზებით 1-ლ ექსპერიმენტალურ სკოლაში საგანმანათლებლო აქცის მოეწყო. აქციაზე სკოლის ასაკის მოსწავლეებისათვის საჩვენებელი ვარჯიში გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ძიუდოს ფედერაცისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებმა მიიღეს.
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2011 ოქტომბერი 28
თბილისში 29-30 ოქტომბერს ფარიკაობაში ევროპის თასის ეტაპის გათამაშება გაიმართება, სადაც მონაწილეობას 7 ქვეყნის 23-წლამდელი სპორტსმენები მიიღებენ. ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით ფარიკაობის ფედერაციისა და სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, 28 ოქტომბერს საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 28
28-30 ოქტომბერს მესტიის სპორტკომპლექსის ხელოვნურსაფარიან კედელზე მიხეილ ხერგიანის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება კლდეზე ცოცვაში. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რაიონისა და ქალაქების გუნდები ვაჟთა და გოგონათა შორის. ტურნირში მოწვეულნი არიან აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის სპორტსმენები. ორგანიზატორია საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია და სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტრო, მესტიის მუნიციპალიტეტთან ერთად.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 27
27 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ იმ 24 ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, ვინც 11 ნოემბერს მოლდოვას ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება. ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 7 ნოემბერს, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყებს. მოლდოვას ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი კი, 11 ნოემბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება.  
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 27
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 13 წლამდელ გოგონათა და ჭაბუკთა ასაკობრივი ნაკრებები დუშეთის ოლიმპიური მზადების ბაზაზე 2-კვირიან  შეკრებას გადიან. ეს სწორედ ის ასაკობრივი ნაკრებია, რომელსაც 2015 წლის თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევს თამაში. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 27
26 ოქტომბერს ევროლიგის მორიგი მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრების ფორვარდის თორნიკე შენგელიას „შარლერუამ" სტუმრად თურქეთში ითამაშა და მოულოდნელად "ანადოლუ ეფეს ისტანბული" 80:79 დაამარცხა. თორნიკემ მოედანზე 16:48 წუთი გაატარა, თუმცა, სარგებლიანობის კოეფიციენტის (16) მიხედვით, ბელგიურ გუნდში საუკეთესო იყო. 
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 26
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 13 წლამდელ გოგონათა და ჭაბუკთა ასაკობრივი ნაკრებები დუშეთის ოლიმპიური მზადების ბაზაზე 2-კვირიან  შეკრებას გადიან. ეს სწორედ ის ასაკობრივი ნაკრებია, რომელსაც 2015 წლის თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევს თამაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 26
24-25 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ვეტერან სპორტსმენთა შორის, საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული შედეგი აჩვენეს. 3 სპორტსმენით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. მსოფლიო ჩემპიონები - სააქართველოს სამბოს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი - თემურ გიორგაძე (62 კგ) და ოთარ ყურაშვილი (მძიმე) გახდნენ.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 25
24 ოქტომბერს, ანაკლიაში, საერთაშორისო ბანაკის "პატრიოტი 2011" დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. დახურვის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და "პატრიოტის 2011" ბოლო ნაკადის მონაწილეები ესწრებოდნენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2011 ოქტომბერი 25
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები 3-6 ნოემბერს სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში გასამართ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ქართველი ძიუდოისტები სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების წინ დასკვნით შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადიან. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - გიორგი გუგავა ნაკრებს დუშეთის ბაზაზე 15 ოქტომბრიდან ამზადებს. ახალგაზრდა ძიუდოისტები კეიპტაუნში 31 ოქტომბერს გაემგზავრებიან.
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2011 ოქტომბერი 25
მსოფლიოში პოპულარულმა სარაგბო საიტმა planetrugby.com-მა ახალ ზელანდიაში გამართული 2011 წლის მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ ტურნირის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა და თან გამოკითხვაც წამოიწყო, რომელშიც რჩეულებს საიტის სტუმრები ხმისმიცემით გამოავლენენ. მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო რვა ნომრის გამოსავლენ გულშემატკივართა გამოკითხვაში, ამ დროისთვის ქართველს 2002 ხმა აქვს და პირველ პოზიციაზეა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2011 ოქტომბერი 24
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფუტსალში მსოფლიოს 2012 წლის შესარჩევი ეტაპის ძირითად რაუნდში გავიდა. ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს 24 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ - ზვიად სიჭინავასთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.  
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2011 ოქტომბერი 24
24 ოქტომბერს, ანაკლიაში, საერთაშორისო ბანაკის "პატრიოტი 2011" დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. დახურვის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და "პატრიოტის 2011" ბოლო ნაკადის მონაწილეები ესწრებოდნენ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 24
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფუტსალში მსოფლიოს 2012 წლის შესარჩევი ეტაპის ძირითად რაუნდში გავიდა. ქართველმა ფუტსალელებმა სომხეთთან ფრედ - 2:2 დასრულებული მატჩისა და მალტის 10:0 დამარცხების შემდეგ 23 ოქტომბერს გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოვას პენალტების სერიაში 8:7 აჯობეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. დრამატული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 23
საქართველოს ჩემპიონმა კალათბურთში, თბილისის "არმიამ" ახალი სეზონი "დინამოს" წინააღმდეგ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით გახსნა. 22 ოქტომბერს "სპორტის სასახლეში" გამართულ მატჩში ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა "არმიამ" მეტოქეს იოლად - 90:53 სძლია. ამავე მე-2 ტურში იმარჯვეს "ქუთაისმა", ""თსუმ", "სოხუმმა" და "შსსმ", "ოლიმპი" ისვენებდა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 23
22 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული პირველობის ავსტრალიური ფლეი ოფის შეხვედრები გაიმართა. ქუთაისში "აია" თბილისის "არმიას" დაუპირისპირდა და 16:24 დამარცხდა, "შევარდენის" სარაგბო აკადემიის სტადიონზე კი "ლოკომოტივმა" "ლელოს" 22:13 აჯობა და მცირე ფინალში გავიდა. ამრიგად, ჩემპიონატის ფინალში "არმია" პირდაპირ გავიდა, ფინალის მეორე საგზურისთვის კი 29 ოქტომბერს "აია" და "ლოკომოტივი" იბრძოლებენ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 21
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფუტსალში თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში მალტა 10:0 დაამარცხა და ამ კონკრეტულ სიტუაციაში სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. ქართველ ფუტსალელებს 2 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვთ. ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა 23 ოქტომბერს საქართველოსა და მოლდოვას შეხვედრაში გაირკვევა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 21
საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები 25 ოქტობრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. 21 ოქტომბერს, „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ორივე ნაკრების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა პრესკონფერენცია გამართეს. 19-წლამდელთა ტურნირში 2012 წლის მსოფლიოს ალაფის საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვევა. აქ ჩვენს ნაკრებს პირველობას შეეცილებიან რუმინეთის, პორტუგალიის, ბელგიის, რუსეთის, ესპანეთის, შვეიცარიისა და ჰოლანდიის ნაკრებები.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 21
ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებმა მეზობელ ახალ ზელანდიაში პლანეტის მესამე ნაკრების ტიტული მოიპოვა. "ვოლაბებმა" უელსის ნაკრებთან შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და გამარჯვება ურთულეს ბრძოლაში მოიპოვეს - 21:18. ავსტრალიელებმა მსოფლიო თასის ორგზის მოგებისა და ერთი ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ,  ბრინჯაოს მედლები პირვლად მოიპოვეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 21
საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრები ლატვიის დედაქალაქ რიგიდან დიდი წარმატებით დაბრუნდნენ. ქართველმა სამბისტებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონები გიორგი ნოზაძე (90 კგ) და სლავა რეზესიძე (+100) გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), თორნიკე თათარაშვილი (62 კგ) და ლაშა ზურაბიანი (82 კგ) დაეუფლნენ. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 21
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ბელგიური "ბელგაკომ სპირუ ბასკეტის" მაისურით ევროლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. ქართველის გუნდმა მადრიდის "რეალთან" 76:100 წააგო, შენგელიამ  კი 27:05 წუთში 11 ქულა 9 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. 20 წლის შენგელია "სამეფო კლუბთან" შეხვედრაში ბელგიელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და თამაშიდან ერთბაშად 12 ტყორცნა (1 სამქულიანი) განახორციელა, საიდანაც ზუსტი 4 ორქულიანი გამოდგა, 5 საჯარიმოდან კი 3 გამოიყენა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 21
20 ოქტომბერს თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც მისი გენერალური დირექტორი არჩილ გეგენავა უძღვებოდა. თავდაპირველად არჩილ გეგენავამ მას-მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და ამავე კომიტეტის სხვა ხელმძღვანელები წარუდგინა - გენერალური კოორდინატორი რევაზ ჩომახიძე, სპორტული კოორდინატორი შოთა ხაბარელი და პროექტის მენეჯერი გიორგი ხაჩიძე.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 20
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფუტსალში მსოფლიოს 2012 წლის ჩემპიონატის პირველი შეარჩევი ეტაპი სომხეთთან 2:2 ფრედ დასრულებული მატჩით გახსნა. სპორტის სასახლეში 20 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში, ქართველმა ფეხბურთელებმა არაერთი მომენტის მიუხედავად მეტოქის კარი მხოლოდ ორჯერ აიღეს, თავი კახა მაისაიამ და არჩილ სებისკვერაძემ გამოიჩინეს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 20
20  ოქტომბერს, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის  შემოდგომის სეზონის მეორე მერვედფინალური თამაში გავიდა. პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტელეკომპანია „იმედი“ და საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ფედერაცია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 20
