სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ ტელეფონი: 2 23 02 03

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   
17 18 19
20 21 22 23 24 26
29        
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 თებერვალი 13
ესპანეთთან 18:25 წაგების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში რეგრესი განიცადა და ერთი პოზიცია დაკარგა. „ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასის დასაწყისს მე-14 ადგილზე შეხვდნენ, სასტარტო თამაშის წაგების შემდეგ კი ქულები დაკარგეს და იაპონიის ნაკრები წინ გაუშვეს. თავის მხრივ ესპანეთმა საქართველოსთან მოგების შემდეგ მნიშვნელოვნად წინ წაიწია, რამდენიმეწლიანი ინტერვალის შემდეგ ოცეულში შევიდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 თებერვალი 13
Eსაქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები 2012 წელს პირველ საერთაშორისო შეჯიბრზე მიემგზავრება. ქართველი მოჭიდავეები 9 კაციანი შემადგენლობით 15-16 თებერვალს უკრაინის დედაქალაქ კიევში გასამართ ტრადიციულ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას, სადაც 40-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ჩავლენ.    
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2012 თებერვალი 13
11-12 თებერვალს ევროპის ექვს ერზე არასრული ტური გაიმართა. პარიზში საფრანგეთსა და ირლანდიას შორის გასამართი შეხვედრა უამინდომის გამო გადაიდო. ჩაშლის პირას იყო რომში იტალიასა და ინგლისს შორის მატჩი, რომელიც მოედნის გადათოვლის შემდეგ მაინც შედგა და ინგლისმა 19:15 იმარჯვა. კარდიფში უელსმა 27:13 დაამარცხა შოტლანდია და ამ თამაშში ორი ლელო, სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა უელსელთა მცველმა ლეი ჰალჰპენმა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 თებერვალი 13
საქართველოს სამბოს ფედერაციამ შარშან ქუთაისში დანერგილი ტრადიცია არც წლეულს დაარღვია და საქართველოს ჩემპიონატი ერთ დღეში ჩაატია. სპორტკომპლექს "არენაში" ცხრავე წონითი კატეგორიის ჩემპიონ-პრიზიორების გამოსავლენად 14 საათი გახდა საჭირო - დილის 10 საათზე დაწყებული ტურნირი ღამის 12-ზე დასრულდა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 თებერვალი 13
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ესპანეთში 18:25 წაგებამდე ერთი დღით ადრე, 10 თებერვალს ქართველმა მორაგბემ მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშა და ლელო დადო. გორგოძის „მონპელიემ" შინ 22:11 დაამარცხა „პერპინიანი" და ტოპ 14-ში მეოთხე ადგილზე  დამკვიდრდა. მეორე ტაიმის შუაწელს გორგოძემ ძალისმიერი შეტევა წამოიწყო და მოკლე პასით თავისი გუნდის კაპიტანი ფულგენ ოდრაოგო თითქმის ლელომდე მიიყვანა, შემდეგ კი თავად ლელოთი დაასრულა შეტევა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 თებერვალი 13
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ობერვარტის მსოფლიოს თასი გუნდური პირველი ადგილით ჩაამთავრა. ბეთქილ შუკვანის (60 კგ) მიერ მოგებულ ოქროს მედალს დღეს თავისი წილი ოქრო ლევან წიკლაურმა (81 კგ) მიამატა. ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა. ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2012 თებერვალი 13
ზამბიამ პენალტებში 8:7 დაამარცხა კოტ დივუარიფრიკას ახალი ჩემპიონი ჰყავს. 12 თებერვალს კონტინენტის პირველობის ფინალში ზამბიამ პენალტების სერიაში დაამარცხა კოტ დივუარი და პირველად მოიპოვა აფრიკის ეროვნებათა თასი. შეხვედრაში გოლი არ გასულა. დივუარელთა ვარსკვლავმა დიდიე დროგბამ 70-ე წუთზე 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, პენალტების სერიაში კი ზამბიელებმა 8:7 იმარჯვეს. დივუარელთაგან პენლები ააცილეს ინგლისის პრემიერლიგის სხვა ვარსკვლავებმა კოლო ტურემ და ჟერვინიომ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 თებერვალი 13
11 თებერვალს „სპორტის სასახლეში" საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ტური სენსაციების გარეშე წარიმართა - ცხრილის ზედა ადგილებისთვის მებრძოლმა გუნდებმა - „არმიამ", „ქუთაისმა", „სოხუმმა" და „შსს-აკადემიამ" დამაჯერებლად იმარჯვეს. კიდევ ერთი მოწინავე გუნდი, „ოლიმპი" კი ამ ტურში ისვენებდა. ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა „არმიამ" „დინამო" 83:66 დაამარცხა და ზედიზედ გამარჯვებათა სერია 11-მდე გაზარდა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 თებერვალი 13
ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოქსი" მიმდინარე სეზონში მესამედ შეხვდა „მაიამი ჰითს" და მეორედ დამარცხდა, ამჯერად სოლიდური სხვაობით - 87:107. ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და 8 ქულასთან ერთად 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გასაკვირია, მაგრამ ფაჩულია ასეთი სტატისტიკითაც გამორჩეული იყო თავისიანთა შორის. იგი 9 მოხსნით საუკეთესო იყო თავის გუნდში, მასზე მეტი ქულა კი მხოლოდ უილ გრინმა (17) და ჯო ჯონსონმა (12) მოაგროვეს.