გერმანიის საკალათბურთო ნაკრების და „დალას მავერიკსის" ლიდერი დირკ ნოვიცკი ევროპის 2011 წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის, ფიბა-ს გამოკითხვით ის საუკეთესოდ დაასახელეს, როგორც გულშემატკივრებმა, ასევე სპეციალისტებმა. ნოვიცკი წლების განმავლობაში საუკეთესო ევროპელია ნბა-ში, 2011 წელს კი მან „დალასი" ჩემპიონი გახადა.