20 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საკალათბურთო სუპერლიგისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთა ინიციატივით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ვეტერან კალათბურთელთა ფონდის მხარდასაჭერი აქციების გამართვას მიეძღვნა. საერთო გადაწყვეტილებით, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ვეტერანთა ფონდს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 20
გიორგი შერმადინს  იტალიურ „ბენეტ კანტუში" წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. ქართველმა ცენტრმა პირველივე მატჩი ევროლიგის ეგიდით ჩაატარა და თავის ახალ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. იტალიელებმა ფრანგული „ნანსი" 80:69 დაამარცხეს. შერმადინის მსგავსად მანუჩარ მარკოიშვილმაც კარგად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ორივე წევრმა ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 20
ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ოლაფ რაფნსონმა საკუთარი მოსაზრებები ერთ პუბლიკაციად ჩამოაყალიბა. იგი ევრობასკეტს აფასებს, წერს სხვადასხვა ნაკრებებზე და კალათბურთელებზე. ვფიქრობთ, ეს სტატია ქართველ ქომაგსაც დააინტერესებს, მით უმეტეს, რომ რაფნსონის წერილში საქართველოს ეროვნული გუნდის პარალელურად სიტყვა "ფანტასტიკურს" ვხვდებით. 
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 19
2011 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში (ჭავჭავაძის გამზირი 49ა) გაიმართება საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე, საგანგებო ყრილობა. დღის წესრიგშია: ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და პრეზიდიუმის ვაკანტურ ადგილებზე წევრების არჩევა; ფედერაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა; სხვადასხვა.  
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 ოქტომბერი 19
13-16 ოქტომბერს, ოთხი დღის მიმდინარეობდა ვარიანის კრივის კლუბ "ჩემპიონში" გიორგი კარელიძის სახელობის რესპუბლიკური პირველობა კრივში. კარელიძე გორში დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა კრივს და მისი გარდაცვალების შემდეგ დაფუძნებული ეს შეჯიბრებაც უკვე მეექვსე წელს ითვლის. წლევანდელ ტურნირზე თავი მოიყარეს საქართველოს ათზე მეტი სასპორტო სკოლის კრივის სექციების, თუ კრივის დამოუკიდებელი კლუბების აღზრდილებმა. 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2011 ოქტომბერი 18
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრმა, 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე დიდ პრიზზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანმა შვედი მარკუს ნიმანი დაამარცხა და 200 სარეიტინგო ქულა შეიმატა. + 105 კგ. კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ზვიად ხანჯალიაშვილი.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 18
20-23 ოქტომბერს თბილისი ფუტსალში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს. ამ რანგის სანაკრები ტურნირი საქართველოში პირველად ტარდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები სომხეთის, მალტის და მოლდოვას ეროვნული გუნდები იქნებიან. მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.  
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 18
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა დოლიძემ გადადგომის შესახებ განცახდება გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელბურთელები რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავენ და ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ხელბურთის ფედერაციის არჩევნები 10 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის სამქეთა სამინისტროში გაიმართება.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2011 ოქტომბერი 17
საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრები ლატვიის დედაქალაქ რიგიდან დიდი წარმატებით დაბრუნდნენ. 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალის მომპოვებელ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივართან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები - დავით ნამგალაური და გიორგი გალდავა დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 17
საქართველოს  ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სტამბულის "გალათასარაის" შემადგენლობაში თურქეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. "ოლინ ედირნესთან" გასვლით მატჩში ქართველმა ცენტრმა 18 წუთს ითამაშა და სტუმრებს 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოუტანა. ფაჩულიამ 7-დან 4 ორქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 17
პროექტი - რაგბი არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის - გზა საზოგადოებაში რეინტეგრაციისკენ პროგრამა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რაგბის კავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. 7 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, პროექტის პრეზენტაცია-გამოფენა მოეწყო.
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 ოქტომბერი 17
ანტიკურ ნაქალაქარ უფლისციხის ტერიტორიაზე საინტერესო სპორტული შეჯირება გაიმართა. გუნდებად დაკომპლექტებული ადგილობრივი და დედაქალაქელი ახალგაზრდები ერთმანეთს კლდეზე ცოცვაში, სირბილში, დაბრკოლებათა გადალახვაში და სხვა სპორტულ და აგრეთვე გონებრივ თამაშებში გაეჯიბრნენ. ტურნირი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხროციელდა
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 ოქტომბერი 17
გორში ჩატარდა ცნობილი ქართველი ფალავანის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საბჭოთა კავშირის ზედიზედ (1985-1991 წწ) შვიდგზის ჩემპიონის კობა კურტანიძის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის. შეჯიბრება ტრადიციულია და ისევე როგორც ახლა კურტანიძის დაბადების დღეზე 13 ოქტომბერს იმართება ხოლმე. ტიტულოვან ფალავანი წელს 48 წლის გახდებოდა.
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2011 ოქტომბერი 17
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ამ სასწავლებლის სპორტული მიღწევებისადმი მიძღვნილი ღია მუზეუმი გაკეთდა. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ამ იდეის შესახებ პირველად მიმდინარე წლის გაზაფხულზე ისაუბრა, თუმცა იმ დროს სასწავლებელში მიმდინარეობდა სარეკონტრუქციო სამუშაოები, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა და რექტორის იდეაც მალევე განხორციელდა.
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 17
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, ქუთაისის სპორტული სკოლების გაერთიანებასთან ერთად, ოლიმპიური  მოძრაობის განვითარებისთვის ახორციელებს პროექტს ,,სპორტი და ოლიმპიზმი". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სპორტულ სკოლებში გაერთიანებულ მოსწავლე-ახალგაზრდებში ოლიმპიური იდეების დამკვიდრებას, მოახდინოს ოლიმპიზმის როგორც სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ერთიანობის პოპულარიზაცია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 17
საქართველოს ახალგაზრდა და ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა წარმატებულად იჭიდავეს ლატვიის დედაქალაქ რიგაში 13-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიო პირველობაზე სამბოში. ორივე ნაკრების საერთო მონაგარი ჯამში 12 მედალია - 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდა გოგონათა შორისაც მოვიპოვეთ. ქართველი სამბისტები თბილისის სართაშორისო აეროპორტში 17 ოქტომბერს კიევი-თბილისის რეისით 17:10 წუთზე ჩამოფრინდებიან.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2011 ოქტომბერი 17
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე დიდ პრიზზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სამდღიანუ ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა პირველ ორ წონაში გათამაშდა. საქართველოს სახელით პაპინაშვილის გარდა გიორგი შოშიაშვილმა (66 კგ) იჭიდავა, მაგრამ საწყის ეტაპზევე მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ მასააკი ფუკუოკასთან წააგო.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 15
15 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში კალათბურთში საქართველოს სუპერლიგის 2011-2012 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატში დებიუტი წარმატებული გამოდგა სუპერლიგის ახალი გუნდის - "ოლიმპისათვის", რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების ს.ს.ი.პ. ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენრტის ბაზაზე დაფუძნდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 13
პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ევრო-2012-ის პლეი ოფის მატჩების კენჭისყრა გაიმართა.კენჭისყრამ გუნდები შემდეგნაირად გადაანაწილა:თურქეთი-ხორვატია, ესტონეთი-ირლანდია, ჩეხეთი-ჩერნოგორია, ბოსნია და ჰერცოგოვინა-პორტუგალია. პირველი მატჩები 11 და 12 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 15 ნოემბერს გაიმართება.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2011 ოქტომბერი 13
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ახალ პროექტებზე მუშაობას იწყებს. პირველი პროექტი, რომელსაც ფედერაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს მოიცავს ქვეყანაში არსებული ძიუდოს ინფრასტრუქტურის აღწერასა და შესწავლას. იგეგმება ჯგუფების გაგზავნა საქართველოს ყველა იმ ქალაქსა და რაიონში, სადაც არსებობს ძიუდოსთან დაკავშირებული მატერიალური და ადამიანური რესურსები. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 13
13 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიამთა, რომელიც სუპერლიგის 2011-2012 წლების სეზონს მიეძღვნა. ჟურნალისტებთან, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი საყუარაშვილმა, სუპერლიგის პრეზიდენტმა გიორგი ზაბახიზემ და „საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის" პრეზიდენტმა როლანდ ხომერიკმა ისაუბრეს.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 13
13 ოქტომბერს, სტარტი აიღო მხიარულთა და საზრიანთა საქართველოს ჩემპიონატის შემოდგომის სეზონმა, რომლის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტელეკომპანია „იმედი“ და საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ფედერაცია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 13
12 ოქტომბერს, დაღესტნის ქალაქ ხასავიურტში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე - საკონტინენტთაშორისო თასზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. გუნდურ შეჯიბრებაში სულ 8 გუნდი ჩაერთო. საქართველოს, თურქეთის, ბელარუსის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ნაკრებებს სამი რუსული გუნდიც დაემატა - რუსეთის ნაკრები, კლუბი "ცსკა" და დაღესტნის ნაკრები.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 13
