ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოქსი" 2 თებერვალს შინ 77:96 დამარცხდა დასავლელ „მემფის გრიზლიზთან". ეს შედეგი რამდენამდე მოულოდნელი იყო, რადგან „ატლანტა" შინ ტრადიციულად კარგად თამაშობს, ამ სეზონში საკუთარ არენაზე 9 თამაშიდან 8 მოეგო, „მემფისს" კი ჯორჯიაში ბოლოს ექვსი წლის წინ ემარჯვა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. სტუმრებმა საიმედო დაცვის წყალობით შეზღუდეს მასპინძლები და მატჩის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა.