სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
           
15
16 22
           
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2012 აპრილი 30
ქალაქ-კურორტ ანაკლიაში, სასტუმრო „ანაკლიაში" 28 აპრილს დაიწყო საქართველოს 69-ე ჩემპიონატი ქალთა შორის, სადაც 12 მოჭადრაკე თამაშობს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 30
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში დასრულებულ ევროპის გუნდურ პირველობაზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი ქართველები თბილიში მოსკოვი-თბილისის რეისით 30 აპრილს დაბრუნდნენ.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 აპრილი 30
რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გამართული ტურნირის ფინალში ბელარუსი ვიქტორია აზარენკა 6:1, 6:4 დაამარცხა და წლეულს თავისი პირველი ტიტული მოიპოვა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 30
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს რუსთავის ახალი ავტოდრომი გახსნილად გამოაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იმართება წრიულ რბოლაში. რუსთავის ავტოდრომი მიხეილ სააკაშვილმა პირადად გამოცადა და საპატიო წრეზე ფორმულა 3-ის მანქანით პირველმა გაიარა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 აპრილი 30
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 29 აპრილს ბარსელონაში პრესტიჟული ტურნირი მოიგო. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა დაძაბულ ფინალში დაამარცხა მსოფლიო რეიტინგში მეექვსე ადგილზე მყოფი თანამემამულე დავიდ ფერერი.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 30
ქართველი მორკინალის დავით ქუბრიაშვილის „ტულონი" „ჩელენჯ ქაფის" ფინალში გავიდა. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში „ტულონმა" კიდევ ერთი ფრანგული კლუბი „სტად ფრანსე" 32:29 დაამარცხა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 აპრილი 30
30 აპრილს, „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში C კატეგორიის მქონე მწვრთნელთა ტესტირება დაიწყო. პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.     
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 30
ქართველი მორკინალის დავით ზირაქაშვილის ფრანგულმა კლუბმა „კლერმონმა" დასანანი მარცხი იწვნია ირლანდიურ „ლენსტერთან" და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საჯლუბო ტურნირის „ჰეინეკენის თასისთვის" ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 აპრილი 30
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთათა ნაკრების წევრმა სოსო ჯაბიძემ ჩინეთის ქალაქ ტაიუანში ჩატარებულ ტურნირში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 აპრილი 30
30  აპრილს, სპორტისა  და  ახალგაზრდობის  საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ  ვარძელაშვილმა  პროექტ ''შენი  ონლაინ  კამპანიასთან'' დაკავშირებით  პრესკონფერენცია  გამართა. პრეს-კონფერენციაზე  მინისტრმა  ისაუბრა კონკურსის დასკვნით  ეტაპთან დაკავშირებულ  საკითხებზე  და სოციალური მედიის  ექსპერტებთან ერთად კონკურსის ნახევარფინალისტების გამოვლენაზე. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 30
28 აპრილიდან ეროვნულ საკალათბურთო ასოცოაციაში დაიწყო პლეი ოფი, რომელშიც 16 გუნდი ჩაება. „ბოსტონთან" შინ პირველი შეხვედრა 83:74 მოიგო ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ", ქართველ ცენტრს კი ტრავმის გამო ამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 30
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ცენტრალური და ადგილობრივი მედია წარმომადგენლებისთვის ახალგაზრდობის თემაზე ჟურნალისტური ნამუშევრის კონკურსი გამოაცხადეს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 30
ვიქტორ სანიკიძემ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა იტალიის „ლეგა ბასკეტში". „ბოლონიასა" და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა „სკავოლინისთან" 9 ქულა, 12 მოხსნა 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა და თავის გუნდს უშუალო კონკურენტის 73:64 დამარცხებაში მიეხმარა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 30
„სპორტის სასახლემ" 29 აპრილს საკალათბურთო სუპერლიგის „ოლ სტარს" უმასპინძლა. ყველა ვარსკვლავის შოუ-მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ და უცხოელ კალათბურთელთა გუნდები და უცხოელებმა 137:125 მოიგეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 29
სარაგბო გარდამავალ ტურნირზე ნახევარფინალისტთა ვინაობა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაირკვა. პირველი ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლა დაიბევეს „ლელომ" და „არმიამ", ხოლო მეორე ჯგუფიდან „აიამ" და „ლოკომოტივმა".
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 29
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის გუნდურ პირველობაზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პიტერ ზაიზენბახერის გუნდმა რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელთა ნაკრები 3:2 დაამარცხა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 29
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს. რუსთავის „მეტალურგმა" შინ 1:0 დაამარცხა გორის „დილა" და გადაასწრო მოქმედ ჩემპიონ ზესტაფონს, რომელიც ქუთაისის „ტორპედოსთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 28
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი -  გრიგორი სულემინი იპონით დაამარცხა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 28
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე უმედლოდ ჩაამთავრა. 27 აპრილს ჩელიაბინსკის ტატამზე ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ტატამზე ოთხი ძიუდოისტი გავიდა და მათგან საუკეთესო შედეგი ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) აჩვენა - მეხუთე ადგილი დაიკავა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 27
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოზეპ გვარდიოლამ განცხადება გააკეთა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 აპრილი 27
ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგება. დარჩენილ მე-7 წონაში, 66 კილოგრამში ლიცენზია მოიპოვა ოთარ თუშიშვილმა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 27
29 აპრილს „სპორტის სასახლეში" საკალათბურთო სუპერლიგის ყველა „ვარსკვლავის მატჩი" გაიმართება, სადაც ერთმანეთს ეთამაშებიან საქართველი და სუპერლიგის უცხოელი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდები. თითო გუნდში 12-12 ვარსკვლავია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 27
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 26 აპრილს დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი და 30 გუნდიდან 16 საუკეთესო პლეი ოფში გავიდა. მათ შორისაა ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოქსიც", რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ წრეში „ბოსტონ სელტიქსს" შეხვდება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 27
უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალში ორი ესპანური გუნდი ითამაშებს - მადრიდის „ატლეტიკო" და ბილბაოს „ატლეტიკი".
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 26
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა: ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) ჩელიაბინსკში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და 72-72 სარეიტინგო ქულაც მიიმატეს.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 26
16-დან 22აპრილის ჩათვლით  თურქეთის  ქალქ  ანტალიაში  ჩატარდა  ევროპის  ჩემპიონატი ტაილანდურ  კრივში 18 წლამდელ და უფროსი ასაკის სპორტსმენთა შორის. ჩემპიონატზე, სადაც სულ 35 ქვეყანა მონაწილეობდა, ქართველმა სპორტსმენებმა - 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედალის 16 წლის თორნიკე თაბუკაშვილი დაეუფლა, რომელმაც ფინალში სომეხი სპორტსმენი დაამარცხა.   
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 აპრილი 26
კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში მიმდინარეობს საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის თამაშები. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შეჯიბრებას სპონსორობს კომპანია „ბილაინი". ტურნირში 10 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი წრიული სისიტემით ხვდება ერთმანეთს. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 26
25 აპრილს, თბილისი „ივენთ ჰოლში" მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი იყო მკლავჭიდის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გენერალური სპონსორი კი ქართული მთის ლუდი „მთიელი".  ღონისძიებას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი და სამინისტროს ხელმძღვანელები დაესწრნენ. ჩემპიონ-პრიზიორები 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, მარჯვენა და მარცხენა ხელში.      
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 26
საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობიაა, 26 აპრილს ყაზახეთში მიემგზავრება, სადაც 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით მონაწილეობას ყაზახეთის „პრეზიდენტის თასის" გათამაშებაში მიიღებს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 26
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 26-29 აპრილს ჩელიაბინსკში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე 2 შემადგენლობით გამოვა. მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა რუსეთში 14 რჩეული წაიყვანა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 26
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი უიღბლო გამოდგა ესპანური გუნდებისთვის. 24 აპრილს „ბარსელონა" „ჩელსიმ" გამოთიშა, ხოლო 25 აპრილს მიუნხენის „ბაიერნმა" პენალტების სერიაში აჯობა მადრიდის „რეალს".
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 25
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, მწვრთნელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს ასრულებს. კურსების დასკვნითი ეტაპი 25 აპრილს გაიმართა. მწვრთნელთათვის გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრში პრაქტიკული გამოცდები ჩატარდა, რომელსაც ძიუდოს ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები დაესწრნენ.   
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 25
ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებული „ბარსელონა" წლეულს ამ ტურნირს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ესპანურმა კლუბმა შინ 2:2 ფრე ითამაშა ინგლისურ „ჩელსისთან" და ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 24
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 ეტაპი უძლიერეს მამაკაცთა შორის, რომელიც ორგანიზებული იყო უძლიერეს მამაკაცთა მსოფლიო ფედერაციის მიერ (WORLD STRONGMAN FEDERATION). 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 24
თბილისში, „დიდუბე პლაზაში"  ინგლისური ენის ოლიმპიადის ,,King's English 2012" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს მასშტაბით კონკურსში მე-4 - მე-11 კლასის 12 000 მოსწავლე მონაწილეობა. გამარჯვებულებს კონკურსის ორგანიზტორებმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 24
25 აპრილს თბილისის "ივენთ ჰოლში" მკლავჭიდშჳ საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ქვეყნის უძლიეერესი სპორტსმენები გამოვლენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 24
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სწრაფი გრანტების პროექტის „იდეა+" პირველი კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. საგრანტო კონკურსის „იდეა+" პირველი ეტაპი - საუკეთესო ლიტერატურული პროექტი 24 აპრილიდან - 7 მაისამდე გასტანს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ 26-წლამდე პირებს შეუძლიათ.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 24
24 აპრილს, ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა - გია ნაცვლიშვილმა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ და კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა ჟურნალისტებს ის სპორტსმენები წარუდგინეს, რომლებმაც ახლახანს სალიცენზიო ტურნირებზე ლონდონის ოლიმპიადის საგზურები მოიპოვეს.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 აპრილი 24
კაიროს ტურნირში წარმატებით გამოსვლის შემდეგ საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში 12 ადგილით წაიწია და ახლა 42-ე საფეხურზეა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 24
დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ფრანგული კლუბი „კლერმონი" საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „მონპელიეს" შეხვდა და 22:9 დაამარცხა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 24
საქართველოს ნაკრების და ბელგიური „შარლერუას" კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე მონაწილეობა გადაწყვიტა. მისმა აგენტმა ლევან მიქელაძემ ნბა-ს შესაბამის სტრუქტურაში განაცხადი გააგზავნა.
კატეგორია : ანტიდოპინგი თარიღი : 2012 აპრილი 24
მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში ჩატარდა აღმოსავლეთი ევროპის რეგიონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციის (აერადო) საბჭოს წევრების სხდომა, რომელიც ორგანიზებული იყო მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 23
22 აპრილს ბაჰრეინში ფორმულა ერთის წლევანდელი სეზონის მეოთხე ეტაპი გაიმართა, რომელიც ბოლო ორი წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა მოიგო.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 23
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 26-29 აპრილს ჩელიაბინსკში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე 2 შემადგენლობით გამოვა. მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა 14 რჩეული შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა. ავსტრიელმა სპეციალისტმა, მოლოდინისამებრ აქცენტი საერთაშორისო შეკრებებზე ნამყოფ სპორტსმენებზე გააკეთა. გამონაკლისი კი მხოლოდ ირაკლი ცირეკიძისთვის დაუშვა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2012 აპრილი 23
ქართველი მოჭადრაკეების სრული ტრიუმფით დასრულდა დუბაიში მიმდინარე შეიხ რაშიდ ბინ ჰამდან ალ მაკტუმის თასის ეგიდით გამართული ბლიც-ტურნირი. 9 შესაძლებლობიდან 7.5 ქულით მთავარი პრიზი რეიტინგ-ფავორიტმა ბაადურ ჯობავამ (2706) დაისაკუთრა, მეორე ადგილზე კი, 7.0 ქულით, მიხეილ მჭედლიშვილი (2626) გავიდა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 23
საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო დივიზიონ ტოპ 14-ში დარჩენისთვის მებრძოლმა „ბრივმა" საქმე გაირთულა. გუნდმა, სადაც სამი ქართველი მორკინალი თამაშობს, ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი წააგო, ბოლო ტურში კი სტუმრად დამარცხდა ლიდერ „ტულუზთან".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 23
გარდამავალ სარაგბო ტურნირზე 21-22 აპრილს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ორ ჯგუფად გაყოფილ ტურნირზე სამი ტურის შემდეგ ოთხი დაუმარცხებელი გუნდია - ა ჯგუფში ლიდერობენ მოქმედი ჩემპიონი „არმია" და ყოფილი ჩემპიონი „ლელო", რომლებიც ჯერ ერთმანეთს არ შეხვედრიან.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 23
სუპერლიგის კლუბმა „დინამომ" პლეი ოფის დაწყების წინ კიდევ ერთი ლეგიონერი - ბულგარელი გამთამაშებელი ალექსანდრე გრუევი შეიმატა, რომელიც 29 წლისაა და ბულგარეთის ნაკრების ყოფილი წევრია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 23
ორნიკე შენგელიას ბელგიის შიდა ჩემპიონატში ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა სრულად მოიშუშა მძიმე ტრავმა და „ოსტენდესთან" გასვლით შეხვედრაში 30 წუთი ითამაშა და მოაგროვა 19 ქულა, 9 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 23
იტალიის „ლეგა ბასკეტში" ნაყოფიერი ტური ჰქონდათ ქართველ კალათბურთელებს - ვიქტორ სანიკიძესა და მანუჩარ მარკოიშვილს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 აპრილი 23
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 21-22 აპრილს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 23
21 აპრილს დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი. გთავაზობთ სტატისტიკას, რეკორდებს და ანტირეკორდებს. რეკორდების დიდი ნაწილი "არმიაზე" და მის მოთამაშეებზე მოდის, რომელმაც წაუგებლად 20-თამაშიანი რეგულარული სეზონი.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 23
21-22 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. იმარჯვა ორივე მოწინავე გუნდმა - „ზეტაფონმა" და „მეტალურგმა" მოიგეს და მათ შორის ერთქულიანი სხვაობა შენარჩუნდა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 აპრილი 23
საქართველოს ქალ ჩოგბურთელა ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გამართული ტურნირი და ფედერაციის თასზე (დევისის თასის ქალთა ანალოგი) ერთი საფეხურით წაიწია.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 23
21 აპრილს დამთავრდა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი და გაირკვა პლეი ოფის მონაწილე 8 გუნდი. წლევანდელი სეზონი რეგულარულ ჩემპიონატთან ერთად დაასრულეს სტუ-მ, „რუსთავმა" და „ბათუმმა", რომელთაგან პირველი ორი საქართველოს ყოფილი ჩემპიონია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 აპრილი 21
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია შვიდი წონითი კატეგორიიდან ერთადერთშიღა დარჩა მოსაპოვებელი.  
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 20
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ „ბასას" ტექნიკურ ბაზაზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისზე ისაუბრა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 20
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა "Summer Job"-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი ტექნიკური საკითხები როგორიცაა დამსაქმებლებთან დროული დაკავშირება და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 20
19 აპრილს უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. ტურნირს შემორჩენილ ოთხ გუნდს შორის სამი ესპანურია და მათგან მხოლოდ ერთმა მოიგო.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 20
ათწლიანი პაუზის შემდეგ, ქართულმა ძალოსნობამ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის გემო გაიხსენა. 2002 წელს, ანთალიაში ევროკვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ასანიძე ავიდა, ამჯერად კი ჩემპიონის ტიტული რაულ ცირეკიძემ მოიპოვა და მანაც ანთალიურ ფიცარნაგზე.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 აპრილი 20
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ქაიროში მიმდინარე ტურნირზე მეორე შეხვედრაც მოიგო - 2:1 დაამარცხა ლატვია. ლალი ზეიკიძის გუნდი ფედერაციის თასზე ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში თამაშობს და პირველ ჯგუფში ასვლისთვის კიდევ ერთი ნაკრების დამარცხება მართებს.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 აპრილი 19
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ჩაება ფედერაციის თასის გათამაშებაში, რომელიც კაცთა ჩოგბურთში დევისის თასის ანალოგია. ლალი ზეიკიძის გუნდმა ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში პირველი თამაში იოლად მოიგო - 3:0 დაამარცხა ლატვიის ნაკრები.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 19
იტალიურ პეზაროში დამთავრდა ახალგაზრდა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი 30 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 აპრილი 19
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 19
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას კიდევ ერთი წევრი შეემატა. იგი მოკრივე მერაბ თურქაძე გახლავთ, რომელმაც მიზანს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში მიმდინარე "ლონდონი 2012"-ის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე უწია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 აპრილი 19
19 აპრილს, დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა - სოსო ლიპარტელიანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების  მთავარი მწვრთნელები და მათი თანაშემწეები წარუდგინა. სამბისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი არჩილ ჩოხელი იქნება, რომელსაც ნაკრების მზადების პროცესში ვანო არაბული დაეხმარება.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 19
საკალათბურთო სუპერლიგის კლუბმა „ქუთაისმა" უცხოელი ლეგიონერი შეიმატა. 26 წლის სერბი ფორვარდი დარკო კოჰადარევიჩი დავით უსტიაშვილის მიერ გაწვრთნილ გუნდში ითამაშებს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 19
ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ წყვილში ინგლისურმა „ჩელსიმ" მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა ტურნირის ფავორიტი „ბასელონა" და განმეორებითი თამაშის წინ უპირატესობა შეიქმნა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 19
18 აპრილს გაიმართა საქართველოს საფეხბურთო თასის ნახევარფინალის განმეორებთი შეხვედრები. „ზესტაფონმა" რუსთავში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა მასპინძელი „მეტალურგი" და ორი მატჩის ჯამში 2:1 ანგარიშით გავიდა ფინალში.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 აპრილი 18
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ფეხბურთის ფედერაციასთან და რაიონულ მუნიციპალიტეტებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოყვარულთა შორის მინი-ფეხბურთის ტურნირის ორგანიზებას იწყებს სახელწოდებით - სამინისტროს თასი.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 აპრილი 18
18 აპრილს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის 5) გაიმართა ქართული ჭიდაობის ფედერაციის რიგგარეშე სააჩევნო ყრილობა, რომელზეც მოწვეულმა დელეგატებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. არჩევნებში, მონაწილეობას ერთადერთი პრეზიდენტობის კანდიდატი - რამაზ ხატიაშვილი იღებდა, ვინც დელეგატებმა ერხმად აირჩიეს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 18
18 აპრილს, თბილისში, სასტუმრო „რადისონში",  ვლადიმერ ვარძელაშვილი პროექტის "Speak up" პირველ ეტაპის 300-მდე მონაწილეს შეხვდა. ღონისძიებაზე მინისტრმა პროექტის მიმდინარეობა შეაფასა და  რეგიონებში პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინგლისური ენისა და ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა "Speak up" ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარე წლის მაისში ჩატარდება.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 აპრილი 18
20-22 აპრილს სოფია ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ბეგი დარჩიამ და ზაზა თურმანიძემ შემადგენლობები იმ წონითი კატეგორიების სპორტსმენებით დააკომპლექტეს, რომლებშიც გუნდს ლონდონის საგზური ჯერ არ მოუპოვებია.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 18
თურქეთის ქალაქი ტრაბზონი კრივში „ლონდონი 2012"-ის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირს მასპინძლობს, რომელიც მოკრივეებისთვის ოლიმპიადაზე მოხვედრის ბოლო შანსია. მნიშვნელოვანია, რომ კრივში ოლიმპიური ლიცენზიები  რთულად თამაშდება და საამისოდ მხოლოდ ორი სალიცენზიო ტურნირია გათვალისწინებული. ლონდონის საგზურთა ძირითადი ნაწილი შარშან ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე განაწილდა, სადაც სამწუხაროდ რამაზ ფალიანის შეგირდებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 18
თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს\" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 18
17 იანვარს დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი. ამ დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა - გერმანულმა „ბაიერნმა" მიუნხენში მიიღო ესპანური „რეალი".
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 17
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად ბავშვთა მწვრთნელების გადამზადებას იწყებს. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 17
ფორმულა ერთის წლევანდელი ჩემპიონატის მესამე რბოლა „მერსედესის" გერმანელმა მრბოლმა ნიკო როსბერგმა მოიგო. შანჰაიში გამართულ ჩინეთის დიდ პრიზზე როსბერგმა კარიერაში პირველი პოული მოიპოვა, რბოლა პირველი პოზიციიდან დაიწყო და ასევე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 17
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონ ტოპ 14-ის მორიგ ტურში ერთბაშად სამჯერ დაალელოვა მეტოქე.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 17
საქართველოს ნაკრების და პოლონური „პოლონიას" თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა მესამე გოლი გაიტანა პოლონეთის ჩემპიონატში. პოლონეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში "პოლონიამ" საკუთარ სტადიონზე "კრაკოვიას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში ლადო დვალიშვილმა გახსნა: მე-4 წუთზე მეტოქის საჯარიმოში პენალტის უფლება მოიპოვა და თავადვე ზუსტად დაარტყა. დვალიშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე 11 წუთით ადრე კი გაფრთხილებაც მიიღო.   