ზაზა ფაჩულიამ „გალათასარაის" შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრის განმეორებითი თურქული დებიუტი „პრეზიდენტის თასის" ფინალში შედგა, რომელშიც „გალამ" ორმაგ ოვერტაიმიან, დაძაბულ ბრძოლაში 103:97 დაამარცხა „ფენერბაჰჩე". ტრავმის მოშუშების შემდეგ ფაჩულიას მწყობრში ჩადგომა სჭირდება და მთავარმა მწვრთნელმა იგი ძალიან არ დატვირთა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 12
12 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ტანვარჯიშის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი იყო - თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამმართველოს უფროსის მოადგილე -  მერაბ ჩიქობავა.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 12
საკალათბურთო კლუბმა "სოხუმმა" ფიბა-ს ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში "მინსკ 2006"-ის თბილისში 16 ქულით (94:78) ძლევის შემდეგ, ბელორუსში გასვლაზე 34 ქულით - 63:97 წააგო და ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა. მატჩი მინსკელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო და მასპინძლებმა საბოლოოდ საჭირო ანგარიშით გამარჯვება შეძლეს კიდეც.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 12
7-8 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ კროტოსუნში გამართულ მსოფლიო თასის ეტაპზე წარმატებას მიაღწია საქართველოს სუმოისტთა ნაკრების წევრმა - ავთანდილ ცერცვაძემ. ცერცვაძემ მძიმე წონაში (+ 115 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ქართველმა მძიმესწონოსანმა გერმანელი, პოლონელი და  რუსი მეტოქეები ჩამოიცლა გზიდან, ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში კი უკრაინელ სპორტსმენს აჯობა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 12
საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ახალი ზელანდიიდან დაბრუნების შემდეგ მორიგი შემაჯამაბელი პრესკონფერენცია გამართა. 12 ოქტომბერს „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ჟურნალისტებს, მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ილია მაისურაძე, ნაკრების მედიამენეჯერი ლაშა ხურციძე და მორაგბეები ბიძინა სამხარაძე, ჯაბა ბრეგვაძე სანდრო თოდუა და ლაშა ხმალაძე ესაუბრნენ.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 12
1-2 ოქტომბერს, ქალაქ  ნიუ იორკში გაიმართა ქალაქის ღია ჩემპიონატი კარატეში, სადაც 15 ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს შორის საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა. ქართველი კარატისტებიდან დავით ტყებუჩავამ -60კგ. წონით კატეგორიაში I ადგილის მოპოვება შეძლო, გუნდურ კუმიტეში კი საქართველოს ნაკრებმა ფინალური ორთაბრძოლა ამერიკის ნაკრებს მოუგო.   
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 12
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრა 11 ოქტომბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა და საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან 1:2 დამარცხდა. ქართველთა მხრიდან ერთადერთი ბურთის გატანა მატჩის მე-18 წუთზე დავით თარგამაძემ შეძლო. თემურ ქეცბაიას გუნდმა შესარჩევი ციკლი მე-5 ადგილზე დაასრულა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 11
ქართულმა "ლიგამუსმა" თბილისში გამართული ევროპის თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი კი დასძლია, თუმცა, მეორე ეტაპზე სამივე შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა. თბილისელებს ასპარეზობა ჰოლანდიურ ნიივერდალში მოუწიათ, სადაც მათი მეტოქეები მასპინძელი "შუურმანი", ხორვატული "მორნარ სპლიტი" და გერმანული "დუისბურგი" იყვნენ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 11
11 ოქტომბერს, ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "სოხუმი" ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში  "მინსკი-2006"-ს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ქართულ გუნდს საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვის და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს, რადგან პირველი შეხვედრა სპორტის სასახლეში 94:78 მოიგო.   
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 11
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ბერძნული „პანათინაიკოსიდან" იტალიურ „კანტუში" გადავიდა.  იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ამიერიდან 2 ქართველი ითამაშაბებს -  მანუჩარ მარკოიშვილს  გიორგი შერმადინი დაემატა. შერმადინი ათენის "პანათინაიკოსის" საკუთრება გახლდათ, მაგრამ გასულ სეზონში ლიუბლიანის "ოლიმპიაში" იყო განათხოვრებული.      
