ორ აფრიკულ ქვეყანაში, გაბონსა და ეკვატორულ გვინეაში მიმდინარე აფრიკის ეროვნებათა თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. 16 მონაწილიდან ნახევარი ტურნირს გამოეთიშა, მეორე ნახევარი კი მეოთხედფინალიდან გააგრძელებს კონტინენტური თასისთვის ბრძოლას. თამაშები 4 თებერვლიდან განახლდება. აღსანიშნავია, რომ ამ ეროვნებათა თსზე არ თამაშობენ ძლიერი აფრიკული ნაკრებები - ნიგერია, კამერუნი, ეგვიპტე, ალჟირი და სამხრეთ აფრიკა. მათ საკვალიფიკაციო ტურნირი ვერ დაძლიეს.