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 17
რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა ქართველმა ბატუტზე მხტომელმა ლიუბა გოლოვინამ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 17
ნიკოლოზ ცქიტიშვილის „მაჰრამიმ" დასავლეთ აზიის ლიგა მოიგო. ქართველი კალათბურთელის ირანულმა კლუბმა ლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში 96:86 დაამარცხა ლიბანური გუნდი „ალ რიადი".
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 17
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ ევროპის ჩემპონატზე 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რაულ ცირეკიძის (85 კგ) გაჩემპიონების შემდეგ, წარმატებას მძიმეწონოსანმა ირაკლი თურმანიძემაც (+105 კგ) მიაღწია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 17
15 აპრილს თბილისში სტარტი აიღო უეფას ჭაბუკთა ტურნირმა, რომელშიც მასპინძლებთან ერთად, სომხეთის, ყაზახეთისა და თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრებები თამაშობენ. ოთხთა ტურნირში ნოდარ აკობიას გაწვრთნილებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომეხ თანატოლებს არაფერი დაუთმეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. თითო გოლით თავი ნიკა ქორიძემ (პენ) და ბექა მიქელთაძემ, დუბლით კი გურამ გოშთელიანმა გამოიჩინეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 17
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი ოფში კიდევ უფრო დაიძაბა მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა. ლიდერ „ზესტაფონთან" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა „მეტალურგმა", ხოლო მესამე ადგილისთვის დავაში „ტორპედომ" „დინამოს" გადაასწრო.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 14
ქართველმა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ (85 კგ.) თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, ერთადერთი სპორტსმენი გახლდათ, რომელმაც ატაცსა და აკვრაში ექვსივე ცდა გამოიყენა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 13
პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში მიმდინარე 19-წლამდელთა ტრადიციული, ოთხთა ტურნირის მეორე სათამაშო დღეს, ქართველმა 19-წლამდელებმა ბრწყინვალე სტილში დაამარცხეს საფრანგეთის ნაკრები - 3:0. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 აპრილი 12
12 აპრილს, ლოკომოტივის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ვლადიმერ ვარძელაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენცია გამართეს.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2012 აპრილი 12
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, მსოფლიო კლასიკიფიკაციით 85-ე ადგილზე მყოფმა ანა ტატიშვილმა 12 აპრილს ლეილა მესხის სახელობის კორტებზე ბავშვთა ასაკის გოგონებისათვისა და ბიჭებისათვის საჩვენებელი ვარჯიში და მასტერ-კლასი გამართა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 აპრილი 12
ბათუმში 12 აპრილს დასრულდა აჭარის თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თეორიული და პრაქტიკული კურსები.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 12
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს შოთა ომარაშვილს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა მიულოცეს. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 12
ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოქსმა" მიმდინარე სეზონში მეორე შეხვედრაც დათმო „ბოსტონ სელტიქსთან" და კვლავ მყიფე სხვაობით. ბოსტონში გამართულ თამაშში მასპინძლებმა დამატებით დროში 88:86 მოიგეს.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 აპრილი 12
10 აპრილს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში მიმდინარე ფუტსალის სტუდენტური ლიგის მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. ფუტსალის სტუდენტური ლიგის ორგანიზატორი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა. ტურნირში 16 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არის გაყოფილი.   
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 აპრილი 12
კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში მიმდინარეობს საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის თამაშები. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შეჯიბრებას სპონსორობს კომპანია „ბილაინი". ტურნირში 10 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი წრიული სისიტემით ხვდება ერთმანეთს.  
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 11
დიმიტრი ბასილაიამ „ედინბურგთან" ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება. ქართველ მორაგბესა და შოტლანდიურ კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, რომ მომავალი სეზონიდან ბასილაია, შოტლადიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავიდოდა, ახლა კი ეს შეთანხმება ქაღალდზე რატიფიცირდა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 11
სარაგბო გარდამავალ ტურნირზე 7-8 აპრილს მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც კიდევ უფრო გამოიკვეთნენ ფავორიტები. ორ ჯგუფში გადანაწილებულ 12 გუნდიდან ორ-ორი მოგება აქვთ საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტებს - „არმიასა" და „აიას" და მათთან ერთად ასევე ორივე თამაში მოგებული აქვს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ლოკომოტივს".
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 11
სპორტის ქართველ გულშემატკივარს ეცოდინება, რომ ამას წინათ კომპანია BP-მ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ კომიტეტებთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც BP უზრუნველყოფს ჩვენი სპორსტმენებისა და საგანგებოდ შერჩეული რამდენიმე ათლეტის მხარდაჭერას ლონდონის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის პერიოდში.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 აპრილი 11
საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები რუმინეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ და 5 ოქროს, 7 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 11
10 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს საფეხბურთო თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩები. „ზესტაფონის" და „მეტალურგის" შეხვედრა 1:1 ფრედ დასრულდა, ხოლო „დილამ" 2:1 დაამარცხა თასის შარშანდელი გამარჯვებული „გაგრა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 11
10 აპრილს რაგბის სანაკრებო ბაზა „შევარდენზე" პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც მიეძღვნა 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე. ტურნირი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ჩატარდა და ილია მაისურაძის მიერ გაწვრთნილმა 18 წლამდელმა „ბორჯღალოსნებმა" 8 გუნდს შორის მეექვსე ადგილი დაიკავეს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 10
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ეროვნული კონკურსის „ალიანტე 2012" დეტალებზე პრესკონფერენცია გაიმართა. 10 აპრილიდან - 20 მაისამდე 15-19 წლამდე ახალგაზდებს საშუალება აქვთ გაიარონ რეგისტრაცია და გამოავლინონ საკუთარი ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობა. საუკეთესოები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 10
10 აპრილს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი „აირჩიე შენი პროფესია" ჩაუტარდათ. სემინარს თბილისი სხვდასხვა სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე ესწრებოდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 აპრილი 10
10 აპრილს,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი - ნიკოლოზ ამაშუკელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში მიმდინარე ფუტსალის სტუდენტური ლიგის მე-4 ტურის მატჩს დაესწრნენ. ფუტსალის სტუდენტური ლიგის ორგანიზატორი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 10
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის ნიკა ცქიტიშვილის ირანულ გუნდს ერთი გამარჯვება აშორებს საერთაშორისო ტიტულამდე. თეირანის „მაჰრამი" დასავლეთ აზიის ლიგის ფინალშია, სადაც ლიბანურ „ალ რიადს" 2:1 უგებს და ჩემპიონობის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება სჭირდება.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 აპრილი 10
საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები რუმინეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ და 5 ოქროს, 7 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჭაბუკთა ნაკრებიდან ჩემპიონები გახდნენ - ომარ ნიაზაშვილი (70კგ), გიორგი მარგიანი (75კგ) და ზაურ მამარდაშვილი (87კგ). ახალგაზრდული ნაკრებიდან კი ოქროს მედლები დაისაკუთრეს - შმაგი ლაგაზაურმა (62კგ) და ამირან იანვარაშვილმა (82კგ).   
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 09
დავით ზირაქაშვილის „კლერმონი" ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის „ჰეინეკენის თასის" ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ფრანგული სუპერკლუბის ქართველი მორკინალი ერთ-ერთი ვერსიით, მეოთხედფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 09
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს 4 მაისს გერმანიის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. ეს შეხვედრა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში 17-ათასიან სტადიონ „სტოჟიცეზე" გაიმართება.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 09
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა საბერძნეთში ქალაქ მუდანიაში გაიმართულ საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს. გია გუგავას მიერ გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები ტურნირზე 29 ძიუდოისტით იყო წარდგენილი და მათგან ხუთმა ოქროს, ერთმა ვერცხლის და ექვსმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 09
საწყლოსნო სპორტკომპლექს "ოლიმპიკში" 6-8 აპრილს გამართული საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში ნოდარ გვახარიას თასზე 17-წლამდელთა შორის ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით დასრულდა.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 09
ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოქსმა" გასვლით შეხვედრაში 116:96 დაამარცხა აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი „შარლოტ ბობქეთსი" და კონფერენციაში მეხუთე ადგილი განიმტკიცა. ქართველმა ცენტრმა კი 12 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა და სეზონში მე-11 ორმაგი დუბლი შესარულა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 აპრილი 08
6 აპრილს სასტუმრო რედისონში სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ტელეკომპანია რუსთავის2-ის ერთობლივი პროექტის - სასკოლო ლიგის პრეზენტაცია გაიმართა.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 07
საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში „ოლიმპმა" დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა და მეორე ადგილზე ჩაანაცვლა „ქუთაისი", რომელიც ამ ტურში ისვენებდა. ლიდერი კი კვლავ „არმიაა", რომელსაც წლეულს ყველა თამაში მოგებული აქვს და მოქმედმა ჩემპიონმა ტრადიცია ამ ახლა დაარღვია.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 07
18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მადრიდში ევროპის ჩემპიონატი შოტლანდიასთა 10:29 მარცხით დაასრულა და რვაგუნდიანი ტურნირი მეექვსე ადგილზე დაასრულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 07
მაღალი ადგილისთვის მებრძოლმა „დინამომ" კიდევ ერთხელ გაუშვა მოგების შანსი. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ამ ჯერზე რუსთავის „მეტალურგს" დაუზავდა და ზედიზედ მეექვსე ყაიმი მოუგროვდა. პლეი ოფის დაწყების შემდეგ „დინამო" მხოლოდ ფრეებს თამაშობს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 07
დღეს თბილისის სპორტის სასახლეში "ყველა ვარსკვლავის მატჩთან" დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე დამსწრე საზოგადოებას 2012 წლის ,,ოლ სტარზე" ესაუბრა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 07
7 აპრილს „საქართველოს ახალგაზრდობის სახლში" საქველმოქმედო აუქციონი „მომავალს ქმნი შენ" გაიმართა. აუქციონზე გამოტანილი იყო ნორჩი ხელოვანების ნამუშევრები. აუქციონიდან შემოსული თანხა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „ბეღურების" აღსაზრდელებს მოხმარდება.
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2012 აპრილი 06
„საქართველოს ახალგაზრდობის სახლის" მოსწავლეები  თანატოლების მხარდასაჭერად   ქართული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს: ნახატებს,  ჭედურობას, გობელენს და ხეზე კვეთის ნამუშევრებს წარმოადგენენ.
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2012 აპრილი 06
7 აპრილს, 12:00 სთ, რიყის პარკში, მოყვარული მსახეობები თემაზე ძალადობის დაძლევა ახალგაზრდებში იმპროვიზირებულ თეატრალურ სანახაობას - „ფორუმ თეატრი" მოაწყობენ.  წარმოდგენებში თბილისის 15 სხვდასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 06
სპორტისა და ახალგაზროდბის საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეგიონული პროგრამა „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი" გრძელდება. 6 აპრილს, წიანსწარ შერჩეული 150 რუსთაველი ახალგაზრდა ქალაქის ცენტრში შეიკრიბა, სადაც საპარლამენტო სხდომა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 06
ევროპის უშუს მე-14 ჩემპიონატი გაიმართა ესტონეთის ქ.ტალინში სადაც 27 ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას.  შეჯიბრი მიმდინარეობდა ორი მიმართულებით, საჩვენებელ ტაოლუსა და კონტაქტურ ორთაბრძოლა - სანდაში.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 06
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში განახლებული მან-სან-კანის პრეზენტაცია გაიმართა. „მან-სან-კანის ჩემპიონთა ლიგა" - უპრეცენდენტო სატელევიზიო პროექტია, რომელიც განხორციელდება 30 მარტიდან 29 ივნისამდე. ჩემპიონატში მონაწილეობას  40-ზე მეტი გუნდი იღებს. გამარჯვებული გუნდი სოლიდურ ფულად პრიზს მიიღებს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 06
5 აპრილს დასრულდა ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი, რომელმაც ესპანური გუნდების დომინაციით ჩაიარა. ნახევარფინალში გავიდა სამი ესპანური კლუბი - „ვალენსია", „ატლეტიკი" და „ატლეტიკო". მეოთხე ნახევარფინალისტი პირენეის ნახევარკუნძულის კიდევ ერთი წარმომადგენელი, პორტუგალიური „სპორტინგი" გახლავთ.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 05
საწყლოსნო სპორტკომპლექს ოლიმპიკში 6 აპრილს დაიწყება და 3 დღესა გასტანს 1996-1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკ წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირი - ნოდარ გვახარიას თასზე. შეჯიბრებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ბელარუსის, ყაზახეთისა და თურქეთის ჭაბუკ წყალბურთელთა გუნდები. ტურნირის ბოლო მოსამზადებელ ვარჯიშს საქართველოს ჭაბუკ წყალბურთელთა გუნდი 5 აპრილს 17:00 საათზე საცურაო აუზ \"ოლიმპიკში\" გამართვს. 
კატეგორია : 2011 თარიღი : 2012 აპრილი 05
კატეგორია : პროგრამები თარიღი : 2012 აპრილი 05
პროგრამის შესარულების ვადები -  2012 წლის 1 იანვარი - 2012 წლის 31 დეკემბერი    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 აპრილი 05
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უპრეცედენტო ტურნირს „ინტელექტის დღე" 12 მაისს ჩაატარებს. თამაში საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში (69) ერთდროულად ჩატარდება. „ინტელექტის დღეში" მონაწილეობის მიღება სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 05
4 აპრილს ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. დარჩენილ ორ წყვილში ფავორიტები შინ თამაშობდნენ და მათ განმეორებითი მატჩებიც მოიგეს. ლონდონის „ჩელსიმ" 2:1 დაამარცხა ლისაბონის „ბენფიკა", ხოლო მადრიდის „რეალმა" 5 გოლი გაუტანა კვიპროსულ აპოელ-ს და ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში 8:3 უპირატესობით გავიდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 05
ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოქსმა" 4 აპრილს შინ 27-ქულიანი სხვაობით გაანადგურა აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი „შარლოტ ბობქეთსი", რომლის მფლობელი და ხელმძღვანელი გახლავთ ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2012 აპრილი 04
22 წლის ელენე გედევანიშვილი 4 აპრილს  ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტ - მაკა გიორგობიანთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ვლადიმერ ვარძელაშვილმა სამინისტროში მიიღო.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 04
ბრიტანული ტურნედან დაბრუნების შემდეგ საქარველოს მორაგბეთა ა ნაკრების ხელმძღვანელებმა 4 აპრილს პრესკონფერენსია გამართეს „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე. ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხეს ა ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, გუნდის კაპიტანმა ლექსო გუგავამ და ეროვნულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 04
4 აპრილს, სლოვენიის ქალაქ მარიობორში 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის პირველობაზე, რომელიც 4-16 მაისს სლოვენიაში გაიმართება A-ჯგფუში ითამაშებს, მეტოქეებად კი საფრანგეთი, გერმანია და ისლანდია ეყოლება. B-ჯგუფში ერთამანეთს დაუპირისპირდებიან  - ჰოლნადია, სლოვენია, პოლონეთი და ბელგია. 