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 10
კალათბურთში დუდუ დადიანის სახელობის მემორიალის გამარჯვებული ქუთაისის ”ქუთაისი” გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კალათბურთის აკადემიის დარბაზში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ”ქუთაისმა” ტურნირის მთავარი ფავორიტი - ”შსს” 93:75 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 28 ქულის მომგროვებელი გოგა ცეკვავა დასახელდა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 10
11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს გამართავს. ქეცბაის გუნდი მიხეილ მესხის სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს ეთამაშება, რომელიც ჯგუფის ლიდერია და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ფრეც ჰქოფნის. საქართველოს ნაკრებმა კი F-ჯგუფში მე-4 ადგილის დასაკავებლად ბერძნები უნდა დაამარცხოს, ხორვატებმა კი ლატვიას მოუგონ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 10
საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში 2013 წლის ევროპირველობაზე მოსახვედრად ბრძოლას მომავალ სექტემბრიდან დაიწყებს. "ფიბა-ევროპამ" დაადგინა ის კალენდარი, რომლის მიხედვითაც ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის გუნდები განაწილდებიან. შესარჩევი ეტაპის კენჭისყრას 4 დეკემბერს გერმანიის ქალაქი მიუნხენი უმასპინძლებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კი სლოვენიაში გაიმართება.
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 10
,,აიას", რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში დისკვალიფიკაციისა თუ სტადიონის არქონის გამო საშინაო შეხვედრებს ფოთში ატარებდა, ამიერიდან მოედნის პრობლემა აღარ ექნება. მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი შეხვედრებს ქუთაისის ცენტრში მდებარე ,,დინამოს" განახლებულ სტადიონზე ჩაატარებს.  შაბათს, ,,აიამ" ხელშევლებულ არენაზე პირველი მატჩი გამართა და 1500 გულშემატკივრის თვალწინ აუტსაიდერ „ყოჩებს" რაგბის გაკვეთილი ჩაუტარა.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 10
10 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა პროექტ „მე ვეხმარების" მოხალისეებს მადლობის სიგელები გადასცა. სიგელები სულ 32 ახალგაზრდას გადაეცა, პროექტ "მე ვეხმარების" განხორციელება კი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, შერჩეული მოხალისეები მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის ხელოვნებისა და სპორტის დარგში სხვადასხვა ღონისძიებას ატარებდნენ.    
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 10
საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები მსოფლიო პირველობაზე მიემგზავრებიან. ახალგაზრდული მსოფლიო პირველობა 13-16 ოქტომბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგის ოლიმპიურ დარბაზში გაიმართება. სამბისტებმა მსოფლიო პირველობისთვის დასკვნითი მზადება სამბოს ახალ დარბაზში გაიარეს. მსოფლიო პირველობაზე გამგზავრების წინ ნაკრების წევრებმა 10 ოქტომბერს ბოლო ვარჯიში გამართეს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2011 ოქტომბერი 10
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულებულ "ბაქოს მსოფლიო თასზე", საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 100 კგ კატეგორიაში მოჭიდავე - ლევან ჟორჟოლიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ჟორჟოლიანმა ფინალში ირანელ ჯავად მაჰჯოუბს სძლია და ოქროს მედალთან ერთად 100 სარეიტინგო ქულა შეიმატა. ფინალურ შეხვედრამდე ჟორჟოლინმა აზერბაიჯანელ, ახალზელანდიელ და რუს მეტოქეებს აჯობა. გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-5 ადგილზე გავიდა.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2011 ოქტომბერი 09
კალათბურთის აკადემიის სპორტულდარბაზში დასრულდა საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის გათამაშება. 9 ოქტომბერს გამართულ ტურნირის ფინალში "სტუმ" ილიას უნივერსიტეტი დიდი ანგფარიშით 117:82 დაამარცხა. გამარჯვებულები საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა - ნიკოლოზ ამაშუკელმა და სტუდენტური ლიგის მხარდამჭერის, კომპანია "რომპეტროლის" წარმომადგენელმა დააჯილდოეს.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 08
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს ეროვნულ სტადიონზე მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარეობს. მძლეოსნობის ფედერაცისს თასზე ქართველ მძლეოსნებთან ერთად აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენებიც მონაწილეობენ. ტურნირის გახნის ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრო.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 08
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 7 ოქტომბერს შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი ბურთი შვეიცარიელმა ფრანსუა აფოლტერმა 56-ე წუთზე გაიტანა ქართველი ფეხბურთელები მორიგ მატჩს 10 ნოემბერს ისევ შვეიცარიასთან, გასვლაზე ქალაქ ლუგანოში ჩაატარებენ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 08
ზაზა ფაჩულია თურქულ „გალათასარაიში" ითამაშებს. სანამ ნბა-ში ლოკაუტია, საქართველოს ნაკრების ცენტრმა ახალი გუნდი მონახა. ფაჩულია 4 ოქტომბერს თურქეთიდან თბილისში დაბრუნდა, თუმცა მისი ვიზიტის მიზეზი იმ დროისთვის არ გახმაურდა. ახლა კი ირკვევა, რომ ფაჩულიამ კონტრაქტი გააფორმა სტამბოლის „გალათასარაისთან", რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირიდან მოხვდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ევროლიგაში.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 06
6 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, პროექტ "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" წარდგენა გაიმართა. ღონისძიება მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ავალიანმა გახსნა. პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერიისა და თბილისის რეგიონალური გამგეობების წარმომადგენლები დაესწრნენ. "ახალგაზრდული სერვისები" არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 06
6-10  ოქტომბერს, დუდუ დადიანის მემორიალს საკალათბურთო აკადემია მასპინძლობს. ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი მეათედ იმართება. ტურნირის ბოლო 5 გათამაშება რუსთავულმა „ენერჯი-ინვესტმა" მოიგო. წლეულს შეჯიბრებაში 7 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი: ა- ჯგუფში თსუ, შსს, სტუ და „დინამო" ითამაშებენ, ბ-ჯგუფი კი „ქუთაისი", თსსუ, და „რუსთავი".   
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 06
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები უკრაინიდან 5 მედლით დაბრუნდა. 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ კოლიმეაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ნუგზარ სხირელის გაწვრთნილმა გუნდმა 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.ტურნირში 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირიდან დაბრუნების შემდეგ, შემაჯამებელი პრესკონფერენცია ფალავანთა კლუბში გაიმართა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 05
4-5 ოქტომბერს ზუგდიდის სპორტის სასახლემ ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ჩემპიონობისთვის ქვეყნის 100-მდე ძალოსანი იბრძოდა. ჩემპიონ-პრიზიორები რვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს მედლები და თასები გადაეცათ.  ქართველ ძალოსნებს 2011 წლის მთავარი ტურნირი ნოემბერში ელით - 5-13 ნოემბერს პარიზი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება.  
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2011 ოქტომბერი 05
კალათბურთის აკადემიის სპორტულდარბაზში მიმდინარე საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის გათამაშებაში ფინალისტები გამოვლინდნენ. ტურნირი ორგანიზებულია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, კომპანია "რომპეტროლის", სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 05
საკალათბურთო კლუბმა "სოხუმმა" ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, რომელიც 4 ოქტომბერს თბილისის "სპორტის სასახლეში" გაიმართა, ბელარუსის ჩემპიონი "მინსკი" 94:78 დაამარცხა და დებიუტი წარმატებულად აღნიშნა. ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა "სოხუმის" კალათბურთელებმა უპირატესობა საწყისი წუთებიდან მოიპოვეს და დამაჯერებლად იმარჯვეს, განმეორებითი შეხვედრა 11 ოქტომბერს მინსკში გაიმართება.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2011 ოქტომბერი 04
"ბორჯღალოსნები" 2011 წლის მსოფლიო თასზე თამაშის შემდეგ, საქართველოში ბრუნდებიან. 4 ოქტომბერს, 16:30 საათზე სტამბულის რეისით თბილისში ჩამოვიდნენ ლაშა ხმალაძე,  ლექსანდრე თოდუა და ნაკრების მენეჯმენტი. ამავე რეისით ჩამოფრინდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი და მისი მოადგილე - დავით ნამგალაური. 5 ოქტომბერს, გამთენიისას, 02:45 საათზე საქართველოს ნაკრების კიდევ რამდენიმე მორაგბე ჩამოფრინდება.    
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 04
საქართველოს ფეხბურთელტა ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისათვის ემზადება. 3 ოქტომბერს, საღამოს 16:30 საათზე, ახლადშეკრებილმა ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.  
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2011 ოქტომბერი 04
რაგბის სართაშორისო საბჭომ (IRB) ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასზეჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.მსოფლიო საუკეთესო გუნდი კვლავ ახალი ზელანდიაა, რომელიც სიას დამაჯერებლად ლიდერობს, სიის სათავეში არიან სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლები - სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 04
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი კრივში წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ნაკრებისათვის. 10 მოკრივით წარმოდგენილმა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჩემპიონატი ვადაზე ადრე დაასრულა და ვერც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვება შეძლო.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 04
4-5 ოქტომბერს ზუგდიდის სპორტის სასახლე ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც ქვეყნის 100-მდე ძალოსანი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი 4 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება, 14:00 საათზე კი ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. ქართველ ძალოსნებს 2011 წლის მთავარი ტურნირი ნოებერში ელით - 5-13 ნოემბერს პარიზი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 03
თელავში დასრულდა ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 50000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. პირველი ადგილი და მთავარი პრიზი რუსეთის წარმომადგენელ, ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილ ალექსანდრა პანოვას ერგო, რომელმაც ფინალში რუმინელი ალექსანდრა კადანტუ 2:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ტურნირში 21 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მონაწილეობდა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 03
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი დღე ძალიან წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოკრივეებისთვის. რინგზე მეორე წრის შეხვედრების ჩასატარებლად რამაზ ფალიანის ნაკრების ხუთი წევრი ავიდა და ხუთივემ მარცხი განიცადა. 52 კგ. წონით კატეგორიაში სევერიან ჭილაძე უელსელ ენდრიუ სელბისთან 7:26 დამარცხდა, 64-ში კობა ფხაკაძემ აზერბაიჯანელ გაიბატულა გაჯიალიევთან 15:18 წააგო, 69-ში მოასპარეზე ზაალ კვაჭატაძე თურქ ონდერ სიპალს ვერ გაუმკლავდა - 20:25. 