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 აპრილი 04
4 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ - ნიკოლოზ ამაშუკელთან ერთად კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში მიმდინარე საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის მატჩს დაესწრო.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 04
3 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ესპანურმა „ბარსელონამ" ერთი კვირის წინ გასვლაზე „მილანთან" უგოლო ფრე ითამაშა, ახლა კი შინ 3:1 დაამარცხა იტალიური კლუბი, ხოლო გერმანულმა „ბაიერნმა" მეორე თამაშშიც ორი უპასუხო ბურთი გაუტანა ფრანგულ „მარსელს".
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 04
საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა 4 აპრილს მორიგი საწვრთნელი შეკრება დაიწყო ევროპის ჩემპიონატის ელიტარული შესარჩევი რაუნდისთვის. ოთარ კორღალიძის გუნდი სასტუმრო „ბომონდ გარდენში" დაბინავდა და ერთკვირიან წვრთნას გაივლის.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 აპრილი 04
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში მიმდინარეობს საქართველოს სტუდენტური ლიგა ფუტსალში. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 16 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი ორ ჯგუფად არის გაყოფილი. 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2012 აპრილი 04
3 აპრილს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ჭაბუკ ძიუდოისტთა უკრაინული წარმატების შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. 
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2012 აპრილი 03
4  აპრილს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - „ეკონომიკის გაზაფხულის სკოლა 2012" პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს ეკონომისტთა ფორუმის პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2012 წლის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 03
ილია მაისურაძის მიერ გაწვრთნილმა 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 20:18 დაამარცხა იტალია და მადრიდში მიმდინარე 8-გუნდიან ტურნირზე მეხუთე ადგილისთვის თამაშში შოტლანდიას შეხვდება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 03
2 აპრილს, სასტუმრო „რედისონში" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ფეხბურთის ესპანელი სპეციალისტები - ფერნანდო გომეს კოლომერმა და ხავიერ კაბელო რუბიომ მწვრთნელთა გადამზადების საერთო პროგრამის პრეზენტაცია წარმოადგინეს.  პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა დაესწრნენ. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 03
2 აპრილს საინტერესო მატჩები გაიმართა საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი ოფში. მოწინავე ოთხეულიდან სამმა გუნდმა ქულები დაკარგა და თამაშის მოგება მათგან მხოლოდ რუსთავის „მეტალურგმა" შეძლო, რომელმაც შინ ქუთაისის „ტორპედო" დაამარცხა და ჩემპიონატის ლიდერ „ზესტაფონს" ოთხ ქულამდე წამოეწია.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 02
საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო დივიზიონში ქართველი მორაგბეების ორმა გუნდმა წინასწარ დაიბევა ექვს მოწინავეს შორის მოხვედრა და ამდენად პლეი ოფში თამაში. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ქართველთა სამი სხვა გუნდი ექვსეულის კარგ შანსს ინარჩუნებს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 02
31 მარტს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის გარდამავალი ტურნირის მეორე ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოს 12 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ექვსგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებული.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 02
ქართველმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ იტალიის „ლეგაბესკეტში" მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა „ანჯელიკო ბიელასთან" 12 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა და „კანადიან სოლარ ბოლონიას" 62:53 მოაგებინა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2012 აპრილი 02
ბრიტანულ ტურნეზე მყოფმა საქართველოს მორაგბეთა ა ნაკრებმა კიდევ ერთი თამაში მოიგო და შინ სამი გამარჯვებით დაბრუნდა. მესამე ჯერზე ქართველმა მორაგბეებმა 31 მარტს 25:17 დაამარცხეს ჩრდილოეთ უელსის კლუბების ნაკრები.
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 აპრილი 02
თბილისის კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში მიმდინარეობს საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის თამაშები. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შეჯიბრებას სპონსორობს კომპანია „ბილაინი". 10 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი წრიული სისიტემით ხვდება ერთმანეთს. 
კატეგორია : საუნივერსიტეტო თარიღი : 2012 აპრილი 02
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში 29 მარტს დაიწყო საქართველოს სტუდენტური ლიგა ფუტსალში. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 16 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი ორჯგუფად არის გაყოფილი. წრიული სისტემით ჩატარებული თამაშების შემდეგ 4-4 საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას ნახევარფინალების საგზურებისთვის.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 02
ევროპის შიდა ჩემპიონატებში მიმდინარე ტური უხვგოლიანი გამოდგა ქართველი ფეხბურთელებისთვის. ერთბაშად რამდენიმე მათგანმა შეძლო გოლის გატანა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2012 აპრილი 02
გერმანულ ბუნდესლიგის 28 ტურში ბერლინის „ჰერტას" ქართველმა კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა „ვოლფსბურგთან" შეხვედრაში მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა, თუმც მისმა გუნდმა საბოლოოდ 1:4 წააგო.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2012 აპრილი 02
2 აპრილს, საქართველოს სამბოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრები გუნდებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ საჩვენებელი ვარჯიში გამართეს (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია), რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავა და სამბოს ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი დაესწრნენ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 01
საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ოლიმპმა" დამაჯერებლად დაამარცხა „დინამო", რომელიც ზედა ხუთეულში მოსახვედრად იბრძვის.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2012 აპრილი 01
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2012 აპრილი 01
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში ფიგურულ სრიალში, ელენე გედევანიშვილი მე-10 ადგილზე გავიდა.