კატეგორია : ტენდერი თარიღი : 2011 ოქტომბერი 03
2011 წლის მიმდინარე და დასრულებული ტენდერები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 03
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე გამოსვლა 2 ოქტომბერს არგენტინის ნაკრებთან მატჩით დაასრულა. ქართველმა „ბორჯღალოსნებმა" არგენტინელებთან დაპირისპირება 7:25 წააგეს და B-ჯგუფში, სადაც ინგლისის, არგენტინის, შოტლანდიის და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად თამაშობდნენ, საპატიო მე-4 ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ ითამაშა და პროგრესიც განიცადა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 03
საკალათბურთო გუნდი „მინსკ - 2006" 3 ოქტომბრის გამთენიისას თბილისში ჩამოფრინდა, რათა გამართოს ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი თამაში „სოხუმის" კლუბის წინააღმდეგ. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება 4 ოქტომბერს, 19:00 თბილისის სპორტის სასახლეში, დასწრება უფასოა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 03
ყველასათვის მოულოდნელად, ახლახანს დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სტამბულში, საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული წევრი ლადო ხინჩაგაშვილი (55 კგ) უმედლოდ და ოლიმპიადის ლიცენზიის გარეშე დარჩა. არადა მწვრთნელები მისგან არათუ მედალს, ჩემპიონობასაც ელოდნენ.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 02
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე თამაში არგენტინასთან ღირეული მარცხით - 7:25 დაასრულა. 2 ოქტომბერს პალმერსტონ ნორთის "არენა მანავატუზე" გამართულ შეხვედრაში ქართველებმა პირველი ტაიმის 7:5 მოგება შეძლე, თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობა დათმეს. "ბორჯღალონების" მხრიდან ერთადერთი ლელოს გატანა 10 ნომრად მოთამაშე ლაშა ხმალაძემ პირველი ტაიმის მიწურულს შეძლო.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 01
ლუდი „კასრის" ორგანიზებით რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ერთობლივი ყურება და ქომაგობა ეწყობა.11:00 საათიდან, კრწანისის რეზიდენციაში (კრწანისის ქ. #49) შეიკრიბებიან სპორტული მედიის წარმომადგენლები, რაგბის ნაკრების წევრთა მეუღლეები და ნაკრების ქომაგები და ერთად უგულშემატკივრებენ ჩვენს გუნდს (საქართველო-არგენტინის მატჩი განმეორებით გადაიცემა).
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2011 ოქტომბერი 01
1 ოქტომბერს  საცურაო აუზ „ოლიმპიკში" საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2012 წლის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 5:11 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 29 ოქტომბერს შედგება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი ჰოლანდიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ევროპის ჩემპიონატზე 12 ნაკრები ითამაშებს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2011 ოქტომბერი 01
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა და ქვეყნის საუკეთესო გუნდმა - ”იბერია სტარმა” თბილისის ”სპორტის სასახლეში” გამართული ”უეფას” ფუტსალის ევროპის თასის ძირითადი ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. რამდენიმე ბრაზილიელი ლეგიონერით გაძლიერებულმა ”იბერია სტარმა” ბელარუსის ”მაპიდი” 4:0 და შვეიცარიის ”ჟენევა” 11:0 დაამარცხა, სლოვაკეთის ”სლოვ მატიკთან” კი ფრედ 3:3 ითამაშა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2011 ოქტომბერი 01
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არგენტინის წინააღმდეგ 2 ოქტომბერს გასამართი შერკინებით ასრულებს. მატჩის წინა დღეს გამართული ვარჯიშისა და პრესკონფერენციის შემდეგ, ნაკრების წევრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი და მისი მოადგილე - დავით ნამგალაური ესტუნრნენ და პალმერსტონში მდებარე რაგბის მუზეუმი დაათვალიერეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2011 ოქტომბერი 01
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ოქტომბერს თბილისის დროით გამთენიას, დილის 04:00 საათზე ქალაქ პალმერსტონ ნორთის სტადიონ "არენა მანავატუზე" არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. არგენტინელების წინააღმდეგ "ბორჯღალოსნები" 2011 წლის მსოფლიო თასის ბოლო მატჩს გამართავენ და როგორც თავად მორაგბეები ამბობენ მაქსიმუმს გაიღებენ ღირსეული ფინიშისათვის.